ელისაბედ ალექსანდრეს ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 24 აპრილი}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ელისაბედ ალექსანდროვნა
|სურათი = Elizaveta Alexeevna by Kügelgen (1800s, Winnyzja).jpg
ხაზი 20:
|რელიგია = ჯერ [[ლუთერანიზმი]]<br/>შემდეგ [[მართლმადიდებლობა]]
}}
'''ელისაბედ ალექსანდრეს ასული''' ({{lang-ru|Елизавета Алексеевна}}), დაბ. '''ლუიზა მარია ავგუსტა ბადენელი''' ({{lang-de|Luise Marie Auguste von Baden}}; დ. [[24 იანვარი]], [[1779]], [[კარლსრუე]], [[ბადენი]], [[გერმანია]] — გ. [[16 მაისი]], [[1826]], [[ტულის ოლქი|ბელიოვი, ტულა]], [[რუსეთი]]) — [[ცერინგენები|ცერინგენების]] დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1801-25 წლებში როგორც [[ალექსანდრე I]]-ის მეუღლე.
 
მისი დაბადების თარიღი ლუიზა იყო, მისი მშობლები კი ბადენის პრინცი კარლ ლუდვიგი და მისი მეუღლე, ლანდგრაფინია ამალია ჰესენ-დარმშტადტელი იყვნენ. იგი კარლსრუეს სამეფო კარზე ჩაკეტილად იზრდებოდა თავისი ბაბუის, მარკგრაფ [[კარლ ფრიდრიხ ფონ ბადენი|კარლ ფრიდრიხის]] ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში.
 
1792 წელს პრინცესა ლუიზა რუსეთში ჩავიდა, სადაც შეხვდა იმპერატრიცა [[ეკატერინე II]]-ს, რომელმაც იგი თავის უფროს შვილიშვილ ალექსანდრე პავლოვიჩზე დააქორწინა. ქორწინების წინ იგი მართლმადიდებლობაზე მოექცა და ელისაბედ ალექსანდროვნას სახელი მიიღო. მათი ქორწინება 1793 წლის 28 სექტემბერს შედგა, როცა სასიძო 15-ის, ხოლო საპატარძლო 14-ის იყო. აღსანიშნავია, რომ მათი ქორწინება ბედნიერი იყო. ელისაბედ ალექსანდროვნა ლამაზი, თუმცა მორცხვი და ჩაკეტილი იყო. წყვილს მხოლოდ ორი გოგონა შეეძინათ, რომლებიც ჩვილობაშივე დაიღუპნენ. მისი მამამთილის, [[პავლე I]]-ის მმართველობისას იგი ქმარს მეტი პოლიტიკური აქტიურობისაკენ მოუწოდებდა, ხოლო როცა იმპერატორი მოკლეს მისი დამსახურებით შეძლო ალექსანდრე I-მა ტახტზე ასვლა, რადგანაც ტახტის მიტაცება მის დედამთილს სურდა.
 
როგორც იმპერატორის მეუღლეს, ელისაბედს დიდი როლი ეკავა სამეფო კარისა და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა რუსეთის პირველი ქალბატონი კვლავ მისი დედამთილი [[მარია თეოდორეს ასული|მარია ფეოდოროვნა]] იყო, რომელიც მის დაჩრდილვას ყველანაირად ცდილობდა. მიუხედავად ამისა და ალექსანდრეს პერიოდული რომანებისა, საიმპერატორო წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობდა. ელისაბედი რუსებში არც ისე დიდი სიყვარულით სარგებლობდა, რადგან მასაც დიდად გულზე არ ეხატებოდა რომანოვები. ნაპოლეონის შემოჭრების დროსაც კი, მას არანაირი პოლიტიკური გავლენა არ ჰქონდა და ყველაფერს მისი დედამთილი აკონტროლებდა. იგი მხოლოდ 1814 წელს გამოჩნდა, რომლის მოწოდებითაც მიიღო მონაწილეობა იმპერატორმა ვენის კონგრესში. რამდენიმე წლიანი განშორების შემდეგ, 1820 წელს ელისაბედი და ალექსანდრე შერიგდნენ. 1824 წელს ისინი კვლავ ბედნიერი და ახალგაზრდა წყვილი იყო, თუმცა 1825 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმა, [[ნიკოლოზ I]] ავიდა. ქმრის გარდაცვალებიდან ხუთ თვეში, 1826 წელს ელისაბედ ალექსანდროვნა გარდაიცვალა.
 
