მარია ალექსანდრეს ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 26 აპრილი}}
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = მარია ალექსანდრეს ასული
Line 23 ⟶ 22:
|რელიგია = ჯერ [[ლუთერანიზმი]]<br/>შემდეგ [[მართლმადიდებლობა]]
}}
'''მარია ალექსანდრეს ასული''' ({{lang-ru|Мария Александровна}}), დაბ. '''მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია ფონ ჰესენ-დარმშტადტი''' ({{lang-de|Maximiliane Wilhelmine Auguste Sophie Marie von Hessen-Darmstadt}}; დ. [[8 აგვისტო]], [[1824]], [[დარმშტადტი]], [[ჰესენი]], [[გერმანიის კონფედერაცია]] — გ. [[3 ივნისი]], [[1880]], [[ზამთრის სასახლე (სანქტ-პეტერბურგი)|ზამთრის სასახლე]], [[სანქტ-პეტერბურგი]], [[რუსეთის იმპერია]]) — ჰესენ-დარმშტადტელთა დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1855-80 წლებში როგორც [[ალექსანდრე II]]-ის პირველი ცოლი. რუსეთის იმპერატორ [[ალექსანდრე III]]-ის დედა და რუმინეთის დედოფალ [[მერი ედინბურგელი|მერი ედინბურგელის]] ბებია.
 
== ბიოგრაფია ==
Line 35 ⟶ 34:
 
=== იმპერატრიცა ===
1838 წელს, რუსეთის ტახტის მემკვიდრე, დიდი მთავარი ალექსანდრე ნიკოლაევიჩი გერმანიაში მოგზაურობისას ჰესენის პრინცესა მაქსიმილიანას შეხვდა, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა და მასზე დაქორწინება მოისურვა. ამის შემდეგ, მალევე დაიდო საქორწინო კონტრაქტი, რის შემდეგაც მაქსიმილიანა პეტერბურგში ჩავიდა, მართლმადიდებლობაზე მოინათლა, სახელად მარია ალექსანდროვნა დაერქვა და რუსეთის დიდი მთავრის წოდებაც მიენიჭა. მათ საკმაოდ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ და უამრავი შვილიც შეეძინათ. ქორწინების პირველი ოცი წლის განმავლობაში მისი მამამთილი, [[ნიკოლოზ I]] მეფობდა, რომელიც 1855 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ქმარი [[ალექსანდრე II]] ავიდა, მარია კი სრულიად რუსეთის იმპერატრიცა ხდება, რომლის კორონაციაც ამავე წლის 7 სექტემბერს შედგა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა თავის ცოლს, მას უამრავი საყვარელი და უკანონო შვილი ჰყავდა. ყოველივე ეს მარიას ღრმა დეპრესიაში აგდებდა, რამაც უამრავ მშობიარობასთან ერთად ბოლო მოუღო მის ჯანმრთელობას. ამავდროულად იგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა დიდი ბრიტანეთის დედოფალ [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|ვიქტორიას]], რომელსაც იგი საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგ ალფრედ ედინბურგელის გამო ედავებოდა. ვიქტორიას თავისი საყვარელი შვილიშვილის, პრინცესა [[ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ II-ის მეუღლე)|ალისა ჰესენელის]] (შემდგომში რუსეთის იმპერატორ [[ნიკოლოზ II]]-ის მეუღლე ალექსანდრა ფეოდოროვნა) დაქორწინება სურდა ალფრედზე, მარიას კი თავისი ქალიშვილის, მარია ალექსანდროვნასი. საბოლოოდ, ვინაიდან ალისა და ალფრედი ერთმანეთის უახლოესი ნათესავები იყვნენ (ორივე ვიქტორიას შვილიშვილები), გადაწყდა, ალფრედისა და მარია ალექსანდროვნას ქორწინება.
 
იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ყოველთვის გამორჩეულად ახლო და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავის ძმასთან, ჰესენის დიდ ჰერცოგ ალექსანდრესთან. მათ, თავიანთი ჰესენ-რუსეთის კავშირის გასამყარებლად მარია ალექსანდროვნას ვაჟი, დიდი მთავარი სერგეი ალექსანდროვიჩი დააქორწინეს ალექსანდრეს ასულ ვიქტორიაზე. შემდგომში ეს კავშირი კიდევ უფრო გამყარდა მარიას შვილიშვილ ნიკოლოზ II-ისა და ალისა ჰესენელის ქორწინებითაც.
 
=== ჯანმრთელობა და გარდაცვალება ===
1863 წელს, უკვე ჯანმრთელობა შერყეული მარია ალექსანდროვნა [[ტუბერკულიოზი|ტუბერკულიოზით]] დაავადდა. ექიმებმა გამოსაჯანმთელებლად შედარებით უფრო ტენიან ადგილას დასვენება ურჩიეს, რის გამოც იმპერატრიცა 1864 წელს ბავარიაში ჩავიდა, სადაც იგი შეხვდა ბავარიის მეფე [[ლუდვიგ II (ბავარია)|ლუდვიგ II]]-ს. კურორტზე დასვენებისას ორი მონარქი ძალიან დაახლოვდა, რის გამოც, რუსეთში დაბრუნების შემდეგ მარია ალექსანდროვნასა და ლუდვიგს ერთმანეთთან აქტიური მიმოწერა ჰქონდათ. ამას საიმპერატორო კარზე უამრავი ეჭვი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რის გამოც მან ბავარიის მეფესთან კავშირი სამუდამოდ გაწყვიტა.
 
