მიხალ სენძივოი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Nino FZ|Nino FZ]]|2=2019 წლის 19 აპრილი}}
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''მიხალ სენძივოი''' ({{lang-pl|Michał Sędziwój}}), ასევე ცნობილი, როგორც '''სენძივოგიუსი''' ({{lang-la|Sendivogius}}; დ. [[1566]] — გ. [[1636]]) — [[პოლონელები|პოლონელი]] [[ეზოთერიკა|ეზოთერიკოსი]], მედიკოსი და ალქიმიკოსი. [[ალექსანდრე სეტონი]]ს მოსწავლე და მისი შრომების გამომცემელი.
 
==ბიოგრაფია ==
[[XVI საუკუნე|XVI]] და [[XVII საუკუნე]]ები [[ევროპა]]ში [[ალქიმია|ალქიმიის]] უდიდესი აყვავების ხანაა. ალქიმიკოსად წოდებული ურიცხვი მეცნიერი, [[არისტოტელე]]ს მოძღვრების საფუძველზე ცდილობდა ეპოვა [[რკინა|რკინისა]] და [[სპილენძი]]ს მსგავსი არაკეთილშობილი ლითონების კეთილშობილ [[ვერცხლი|ვერცხლად]] და [[ოქრო]]დ გარდაქმნის ხერხი. იმ დროს ყველგან სჯეროდათ იდუმალი ნივთიერების არსებობისა, რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ასეთი გარდაქმნა. ამ ნივთიერებას [[ფილოსოფიური ქვა|ფილოსოფიურ ქვას]] უწოდებდნენ.
იმ დროს ყველგან სჯეროდათ იდუმალი ნივთიერების არსებობისა, რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ასეთი გარდაქმნა. ამ ნივთიერებას ფილოსოფიურ ქვას უწოდებდნენ.
 
ალქიმიკოსებს შორის ჩვეულებრივი თაღლითებიც ერია. ისინი ოსტატურად აკეთებდნენ ათასნაირ ფოკუსს - აჩვენებდნენ ორმაგფსკერიან ჭურჭელს, [[ვერცხლისწყალი|ვერცხლისწყალში]] ხსნიდნენ ოქროს და სხვა. ამ ადამიანებს თავი ისე ეჭირათ, თითქოს უკვე ამოეცნოთ ფილოსოფიური ქვის საიდუმლო. და ახლა ყველას თვალწინ ძვირფასი ლითონის ზოდებს იღებენ. მიამიტი მაყურებლები, რომლებლაც ალქიმიკოსები [[ფილოსოფიური ქვა|ფილოსოფიური ქვის]] საიდუმლოს გამხელას ჰპირდებოდნენ, ხშირად მარჯვე თაღლითებს გამდიდრების საშუალებას აძლევდნენ. ალქიმიით ხომ მთავრები მეფეებიც იყვნენ დაინტერესებულნი. სამაგიეროდ, თუკი ალქიმიკოსს თაღლითობაში ამხელდნენ, მას სახრჩობელა ელოდა და თანაც, როგორც ადათი მოითხოვდა, მოვარაყებული სახრჩობელა. მაგრამ თაღლითების გვერდით იყვნენ ალქიმიკოსები, რომელთაც შეიძლება ჭეშმარიტი მეცნიერები ვუწოდოთ. მართალია, უწინარეს ყოვლისა, ისინიც ლითონების გარდაქმნის ხერხებს ეძებდნენ, მაგრამ სერიოზული და სისტემატური მუშაობის შედეგად ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. სწორედ ასეთი მეცნიერი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული [[პოლონელები|პოლონელი]] ალქიმიკოსი მიხალ სენძივოი. მან დაამუშავა ბევრი მჟავის, ლითონისა და მარილის მიღების, აგრეთვე სხვადასხვა ნაერთის ამოცნობის ხერხი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხალ_სენძივოი“-დან