თეოდორ უილიამ რიჩარდსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Nino FZ|Nino FZ]]|2=2019 წლის 14 აპრილი}}
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''თეოდორ უილიამ რიჩარდსი''' ({{lang-en|Theodore William Richards}}; დ. [[31 იანვარი]] [[1868]], [[ჯერმანტაუნი (პენსილვანია)|ჯერმანტაუნი]] — გ. [[2 აპრილი]] [[1928]], [[კემბრიჯი (მასაჩუსეტსი)|კემბრიჯი]]) — ამერიკელი ქიმიკოსი. პირველი ამერიკელი, რომელსაც მიანიჭეს ნობელის პრემია ქიმიის დარგში. ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ქიმიურ ელემენტთა ატომური მასების ზუსტი დადგენისათვის.
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა კვაკერების<ref>პროტესტანული ეკლესიის სექტა, რომელიც საეკლესიო ცერემონიალებს სრულიად უარყოფს</ref> ოჯახში. მხატვარი მარინისტისა და პეიზაჟისტის უილიამ ტროსტ რიჩარდსისა და პოეტის ანა მეთლეკის ექვსი შვილიდან თეოდორი მეოთხე იყო. დედა მას შინ ასწავლიდა. რიჩარდსები ზაფხულის თვეებს როდ–აილენდზე, ნიუპორტის საკუთარ სახლში ატარებდნენ, სადაც მათი მეზობელი იყო [[ჰარვარდის უნივერსიტეტი]]ს ქიმიის პროფესორი ჯ. პ. კუკი უმცროსი. სწორედ კუკმა გაუღვიძა თეოდორს ქიმიისადმი ინტერესი. 14 წლის რიჩარდსი აბარებს ხავერფორდის კოლეჯის პირდაპირ მეორე კურსზე და აქაც კი მისი ცოდნა [[ქიმია]]სა და [[ასტონომია]]ში ჭარბობს მისი თანაკურსელებისას. [[1885]] წელს მან წარმატებით დაასრულა კოლეჯი და მიიღო ქიმიის ბაკალავრის ხარისხი. ამავე წლის შემოდგომაზე ის აბარებს ჰარვარდში, იმისათვის რომ კუკთან ემუშავა, და [[1886]] წელს წარმატებით დაასრულა ქიმიის კურსი. [[1888]] წლიდან ის იწყებს მუშაობას კუკთან ატომის მასებზე, ასპირანტად.
 
== მოღვაწეობა ==
[[1815]] წელს ინგლისელმა უილიამ პრაუტმა (1786–1850 წწ.) გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ელემენტის ატომი შედგება წყალბადის ატომისაგან. მისი თეორია ეყრდნობოდა იმ ექსპერიმენტულ ფაქტს, რომ ნებისმიერი ელემენტის მასა არის წყალბადის ატომის მასის ჯერადი, ატომური მასა – არის მოცემული ელემენტის ატომის ფარდობითი მასა.
 
რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ, როცა გაზომვების სიზუსტე გაიზარდა, [[იენს იაკობ ბერცელიუსი|იენს იაკობ ბერცელიუსმა]] (1779–1848 წწ) და [[ჟან სერვ სტასი|ჟან სერვ სტასმა]] (1813–1891 წწ.) დაადგინეს, რომ ატომური მასები სულაც არ არის მთელი რიცხვები. მაგ., [[ქლორი]]ს ატომური მასა 35,5-ს შეადგენს, რამაც გამორიცხა ქლორის ატომის შედგენა წყალბადი ატომებით ანდა წარმოშვა შესაძლებლობა განსხვავებული მასის მქონე ქლორის ორი სახის ატომები არსებობისა, რომელთა ნარევიც ქმნის ბუნებრივ ქლორს.
 
იტალიელმა ქიმიკოსმა [[სტანისლავ კანიცარო]]მ (1826–1910 წწ.) წარმოადგინა ატომური მასების რაციონალური სისტემა, რომლის საფუძველზეც ზუსტად განსაზღვრა ისეთი ფუნდამენტალური ცნებები როგორიცაა: ატომი, მოლეკულა. ეს ხდება მაშინ, როცა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს ჯერ კიდევ საეჭვოა ატომური მასების მნიშვნელობები.
 
