მარგარეტ ავსტრიელი (1584-1611): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 10 მაისი}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = მარგარეტ ავსტრიელი
|სურათი = Margaret of austria 1609.jpg
ხაზი 27:
=== ავსტრიის ერცჰერცოგინია ===
[[ფაილი:Margarita-austria velazquez extended.jpg|მარცხნივ|მინი|298x298პქ|ველასკესის მიერ შესრულებული მარგარეტის პორტრეტი. ინახება პრადოს მუზეუმში, ესპანეთში.]]
მარგარეტი დაიბადა 1584 წლის 25 დეკემბერს გრაცში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ [[კარლ II (ავსტრიის ერცჰერცოგი)|კარლ II]]-ისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია [[მარია ანა ბავარიელი (1551-1608)|მარია ანა ბავარიელის]] ასული. მარგარეტს სულ 14 და-ძმა ჰყავდა, რომელთაგან აღსანიშნავია შვედეთისა და პოლონეთის დედოფალი [[ანა ავსტრიელი (1573-1598)|ანა]] და საღვთო რომის იმპერატორი [[ფერდინანდ II შტირიელი|ფერდინანდ II]].
 
მარგარეტი, ისევე როგორც მისი დები, ჰაბსბურგთათვის დამახასიათებელი წინ გამოწეული ნიკაპისა და ტუჩების გამო, დიდი სილამაზით არასდროს გამოირჩეოდნენ. მიუხედავად ამისა, მარგარეტი მაინც ყველას ხიბლავდა თავისი ქარიზმით, მეგობრული და მხიარული ხასიათით.
 
როდესაც წამოიზარდა, ესპანელ და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის კავშირის გასამყარებლად საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც ესპანეთის მომავალი მეფე [[ფილიპე III (ესპანეთი)|ფილიპე III]] უნდა დაქორწინებულიყო კარლ II-ის ერთ-ერთ ასულზე. 1596 წელს არაგონის ადმირალი ჩავიდა გრაცის სამეფო კარზე და ფილიპეს მომავალ საცოლეებად მარგარეტი, [[ელეონორა ავსტრიელი (1582-1620)|ელეონორა]] და [[გრეგორია მაქსიმილიანა ავსტრიელი|გრეგორია]] შეარჩია, ამ სამიდან კი უკვე თავად მეფეს უნდა ამოერჩია საცოლე. ადმირალმა სამივე დის პორტრეტი ჩაიტანა ესპანეთში, სადაც ფილიპე III-მ მარგარეტი აარჩია, ხოლო მამამისმა, მეფე [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-მ კი გრეგორია. აღსანიშნავია, რომ ფილიპე გრეგორიაზე დაქორწინდებოდა, თუმცა იგი მხოლოდ 16 წლის ასაკში გარდაიცვალა მოულოდნელად, რის გამოც ესპანეთის მეფის საცოლედ მარგარეტი იქცა. ვინაიდან ფილიპე და მარგარეტი ახლო ნათესავები იყვნენ, ქორწინებაზე თანხმობა რომის პაპს უნდა გაეცა, რომლის მოპოვებასაც ორი წელი დასჭირდა.
 
=== ესპანეთის დედოფალი ===
[[ფაილი:Bartolomé González y Serrano 005.jpg|მარცხნივ|მინი|364x364პქ|ორსული დედოფალი მარგარეტი 1603 წელს]]
1599 წლის 18 აპრილს, ქალაქ ვალენსიაში შედგა ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ისა და ავსტრიის ერცჰერცოგინია მარგარეტის ქორწინება. ფილიპე III ამ ქორწინებამდე სულ ერთი წლით ადრე ავიდა ესპანეთის ტახტზე. ვალენსიამდე, ფერარაში შედგა მათი მარიონეტული ქორწინება, სადაც ჯვარი რომის პაპმა [[კლემენტ VIII]]-მ დასწერათ. აღსანიშნავია, რომ ფერარაში ქორწინებისას მარგარეტს დედამისიც ახლდა. ფერარადან ვალენსიამდე კი იგი ბიძამისმა, ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერმა [[ალბერტ VII ავსტრიელი|ალბრეხტ VII]]-მ ჩააცილა. ფერარადან ისინი ჯერ გენუაში ჩავიდნენ, აქედან კი გემით გაემგზავრნენ ვალენსიამდე. ერცჰერცოგინია მარგარეტის საქორწინო მზითვს 100,000 დუკატი შეადგენდა.
 
