მამლუქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ეგვიპტეში მამლუქთა ისტორია სულთან [[სალადინი|სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბი]]ს (1169-1193) სახელთანაა დაკავშირებული. პირველად მან მიჰყო თეთრკანიანი მონების, უმთავრესად [[თურქები]]სა და [[კავკასიელები]]ს დიდი რაოდენობით შეძენას, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვას და დაწინაურებას. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მამლუქთა სამხრეთ-ფეოდალური კასტა, რომელმაც 1250 ხელთ იგდო ძალაუფლება. ეგვიპტეს მამლუქთა 2 დინასტია განაგებდა: ბაჰრელთა (თურქული წარმოშობისა, განაგებდნენ 1250-1390) და ბურჯელთა (კავკასიელები, რომელთაც ზოგადად ჩერქეზებს უწოდებდნენ, განაგებდნენ 1383-1517). სახელმწიფოს უმაღლესი მბრძანებელი იყო სულთანი. XIII-XIV საუკუნეებში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში. მამლუქებმა წარმატებით მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები (აინ-ჯალუდის ბრძოლა 1260 წლის 3 სექტემბერი), განდევნეს ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან (1268). მამლუქთა ხანაში მოხდა მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია, გაუმჯობესდა ხელოვნური სარწყავი სისტემა, შეიმჩნეოდა კულტურის, განსაკუთრებით მეცნიერების აღმავლობა.
 
1517 წელს ხანგრძლივი ფეოდალური აშლილობით დასუსტებული ეგვიპტე ოსმალებმა დაიპყრეს და თავიანთი სახელმწიფოს პროვინციად გამოაცხადეს. ქვეყანას ოსმალეთის სულთნის წარმომადგენელ ფაშასთან ერთად მართავდა მამლუქი ბეგების დივანი (საბჭო). დივანს უფლება ჰქონდა გაეძევებინა ფაშა ეგვიპტიდან. ეს პრივილეგია მამლუქებს ფაქტობრივად გაბატონებულ მდგომარეობას უნარჩუნებდა, მაგრამ მამლუქები მაინც თავიანთ სუვერენიტეტის სრული აღდგენისათვის იბრძოდნენ. 1646 წელს მათ მოაზერზესმოახერხეს დაუფლებოდნენ ქვეყნის თითქმის ყველა ციხესიმაგრეს, ხოლო 1769 წელს ეგვიპტე დამოუკიდენელ სახელმწიფოდაც კი გამოაცხადეს. მაგრამ 1773 წელს ეგვიპტეში კვლავ ოსმალები გაბატონდნენ. მამლუქები არ ემორჩილებოდნენ სულთანს, ატარებდნენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, სხვადასხვა დროს ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და სხვა ქვეყნებთან. დიდია მამლუქთა წვლილი ფრანგთა ბატონობისაგან ეგვიპტის განთავისუფლებაში (1795-1801). ნაპოლეონმა ვერ შეძლო მათი დამორჩილება და ეგვიპტეში ფეხის მოკიდება, სულთნის ნაცვალმა ეგვიპტეში მუჰამად ალიმ (1805-1846) ჩამოართვა მამლუქებს მიწები (1808), ხოლო 1811 მამლუქები ბეგები გაჟლიტა.
 
ერაყში მამლუქთა ბატონობა დაიწყო 1749 წლიდან. მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც გაატარეს. ერაყის გაძლიერებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობით ქართველ ფაშებს: [[სულეიმან აბე ლაილი|სულეიმან აბე ლაილს]] (1749-1762), [[სულეიმან ქუჩუქი|სულეიმან ქუჩუქს]] (1807-1810) და [[დაუდ-ფაშა გურჯი|დაუდ-ფაშა გურჯს]] (1816-1831). 1829 წელს დაუდ-ფაშა სულთანს განუდგა, 1831 წლის 16 სექტემბერს იგი სულთნის ჯარებმა დაამარცხა და ერაყიდან განდევნეს, სხვა მამლუქი ბეგები დახოცეს. ამით მამლუქთა ბატონობა დასრულდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამლუქები“-დან