ჯიქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25:
'''ჯიქი''', '''ლეოპარდი''' ({{lang-la|Panthera pardus}}) — ძუძუმწოვარი ცხოველი [[კატისებრნი|კატისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 160 სმ, კუდისა — 110 სმ, მასა 75 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჯიქს აქვს მოყვითალო ან წითური, შავი ხალებით მოხატული სხეული. გავრცელებულია [[აფრიკა]]ში (გარდა [[საჰარა|საჰარისა]]), წინა და სამხრეთ აზიაში, [[თურქმენეთი|თურქმენეთში]], [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]], [[შორეული აღმოსავლეთი|შორეულ აღმოსავლეთში]]. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-11 წელი, ტყვეობაში — 21 წელი.<ref>{{cite book |last=Crandall |first=L |title=The management of wild animals in captivity |year=1964 |publisher=University of Chicago Press |location=Chicago |isbn= }}</ref>
 
ცხოვრობს უღრან ტყეებში. მაკეობა გრძელდება 99 დღე-ღამემდე. შობს 1-3 უსუსურ ბოკვერს. იკვებება გარეული (ზოგჯერ შინაური) ჩლიქოსნებით, იშვიათად [[მღრღნელები]]თა და [[ფრინველები]]თ. აღსანიშნავია [[ადამიანი|ადამიანზე]] თავდასხმის შემთხვევები. ჯიქის საერთო რაოდენობა არეალის მთელ ფართობზე შესამჩნევად შემცირებულია.<ref> {{ქსე|11|567|[[არჩილ ჯანაშვილი|ჯანაშვილი ა.]]|არა}}</ref>
 
[[საქართველო]]ში ჯიქი თითქმის მთლიანად მოისპო. 1950-1980 წლებში ჯიქი რეგისტრირებული იყო ყორნისის რაიონში (1950), [[ზედაზენი|ზედაზენთან]] (1954), სოფელ [[მათურა (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|მათურასთან]] (1978). 2003 წელს ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი|ვაშლოვანის ეროვნული პარკში]] საფრთხის წინაშე მყოფი [[წინააზიური ჯიქი]] ({{lang-la|Panthera Pardus tulliana}}) აღმოაჩინა.<ref name="matsne" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიქი“-დან