ოდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
File
ხაზი 11:
|რეგიონი = [[სკანდინავია]]
}}
[[File:Odin, der Göttervater.jpg|thumb|]]
'''ოდინი''', ''ვოდანი'' ({{lang-non|Odhinn, Odinn}}, {{lang-de|Wodan, Woutan}}) — ძველ [[გერმანია|გერმანელთა]] მითური სისტემის უზენაესი [[ღმერთი]], ქვეყნიერების მომწესრიგებელი, აზების ოქროსბეჭდიანი მბრძანებელი, ღმერთების [[სკანდინავია|სკანდინავიური]] პანთეონის მამამთავარი, „ვალფარეტად“ წოდებული ([[ვალჰალა|ვალჰალის]] მამა), არსთა მპყრობელი, იგივე ვოდანაზი (ვოდან-აზი). თავდაპირველად ქართა და ქარიშხალთა მბრძანებელი იყო, შემდეგ ომის [[ღმერთი]], ვაჭართა მფარველი და [[ღმერთი|ღმერთების]] მეორე თაობის მამამთავარი, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, ჩრდილოეთის მითოლოგიის ცენტრალურ ღვთაებად იქცა. მის გარშემო თავს იყრის ღმერთების მთელი თაობა - ძმების, შვილების, ასულების სახით. მათი ორეულებია ვანები (ნიორდი, ფერია). საგებში აღწერილია მათი ომი და შერიგება. ოდინი უპირატესად გერმანელთა ღმერთია, [[ფრიგი]]ს ქმარი, კანონმდებელი, ომისა და მშვიდობის განმგებელი, „ჩრდილოეთის ზევსი“, აზთა შორის ყველაზე ბრძენი, რადგან ბუმბერაზ [[მიმირი]]ს სიბრძნის წყარო შესვა. მისი ცალი თვალი - [[მზე]]ა, მეორე კი - [[მთვარე]]. მზე მიმირს დაუთმო ამ წყაროს სამაგიეროდ. აზების (ასბის) მამა და უბრძნესი მათგანი, ოდინი სიჭაბუკეში მივიდა ბუმბერაზ მიმირთან და სთხოვა, შენი სიბრძნის წყალი მასვიო. „მუქთად არაფერი არ არის, - მიუგო მიმირმა, - რას მომცემ სამაგიეროდ?“ „რასაც მომთხოვ“. „მაშ მომეცი შენი მარჯვენა თვალი“ (ეს იყო მზე!). „კარგი, მიმირ, სირძნის ფასი არაფერია. ბრძენი ცალი თვალით უკეთ ხედავს, ვიდრე ბრიყვი ორივე თვალით“. ამის შემდეგ ოდინი ცალთვალაა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოდინი“-დან