== ბადენის პრინცესა ==
ხაზი 32:
ლუიზა დაიბადა 1779 წლის 24 იანვარს კარლსრუეში, ბადენის მარკსაგრაფოში. იგი იყო ცერინგენების დინასტიის წარმომადგენლის, ბადენის პრინც კარლ ლუდვიგისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ასული. დაბადებისას იგი ძალიან სუსტი იყო, ამიტომაც ექიმებმა მის მშობლებს განუცხადეს, რომ გოგონა დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა და სასწრაფოდ უნდა მოენათლათ, თუმცა იგი მალე მოძლიერდა.
 
ლუიზა ძალიან ჩაკეტილად იზრდებოდა, მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. იგი განსაკუთრებით დედას ჰგავდა, რომელთანაც პირადული სახის წერილებს სიცოცხლის ბოლომდე აგზავნიდა. მან საკმაოდ გააზრებული და მკაცრი განათლება მიიღო ბადენის სამეფო კარზე. მას თავისუფლად შეეძლო საუბარი გერმანულად და ფრანგულად, ასევე კარგა იცოდა ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია, არითმეტიკა და ლიტერატურა. ბადენსა და საფრანგეთს შორის არსებულმა გეოგრაფიულმა სიახლოვემ განაპირობა ის, რომ იგი კარგად გაეცნო დახვეწილ ფრანგულ კულტურასა და მანერებს. მთელმა მისმა ბავშვობამ ბაბუამისის, ბადენის მარკგრაფ [[კარლ ფრიდრიხ ფონ ბადენი|კარლ ფრიდრიხის]] მმართველობის ხანაში განვლო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი ძალიან მდიდარი იყო, ისინი მომჭირნედ და მოკრძალებულად ცხოვრობდნენ.
[[ფაილი:Elizaveta Alexeevna with roses by Vigee-Le Brun (1795, Hermitage).jpg|მინი|350x350პქ|ლუიზა ბადენელი 1795 წელს]]
რუსეთის იმპერატრიცა [[ეკატერინე II]] თავისი უფროსი შვილიშვილის, დიდ მთავარ [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე პეტროვიჩისათვის]] საცოლის ძიება გერმანიაში დაიწყო. თავად ეკატერინეც გერმანელი იყო, რამაც განაპირობა ის, რომ მისი რძალიც და მისი შვილიშვილების ცოლებიც და ქმრებიც გერმანელები იყვნენ. შესაძლოა ითქვას, რომ იგი ყველანაირად ცდილობდა რუსების გერმანელებთან დაახლოებას. თავდაპირველად, პრუსიის დედოფლის რეკომენდაციით ეკატერინემ ალექსანდრეს საცოლედ ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი შეარჩია, რომელსაც რუსებმა უკვე ნატალია ალექსიევნაც კი შეარქვეს, თუმცა მოულოდნელად მან უარი განაცხადა რუსეთში გათხოვებაზე და შვედეთის მეფეს გაჰყვა ცოლად. ამის შემდეგ ეკატერინემ თავისი არჩევანი ბადენის პრინცესებზე — ლუიზასა და [[ფრედერიკა ბადენელი|ფრედერიკაზე]] შეაჩერა, რომლებიც 1792 წელს დიდი ამალით ჩავიდნენ პეტერბურგში.
 