მისი ქმრის გაუთავებელი ღალატისა და უფროსი ვაჟის ნაადრევად გარდაცვალებამ ძირი გამოუთხარა მარია ალექსანდროვნას ისედაც სუსტ ჯანმრთელობას. უკიდურესად დასუსტებული იმპერატრიცა 1880 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა, 55 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში. მისი დაღუპვიდან მალევე მისი ქმარი მალევე დაქორწინდა თავის საყვარელზე, თუმცა იმპერატორი ალექსანდრე II მარიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 1881 წელს გარდაიცვალა, ტახტზე კი მათი ვაჟი, [[ალექსანდრე III]] ადის.
 
== შვილები ==
Line 87 ⟶ 86:
(21 წლის)
|რუსეთის დიდი მთავარი და ტახტის მემკვიდრე. დანიშნული იყო დანიისა და
ნორვეგიის მეფე [[კრისტიან IX |კრისტიან IX]]-ის ასულ დაგმარ დანიელზე (რომელიც შემდგომში მის
 
ძმაზე დაქორწინდა), თუმცა ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.
Line 102 ⟶ 101:
(49 წლის)
|რუსეთის იმპერატორი 1881-94 წლებში. ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის
მეფე კრისტიან IX-ის ასული [[მარია თედორეს ასული (ალექსანდრე III-ის მეუღლე)|დაგმარ დანიელი]], რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა,
 
მათ შორის მომავალი იმპერატორი [[ნიკოლოზ II]].
|-
|ვლადიმირი
Line 155 ⟶ 154:
დიდი მთავარი ვიქტორია, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა ალექსანდრა და
 
ესპანეთის დედოფალ [[ისაბელ II (ესპანეთი)|ისაბელ II]]-ის შვილიშვილის, გალიერას ჰერცოგ ალფონსოს
 
მეუღლე ბეატრისი.
Line 169 ⟶ 168:
 
(47 წლის)
|რუსეთის დიდი მთავარი. მონაწილეობდა [[რუსეთ-თურქეთის ომი|რუსეთ-თურქეთის ომში]]. ცოლად შეირთო
დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი ელიზაბეთ ჰესენელი, თუმცა
 
Line 190 ⟶ 189:
 
(58 წლის)
|რუსეთის დიდი მთავარი. პირველად იქორწინა საბერძნეთის მეფე [[გეორგიოს I]]-ის ასულ
ალექსანდრაზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი
 
Line 203 ⟶ 202:
 
== ლიტერატურა ==
* Banks, ECS. Road to Ekaterinburg: Nicholas and Alexandra's Daughters 1913–1918. SilverWood Books 2012. ISBN 978-1-78132-035-8
* Cowles, Virginia. The Romanovs. Harper & Ross, 1971. ISBN 978-0-06-010908-0
* Gilbert, Paul. My Russia: The Children's Island, Alexander Park, Tsarkoye Selo. Published in Royal Russia: a Celebration of the Romanov Dynasty & Imperial Russia in Words & Photographs. No 4. Gilbert's Books, 2013. ISBN 978-1-927604-04-5
* Gilbert, Paul. Alexander II and Tsarkoe Selo. Published in Royal Russia Annual: a Celebration of the Romanov Dynasty & Imperial Russia in Words & Photographs. No 2. Gilbert's Books, 2012. ISBN 978-0986531095
* King, Greg. Livadia in the Reign of Alexander II. Published in Imperial Crimea: Estates Enchanment & The Last of the Romanovs. CreateSpace Independent Publishing Platform, 2017.ISBN 978-1981436828
* Korneva, Galina & Cheboksarova, Tatiana. Russia & Europe: Dynastic Ties . Eurohistory, 2013. ISBN 978-0-9854603-2-7
* Markelov I.I. Memories of 1839. The first meeting of Emperor Alexander II and the Empress Maria Alexandrovna. Russian Antiquity., 94, №4 .. - 1898. - 19-22 p.
* Montgomery-Massingberd, Hugh. Burke's Royal Families of the World: Volume I Europe & Latin America, 1977, pp. 212-215, 474-476. ISBN 0-85011-023-8
* Nelipa, Margarita. Alexander III His Life and Reign. Gilbert's Books, 2014. ISBN 978-1-927604-03-8
* Radzinsky, Edvard. Alexander II: The Last Great Tsar. Free Press, 2006 . ISBN 978-0743284264
* Tiutcheva, Anna Feodorovna. At the court of two Emperors. Moscow, Novosti. 1990.
* Van der Kiste, John. The Romanovs 1818–1959. Sutton Publishing, 1999. ISBN 0-7509-2275-3.
* Zeepvat, Charlotte. Heiligenberg: Our Ardently Loved Hill. Published in Royalty Digest. No 49. July 1995.
* Zeepvat, Charlotte. The Camera and the Tsars, Sutton Publishing, 2004. ISBN 0-7509-3049-7.
* Zeepvat, Charlotte. Romanov Autumn:Stories from the last century of Imperial Russia. Sutton Publishing, 2000. ISBN 9780750923378
 
{{რუსეთის მონარქების მეუღლეები}}{{პოლონეთის დედოფლები}}