ქორწინების თანავე მარგარეტი ესპანეთისა და პორტუგალიის დედოფლად გახდა. მან ქმარს მალევე შეაყვარა თავი, რის გამოც სამეფო კარზე მეტად გავლენიანი ფიგურა გახდა. ფილიპეს მარგარეტისადმი „მგრძნობიარე დამოკიდებულება და მჭიდრო ურთიერთობა“ ჰქონდა, მათი ურთიერთობა კი 1605 წელს, ვაჟის გაჩენის შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
 
მადრიდში მარგარეტთან ერთად სამეფო კარზე ცხოვრობდა ფილიპეს მამიდაც, საღვთო რომის იმპერატორ [[მაქსიმილიან II (სრი)|მაქსიმილიან II]]-ის ქვრივი [[მარია ესპანელი]] და მისი ნაბოლარა ასული მარგარეტიც, რომელიც მონაზვნად იყო აღკვეცილი. ამ ქალბატონებმა მალევე ქალთა ძლიერი წრე შეკრეს, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე. მათ ხაზი გაუსვეს ესპანეთის სტატუსს, როგორც უდიდეს კათოლიკურ ძალას, რომელიც ევროპაში კათოლიციზმის მთავარ დამცველად გვევლინებოდა. ასევე ცდილობდნენ ჰაბსბურგთა დინასტიის ერთიანობის შენარჩუნებას, რაც იმითაც გამოიხატება, რომ ფილიპმა ერთხელ მარგარეტის ძმას, იმპერატორ ფერდინანდ II-ს ფინანსური დახმარება სთხოვა, რომელიც მიიღო კიდევაც.
[[ფაილი:Coat of Arms of Margaret of Austria (1584-1611), Queen Consort of Spain.svg|მინი|305x305პქ|მარგარეტის გერბი]]
ესპანეთის სამეფო კარზე არსებული პრო-ავსტრიული ქალთა კავშირი ეწინააღმდეგებოდა პრემიერ-მინისტრის, ლერნას ჰერცოგის გეგმებს, რომელსაც ასევე დიდი გავლენა ჰქონდა ფილიპეზე და რომელიც აცხადებდა, რომ მიუხედავად დინასტიური კავშირისა, ესპანეთი სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ავსტრიასთან კავშირი არაფერში სჭირდებოდა. დედოფალი მარგარეტი მეტად მელანქოლიური გახდა და უკმაყოფილო იყო ლერნას ჰერცოგის გავლენით მის ქმარზე. ცნობილია, რომ იგი პრემიერ-მინისტრს კორუმპირებულსაც კი უწოდებდა. ამას დაერთო ისიც, რომ ლერნამ მეფეს საყვარელი გაუჩინა მარიანა დე სან-ხოსეს სახით, რომელიც ფილიპეს ბოლომდე მართავდა. მარიანა და ლერნა მეფეზე ასეთ გავლენას ფაქტიურად მისი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. პრემიერ-მინისტრის გავლენები მხოლოდ 1618 წელს დაეცა, ფილიპეს გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე.
ხაზი 49:
 