იმპერატრიცა პირველივე ნახვისთანავე მოიხიბლა ულამაზესი, მომხიბვლელი და უმანკო ლუიზათი. ლუიზამ თავისი ტანადობითა და მომხიბვლელობით მალევე მოხიბლა ალექსანდრეც. თავდაპირველად დიდი მთავარისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთ მშვენიერ საცოლესთან შეხვედრა, ძალიან გამოუცდელი იყო და არ იცოდა როგორ მოქცეოდა მას, თუმცა მალე მათ შორის არსებული ბარიერი გადალახეს და დაახლოვდნენ. ლუიზამ თავიდან ალექსანდრეს ასეთი რამ მისწერა:
ხაზი 54:
{{ციტატა|ჩემი ქმრის გარეშე, რომელიც მავიწყებს ჩემს მარტოსულობას და მაბედნიერებს, ბოროტი თვალები ათასჯერ მომკლავდნენ.}}
 
ქორწინების პირველი წელი შედარებით ბედნიერი იყო, თუმცა ეკატერინე II-მ მას იმედი გაუცრუა, როდესაც იგი საერთოდ არ სტუმრობდა და ელაპარაკებოდა მას. 1796 წლის ნოემბერში, ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ელისაბედის მამამთილი, იმპერატორი [[პავლე I]] ადის, მისი ქმარი კი ტახტის პირველი მემკვიდრე ხდება. ამის შემდეგ საიმპერატორო კარზე აღვირახსნილობა და ინტრიგები კიდევ უფრო გაიზარდა, რის გამოც, პროტესტის ნიშნად ელისაბედმა უარი განაცხადა პავლეს კარზე ცხოვრებაზე და სასახლე დატოვა. მას აბსოლუტურად არ მოსწონდა მისი მამამთილი და მისი ფლიდი ხასიათის გამო არასდროს ემორჩილებოდა.
[[ფაილი:Elizabeth Alexeevna by Jean Henri Benner in mourning.jpg|მინი|292x292პქ|ელისაბედ ალექსანდროვნა 1800 წელს, შვილის დაღუპვის შემდეგ, შესრულებულია ჟან ანრი ბენერის მიერ]]
აქედან მოყოლებული, ელისაბედის ქორწინებაში ბზარები გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ალექსანდრე სულაც არ ყოფილა რომანტიკული ბუნების მქონე მამაკაცი, მეტიც, იგი თავის ცოლს გამუდმებით აიგნორებდა. ამრიგად, ელისაბედ ალექსანდროვნამ სულიერი სიმშვიდე ახალ მეგობართან იპოვნა, რომელიც მშვენიერი გრაფინია გოლოვინა იყო. მოგვიანებით მან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო ალექსანდრეს საუკეთესო მეგობართან, პოლონელ პრინც ადამ ჩარტორსკთან. მათი ასეთი ურთიერთობა სამი წელი გაგრძელდა.
ხაზი 63:
== რუსეთის იმპერატრიცა ==
[[ფაილი:Elizaveta Alekseevna, by Jean-Laurent Mosnier.jpg|მარცხნივ|მინი|396x396პქ|იმპერატრიცა ელისაბედ ალექსანდროვნა 1805 წელს, შესრულებულია ჟან ლორენ მოსნიეს მიერ]]
1801 წლის 24 მარტს იმპერატორი პავლე I მოკლეს. წესით ტახტზე ალექსანდრე უნდა ასულიყო, თუმცა ელისაბედმა კარგად იცოდა რუსეთის ისტორია და ისიც, რომ წარსულში მოკლული იმპერატორების ცოლებს ხშირად მოუწყვიათ სახელმწიფო გადატრიალება ტახტზე ასასვლელად. ასე ავიდა ტახტზე ეკატერინე II-ც, რასაც ელისაბედის დედამთილი, [[მარია თეოდორეს ასული|მარია ფეოდოროვნაც]] ცდილობდა, თუმცა ელისაბედმა დიდგვაროვნები გადაიბირა და ტახტზე [[ალექსანდრე I]] ავიდა.
 
