შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
 
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს „ვეფხისტყაოსნის“ [[პროლოგი]] („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), [[ეპილოგი]], აგრეთვე [[XV საუკუნე|XV]]-[[XVIII საუკუნე]]ების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს [[რუსთავი|რუსთავს]] და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან [[თეიმურაზ I]] (იგი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა შესახებ ამბობს: „ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე]]ებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული [[ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტრის]] სვეტზე ([[გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის]] მიერ [[1757]]-[[1758]] ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა [[იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია|იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ]]) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
 
[[ფაილი:RustaveliManuscript.jpg|thumb|ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი]]