==შვილები==
{| class="wikitable"
|+
!პორტრეტი
!სახელი
!დაიბადა
!გარდაიცვალა
!გარდ. ასაკი
!მეუღლე
!წოდება
|-
|[[ფაილი:Peter Paul Rubens - Portrait of Anne of Austria - WGA20365.jpg|frameless|97x97პქ]]
|[[ანა ავსტრიელი (1601-1666)|ანა]]
|22 სექტემბერი, 1601
|20 იანვარი, 1666
|64 წლის
|[[ლუი XIII|ლუი XIII დე ბურბონი]]
|საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი
|-
|
|მარია
|1 თებერვალი, 1603
|2 თებერვალი, 1603
|1 დღის
|
|
|-
|[[ფაილი:Philip IV of Spain - Velázquez 1644.jpg|frameless|105x105პქ]]
|[[ფილიპე IV]]
|8 აპრილი, 1605
|17 სექტემბერი, 1665
|60 წლის
|
# [[ელიზაბეტა დე ბურბონი|ელიზაბეტ ფრანგი]];
# [[მარიანა ავსტრიელი]];
|ესპანეთის, პორტუგალიის, ნეაპოლის,
სიცილიისა და სარდინიის მეფე,
 
მილანისა და ბურგუნდიის ჰერცოგი,
 
ესპანური ნიდერლანდების მონარქი
|-
|[[ფაილი:Diego Velázquez - Maria Anna of Spain - Prado.jpg|frameless|109x109პქ]]
|[[მარია ანა ესპანელი|მარია ანა]]
|18 აგვისტო, 1606
|13 მაისი, 1646
|39 წლის
|[[ფერდინანდ III|ფერდინანდ III ჰაბსბურგი]]
|საღვთო რომის იმპერატრიცა,
გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა
 
და ბოჰემიის დედოფალი,
 
ავსტრიის ერცჰერცოგინია
|-
|[[ფაილი:Carlos de Austria, infante de España.jpg|frameless|134x134პქ]]
|კარლი
|15 სექტემბერი, 1607
|30 ივლისი, 1632
|25 წლის
|
|ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი
|-
|[[ფაილი:Kardinal-Infant Ferdinand von Österreich.jpg|frameless|145x145პქ]]
|ფერდინანდი
|16 მაისი, 1609
|9 ნოემბერი, 1641
|32 წლის
|
|ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი,
კარდინალი
|-
|
|მარგარიტა
ფრანსისკა
|24 მაისი, 1610
|11 მარტი, 1617
|6 წლის
|
|
|-
|
|ალფონს
მორისი
|22 სექტემბერი, 1611
|16 სექტემბერი, 1612
|11 თვის
|
|
|}
== წინაპრები ==
 
Line 101 ⟶ 189:
==ლიტერატურა==
*Magdalena S. Sánchez, ''Pious and Political Images of a Hapsburg Woman at the Court of Philip III (1598–1621)''. in: Magdalena S. Sánchez and Alain Saint-Saëns (ed.), ''Spanish women in the golden age: images and realities''. Greenwood Publishing Group (1996).
 
* Deutsche Gesellschaft für Rassenhygiene: Archiv für Rassen- und Gesellschafts-Biologie einschließlich Rassen- und Gesellschafts-Hygiene. Band 8, S. 779 (Digitalisat)
* Societatea Academică Română: Acta historica. Band 3, Societatea Academică Română, 1959, S. 162.
Line 108 ⟶ 195:
* Magdalena S. Sánchez, Alain Saint-Saëns: Spanish women in the golden age: images and realities. Greenwood Publishing Group, 1996, S. 98.
* Colin Pendrill: Spain 1474–1700: the triumphs and tribulations of Empire. Heinemann, 2002, S. 131.
*Johann Rainer: Du glückliches Österreich heirate. Die Hochzeit der innerösterreichischen Prinzessin Margarethe mit König Philipp III. von Spanien 1598/99. Historische Landeskommission für Steiermark, Graz 1998, ISBN 3-901251-13-8.
 
{{ესპანეთის დედოფლები}}{{პორტუგალიის დედოფლები}}
[[კატეგორია:ავსტრიის ერცჰერცოგები]]