როდესაც ალექსანდრე იმპერატორი გახდა, ელისაბედ ალექსანდროვნა მას მოუწოდებდა მამის სიკვდილით მიღებული ტრავმა დაევიწყებინა და რუსეთისთვის ემსახურა. როგორც შთაგონებული კონსორტი, ელისაბედი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეფო კარის საქმიანობაში და შესანიშნავად ასრულებდა თავის წარმომადგენლობით მოვალეობას, თუმცა იმპერიის პირველ ქალად კვლავ მისი დედამთილი დარჩა. ოფიციალური მოვლენებისას იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა იმპერატორ ალექსანდრეს გვერდით მიჰყვებოდა, ელისაბედი კი იძულებული იყო მათ უკან გაჰყოლოდათ ხოლმე.
ხაზი 71:
საბოლოოდ, ამ რომანის შემდეგ ალექსანდრემ გაანეიტრალა ელისაბედისა და ადამის სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა სულ მალე იმპერატრიცას ახალი ფავორიტი გამოუჩნდა, რომელიც საკმაოდ მომხიბვლელი კაპიტანი ალექსი ოხოტნიკოვი იყო. ყველა ის წერილი და დღიური, სადაც ალექსისა და ელისაბედის სასიყვარულო მომოწერაზეა საუბარი, შემდგომში მისი მაზლის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მიერ იქნა განადგურებული.
[[ფაილი:Oleszkiewicz Apotheosis of Empress Elizabeth.jpg|მინი|317x317პქ|იმპერატრიცა ელისაბედის აპოთეოსი, შესრულებულია 1813 წელს იოზეფ ოლეშკიევიჩის მიერ, ინახება პოლონეთის ნაციონალურ მუზეუმში, ვარშავაში]]
ოხოტნიკოვის საქმეს ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. შორეულ ლაშქრობებში პატრიოტ კაპიტანს ტუბერკულიოზი შეეყარა და 1807 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემდგომში გავრცელდა ჭორები, რომ იგი ალექსანდრე I-ის, ან მისი ძმის, დიდ მთავარ კონსტანტინეს დაკვეთით მოწამლეს. ამ საქმის გამოძიება XX საუკუნეში სცადა [[ნიკოლოზ II]]-ის ისტორიოგრაფმა, თუმცა ვერაფერს მიაგნო, რადგან ყველა დოკუმენტი და წყარო განადგურებული იყო და ოხოტნიკოვის სახელი მხოლოდ ლეგენდადღა იღო შემორჩენილი.
 
1806 წლის 16 ნოემბერს ელისაბედმა მეორე ქალიშვილი გააჩინა. ვინაიდან მეორე ბავშვის დაბადებაც იმპერატრიცას რომანს დაემთხვა, ცხადია იყო ჭორები, რომ ბავშვი ალექსანდრეს კი არა ოხოტნიკოვის იყო. ალექსის გარდაცვალების შემდეგ ელისაბედი უფრო მარტოსული იყო, ვიდრე ოდესმე. მან თავის გოგონას თავისი სახელი დაარქვა. დაბადებიდან თხუთმეტი თვის შემდეგ პატარა გოგონა გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიით, იგი უცნობმა ინფექციამ იმსხვერპლა. ამის შემდეგ, ელისაბედმა დედამისს ასეთი რამ მისწერა:
ხაზი 79:
ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორი თავის ცოლს დაუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ჯერ მხოლოდ 30 წლის იყო, მათ ორივეს მემკვიდრის გაჩენის იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ.
 
[[ნაპოლეონი|ნაპოლეონის]] [[ნაპოლეონის ომები|ომების]] დროს, ელისაბედ ალექსანდროვნა თავისი ქმრის საიმედო პოლიტიკური მოკავშირე იყო. ნაპოლეონის დაცემის შემდგომ, იგი გაჰყვა ალექსანდრეს და 1814-15 წლებში დაესწრო [[ვენის კონგრესი|ვენის კონგრესს]], სადაც იგი თავის პირველ საყვარელს, ადამ ჩარტორსკის შეხვდა. ადამმა აპატია მისი რომანი ოხოტნიკოვთან და მათ კვლავ გააბეს რომანი, თუმცა ამჯერად ხანმოკლე, რომელიც კონგრესთან ერთად დასრულდა.
 
