ელგუჯა ხინთიბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
მეცნიერის მიერ გამოვლენილია ''ვეფხისტყაოსანში'' მოაზრებული კოსმოლოგიური მოდელი: ღმერთი - > ზეციური ძალები - > ადამიანური სამყარო<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”. გვ. 115-209</ref>. ამ მოდელის დასაბუთება ჩანს სპეციფიკურ ნარკვევებში: ''ვეფხისტყაოსნის'' კრონოსი, ოტარიდი, მთვარის მოვანება.<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”.</ref>
 
ე. ხინთიბიძის მტკიცებით, ''[[Ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]]'' მსოფლმხედველობა გვიანდელი შუასაუკუნეების საზოგადოებრივ მსოფლშეგრძნებაში რენესანსული იდეების შემოტანაა, რომელთაგან განსაკუთრებით ღირესებულია აქცენტის გადატანა, ემფაზა ადამიანზე. ნდობის გამოცხადება ადამიანური ლოგიკის, ანალიტიკური აზროვნებისადმი. ამ კონცეფციის თვალსაზრისით რუსთველის მსოფლმხედველობა შუასაუკუნეებრივისა და რენესანსულის იმგვარი ჰარმონიაა, რომლის დონეზეც არ ჩანს შუასაუკუნეობრივის უარყოფა, მასში ჩანს შუასაუკუნეობრივის შევსება ახლით – რენესანსულით. მეცნიერის დასკვნით, ამქვეყნიური რეალობის ფასეულობაში დარწმუნება, ადამიანური სამყაროს სილამაზის ჭეშმარიტი შემეცნება, ადამიანური გონების, ინტელექტისადმი ნდობის გამოცხადება რუსთველის შემოქმედებაში უშუალოდ ერწყმის ტრადიციულ ქრისტიანულ იდეალს - სულის უკვდავების, კეთილი და მოწყალე შემოქმედის მარადიულობისა და სიკვდილის შემდეგ ამ უსასრულო ღვთაებასთან შერწყმის რწმენას. ესეც რენესანსული იდეების პირველი აფეთქების თავისებურებაა. ამგვარი დარწმუნება ორმაგ - ადამიანურ და ღვთაებრივ - იდეალში შინაგანი სიდიადისა და სიმშვიდის ღრმა განცდით უნდა ყოფილიყო გარემოცული. ეს მსოფლმხედველობითი თავისებურებაც უნდა განაპირობებდეს იმ დიდ პოეტურობას, რასაც ''ვეფხისტყაოსანი'' დღემდე ინარჩუნებს. ეს ეტაპი ქრისტიანული აზროვნების პროცესში ევროპული ლიტერატურული და ქრისტოლოგიური მემეკვიდრეობის დონეზე გამოვლენილი ჩანს XIII-XIV საუკუნიდან. რუსთველთან იგი საფუძველს ქრისტიანული თეოლოგიიდან იღებს, თეორიულად საბუთდება თავისებური, სპეციფიკური გზით და მხატვრულ სისტემაშია მოაზრებული.
 
ე. ხინთიბიძის დასკვნით, „''ვეფხისტყაოსანი'' მისი თანამედროვე და უშუალოდ მომდევნო თუ წინამორბედი დიდი ლიტერატურული ქმნილებებიდან ერთ–ერთი პირველთაგანია, რომელიც ყველაზე მეტი გააზრებითა და თანმიმდევრობით გამოკვეთს ახალ მსოფლშეგრძნებას – შუასაუკუნეების ტრანსცენდენტურ მსოფლმხედველობაში მოაზრებულ რომანტიკული შეფერილობის რეალისტურ ხედვას. რუსთველი ჩვენი თანამედროვე ეპოქისეული აზროვნების ახალგაზრდობაა. იგი, ცხოვრებისეულ სილამაზეს, სიძლიერეს და უმაღლეს სულიერ–ემოციურ იდეალებს მინდობილი, ოცნებობს ადამიანის ბედნიერებაზე და ამ ბედნიერებას, საუკუნო სასუფეველთან ერთად, სიკეთის ამქვეყნიურ ზეიმში და ადამიანის მიერ ადამიანის სიყვარულში ხედავს“. <ref>ე. ხინთიბიძე „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ–მსოფლმხედველობითი სამყარო", თბილისი, 2009წ. „ქართველოლოგი“ გვ. 786</ref>