პალიასტომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 188.169.205.155 ცვლილებების გაუქმება (№3666285). Blanking (SWMT)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 29:
|სქოლიო =
|ვიკისაწყობი =
}}
'''პალიასტომი''' — გამდინარე ტბა [[ოდიშ-გურიის დაბლობი|ოდიშ-გურიის დაბლობზე]], ქალაქ [[ფოთი|ფოთთან]], სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე [[ფიჩორი (მდინარე)|ფიჩორი]], გამოედინება მდინარე [[კაპარჭინა (მდინარე)|კაპარჭინა]]. მაღალი დონე იცის [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], ზაფხულსა და [[შემოდგომა]]ზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია [[ივლისი|ივლის]]-[[აგვისტო]]ში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი [[ქარი|ქარების]] გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში [[გაძგიფვა|გაძგიფულია]] და ჩნდება ყინულნაპირისი.
 
==ეტიმოლოგია==
გიორგი გამყრელიძის აზრით სიტყვა პალიასტომი შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან "პალიას" (ძველი) და "სტომა" (ციხე-სიმაგრე). ე.ი. ძველი ციხე-სიმაგრე.
 
==ისტორია==
[[1924|1924 წელს]] ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო [[1933]] წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა.
 
იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის [[კოლხეთის ნაკრძალი| კოლხეთის ეროვნული პარკის]] შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
 
==ლეგენდა==
ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ აღწერილი აქვს [[ეგნატე ნინოშვილი|ეგნატე ნინოშვილს]] 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“:
 
{{ციტატა|ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს}}
 
==სხვადასხვა==
*პალიასტომის ტბის შესახება დაწერილია [[ეგნატე ნინოშვილი]]ს 1891 წლის მოთხრობა „პალიასტომის ტბა“
*ამავე მოთხრობის მიხედვით [[1963]] წელს გადაღებულია ფილმი „[[პალიასტომი (ფილმი)|პალიასტომი]]“
 
==გალერეა==
<gallery>
ფაილი:Paliastomi lake in VI century.jpg|პალიასტომის ტბა VI საუკუნეში
ფაილი:Paliastomi lake in XVI century.jpg|პალიასტომის ტბა XVI საუკუნეში
ფაილი:Paliastomi lake in 1882 year.jpg|პალიასტომის ტბა 1882 წელს
ფაილი:Paliastomi mdebareoba.gif|პალიასტომის ტბის რუკა
</gallery>
 
==ლიტერატურა==
{{commonscat|paliastomi}}
{{ქსე|7|652|აფხაზავა ი.}}
* Н. И. Шафранов, «Образование Палеостома и истока его Капар-чая», Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа. Выпуск 2. 1881г.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://lib.ge/body_text.php?6787 ეგნატე ნინოშვილის პალიასტომის ტბა]
*[http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=181 ფილმი „პალიასტომი“]
 
{{საქართველოს წყლის რესურსები}}
 
==ვინც ამას კითხულობს დებილია. ჰა ჰა ჰა==
[[კატეგორია:სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტბები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პალიასტომი“-დან