== უკანასკნელი წლები ==
ხაზი 87:
"ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ხანდახან ჩემთვის ვფიქრობ, რომ რეალურად იმპერატრიცა კი არა, ალექსანდრეს საყვარელი ვარ, ან თითქოს ფარულად ვიქორწინეთ..."
 
1825 წელს ელისაბედ ალექსანდროვნას ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. მას ფილტვების ანთება და ნერვული აშლილობა დაეწყო, რის გამოც, ექიმებმა უფრო ცხელ, სამხრეთულ ადგილებში დასვენება ურჩიეს. ამრიგად, საიმპერატორო წყვილი [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] პირას მდებარე მოკრძალებულ ტოგანგოს სასახლეში დაბინავდა. ისინი აქ ძალიან ბედნიერნი იყვნენ თავიანთი ინტიმური სიახლოვითა და სიტუაციის სიმარტივით, სადაც არც ინტრიგები იყო და არც უამრავი ბოროტი თვალი. 1825 წლის 17 ნეომბერს, გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო ალექსანდრე ყირიმში გადავიდა, სადაც ტიფი შეეყარა, დეკემბერში კი იგი თავის ცოლს ჩააკვდა ხელებში. ელისაბედ ალექსანდროვნამ მისი დაკარგვა უკიდურესად განიცადა, რა დროსაც თავის დედას მისწერა:
 
"მე არ მესმის, მე არ მესმის ჩემი ბედის... რა უნდა გავაკეთო... ჩემი სურვილი მასთან ყოფნაა, მე მთლიანად მას ვეკუთვნი, მთელი ჩემი ცხოვრება, მე ის მიყვარდა, ახლა კი ასე ადვილად უნდა დავთმო?"
 
იმპერატორის ცხედარი პეტერბურგში გადაასვენეს, სადაც მას ახლა უკვე ქვრივი იმპერატრიცაც გაჰყვა და მის დაკრძალვას დაესწრო. ვინაიდან მათ შვილები არ ჰყავდათ, ტახტზე ალექსანდრეს ძმა, იმპერატორი [[ნიკოლოზ I]] ავიდა, რომელმაც რძალს სამეფო სასახლეში ყველანაირი კომფორტი შეუქმნა, თუმცა უსაზღვრო დარდისგან ელისაბედი კიდევ უფრო დაავადდა. მან ისევ ტოგანგოში დაბრუნება მოისურვა, სადაც ბოლოს იყო ალექსანდრესთან ერთად. ნიკოლოზმა მას უარი ვეღარ უთხრა, თუმცა თან ექიმები გააყოლა. გზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა და პეტერბურგიდან დიდად შორს ვერ წავიდა, ამიტომაც იძულებული გახდა ბელიოვში, ტულას რეგიონში შეჩერებულიყო, სადაც იგი 1826 წლის 16 მაისს, დილის 04:30 საათზე, სასახლის დამლაგებელმა ქალმა იმპერატრიცა ელისაბედ ალექსანდროვნა თავის საწოლში გარდაცვლილი იპოვნა. როგორც ექიმებმა დაასკვნეს, მისი გარდაცვალების მიზეზი [[გულის მწვავე უკმარისობა|გულის უკმარისობა]] გახდა. იგი ამ დროს მხოლოდ 47 წლის იყო. ელისაბედი პეტერბურგში გადაასვენეს და ალექსანდრეს გვერდით დაკრძალეს.
 
== შვილები ==
ხაზი 100:
 
== ლიტერატურა ==
* Bergamini, John. The Tragic Dynasty: A History of The Romanovs. Konecky&Konecky. ISBN 1-56852-160-X
* Lincoln, W. Bruce. The Romanovs: Autocrats of All the Russias. Anchor. ISBN 0-385-27908-6.
* Rey, Marie-Pierre. Alexander I: The Tsar Who Defeated Napoleon. Northern Illinois University Press. ISBN 0875804667
* Troyat, Henri. Alexander of Russia. E.P Dutton, Inc. ISBN 0-525-24144-2
* Troyat, Henri. Catherine the Great. Plume. ISBN 0-452-01120-5
 
{{რუსეთის მონარქების მეუღლეები}}{{პოლონეთის დედოფლები}}