დიეგო მარადონა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 125:
{{მთავარი|მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986}}
[[ფაილი:The-Hand-of-God-ka.jpg|მარჯვნივ|მინი|310პქ|მარადონას „ღმერთის ხელი“]]
[[მექსიკა]]ში ჩატარებულ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986|მსოფლიო ჩემპიონატზე]] მარადონა გუნდის კაპიტანი იყო. მან გუნდის ყველა თამაში შეუცვლელად ითამაშა; გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ ამერიკელებმა [[სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|სამხრეთი კორეა]] 3-13–1 დაამარცხეს, სამივე საგოლე გადაცემა კი მარადონას ეკუთვნის. პირველი გოლი დიეგომ მეორე ტურში, [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიის]] წინააღმდეგ (1-1) გაიტანა<ref>[http://www.fifa.com/worldcup/archive/edition=68/results/matches/match=394/report.html 1986 FIFA World Cup Mexico: Italy – Argentina]. FIFA.</ref>. ბოლო ტურში არგენტინამ [[ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბულგარეთთან]] 2-02–0 იმარჯვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.
 
მერვედფინალში არგენტინამ [[ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ურუგვაი]] 1-01–0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ინგლისს]] დაუპირისპირდა, რაც მარადონასთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩი გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დიეგომ გახსნა 51-ე წუთზე. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა რომ მან გოლი ხელით გაიტანა<ref>[http://www.youtube.com/watch?v=-ccNkksrfls Maradona 'Hand of God' Goal 1986 World Cup]. „[[იუთუბი]]“</ref>. ინგლისელი ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა მთავარმა მსაჯმა [[ალი ბინ ნასერი|ალი ბინ ნასერმა]] გოლი ჩათვალა. [[2005]] წელს, მარადონამ აღიარა რომ ბურთს ხელი განზრახ მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში „[[ღმერთის ხელი]]ს“ სახელით შევიდა<ref>[http://www.dailyrecord.co.uk/football/scotland/2008/11/18/terry-butcher-maradona-robbed-england-of-world-cup-glory-86908-20904447/ Terry Butcher: Maradona robbed England of World Cup glory] (18 ნოემბერი, 2008). Daily Record.</ref>. 4 წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს მეორე გოლი გაუტანა. პარტნიორისგან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, შემობრუნდა და დაიწყო დრიბლინგი, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა. საბოლოოდ, ბურთი ცარიელ კარში შეაგდო<ref>[http://www.youtube.com/watch?v=1wVho3I0NtU Maradona Goal of the Century - Víctor Hugo Morales commentary - Argentina-England 2-1 1986]. „[[იუთუბი]]“</ref>. [[2002]] წელს, ფიფა-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ეს გოლი „საუკუნის გოლად“ იქნა აღიარებული<ref name=voted/>.
 
ნახევარფინალში არგენტინა [[ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბელგიას]] შეხვდა და 2-02–0 დაამარცხა. ორივე გოლი მარადონას ანგარიშზეა. ფინალში, [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|დასავლეთ გერმანიას]] დაუპირისპირდა. მეტოქემ მას ორმაგი მეურვეობა მიუჩინა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და საგოლე გადაცემა გაუკეთა [[ხორხე ბურუჩაგა]]ს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩი, რომელიც არგენტინამ 3-23–2 მოიგო, „[[აცტეკა]]ზე“ ჩატარდა და 115,000 მაყურებელი დაესწრო<ref name="Diego">[http://www.fifa.com/tournaments/archive/worldcup/mexico1986/index.html "Maradona lights up the world – with a helping hand"]. FIFA.com.</ref><ref>[http://sportsillustrated.cnn.com/vault/article/magazine/MAG1064996/index.htm?eref=sisf "Tango Argentino!"]. Sports Illustrated.</ref>.
 
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მარადონა კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბევრი მიიჩნევდა რომ მან ჩემპიონობა მარტომ მოიგო<ref name="autogenerated1">[http://www.goal.com/en/news/1863/world-cup-2010/2010/06/10/1968349/castrol-world-cup-legends-diego-maradona-1986l WorldCup Legends: Maradona]. Goal.com</ref><ref>[http://www.fifa.com/mm/document/afdeveloping/technicaldevp/50/09/00/fwc_mexico_1986_en_part4_279.pdf Argentina's Road to the World Title] FIFA. გვ. 43</ref><ref>[http://www.fifa.com/worldcup/archive/southafrica2010/awards/goldenball/previouswinners.html "Adidas Golden Ball Winners" from]. FIFA.com</ref><ref>[http://www.fifa.com/newscentre/news/newsid=76134.html Pelé and Maradona – two very different number tens]. FIFA.com</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიეგო_მარადონა“-დან