პირველ რიგში, რიჩარდსმა განსაზღვრა წყალბადისა და ჟანგბადის ატომური მასები. მან გამოიყენა ორიგინალური მეთოდი, წვავდა წყალბადს სპილენძის ჟანგთან, რის შემდეგაც წარმოიქმნება გარკვეული ოდენობის წყალი. მის მიერ მიღებული შედეგები ეწინააღმდეგებოდა მაშინ მიღებულ შეხედულებას, რომ ნებისმიერი ელემენტის ატომური მასა არის მთელი რიცხვი, ანუ წყალბადის მასის ჯერადი. რიჩარდსმა დააზუსტა აგრეთვე სპილენძის ატომური მასა 63,54 ნაცვლად 63,31–ისა. გაზომვების სიზუსტის გასაღრმავებლად თეოდორმა გამოიგონა რამოდენიმე ახალი ხელსაწყო, მათ შორის მიღებული პროდუქტების ატმოსფერული ნესტით დაბინძურებისაგან დასაცავი აპარატურა, ასევე კალორიმეტრი – და ასევე ნეფელომეტრი – რომელიც საშუალებას იძლევა ხსნარში ვიზუალურად განისაზღვროს კონცენტრაცია ანდა ნივთიერების ნაწილაკების ზომა. 1888 წლიდან 1923 წლებში მან ზუსტად განსაზღვრა 25 ელემენტის ატომური მასები. დაადასტურა, რომ [[კობალტი|კობალტს]] აქვს უფრო მეტი მასა ვიდრე [[ნიკელი|ნიკელს]], მიუხედავად იმისა რომ პერიოდულ სისტემაში ნიკელზე წინ დგას, რითაც კიდევ ერთხელ ნათლად იქნა ნაჩვენები, რომ პერიოდულობისათვის ატომურ მასას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.
 
რიჩარდსმა დაადგინა რომ რადიოაქტიულ მინერალებში ტყვიას აქვს უფრომცირე მასა, ვიდრე უნდა ქონდეს „ნორმალურ“ ტყვიას. ეს იყო ერთ–ერთი თავდაპირველი მტკიცებულება იზოტოპების –სხვადასხვა ატომური მასების მქონე ერთიდაიმავე ელემენტის –არსებობისა.
 
რიჩარდსი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ატომების მოცულობებით, 1907 წელს მის მიერ გამოთქმული „შეკუმშვადი“ ატომების თეორიის თანახმად, ატომების მოცულობა დამოკიდებულია მის ქიმიურ გარემოცვაზე.
 
[[1888]] წელს რიჩარდსმა მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. შემდეგ მიიღო პარკერის სტიპენდია, რამაც საშუალება მისცა გაეგრძელებინა სწავლა [[გერმანია]]ში, [[გიოტინგენის უნივერსიტეტი|გიოტინგენის]], [[მიუნხენის უნივერსიტეტი|მიუნხენისა]] და დრეზდენის უნივერსიტეტებში. თეოდორი მუშაობდა და სწავლობდა [[ვიქტორ მეიერი|ვიქტორ მეიერთან]] (1848–1897 წწ.), [[პაულ ერხარდტ იანაში|პაულ ერხარდტ იანაშთან]] (1841–1921 წწ), [[ალექსანდრ გერხარდ კრიუსი|ალექსანდრ გერხარდ კრიუსთან]] (1859–1895 წწ.) და [[ვალტერ მათიას ჰემფელი|ვალტერ მათიას ჰემფელთან]] (1851–1916 წწ.). მომდევნო წელს, ჰარვარდში დაბრუნებისთანავე ის ასწავლის რაოდენობრივ ანალიზს, 1891 წელს – არის კურატორი, ხოლო [[1894]] წლიდან კი ის არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი.
 
კუკის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ რიჩარდსი კვლავ საზღვარგარეთ მიემგზავრება კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სადაც მუშაობს ვ. ოსტვალდთან (1909 წ. ნობელის პრემია) ლაიფციგის და ვ. ნერნსტთან (1920 წ. ნობელის პრემია) გიოტინგენის უნივერსიტეტებში, ხოლო მოგვიანებით [[1904]] წ. ბერლინის უნივერსიტეტში. [[1901]] წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია, 1903–1911 წლებში ხელმძღვანელობს ქიმიის ფაკულტეტს, 1912 წლიდან გარდაცვალებამდე ქიმიის პროფესორი.
 
რიჩარდსმა ნობელის პრემია მიიღო 1915 წელს დიდი რაოდენობით ელემენტების ზუსტი ატომური მასების განსაზღვრისათვის. ომის გამო მან ვერ შეძლო უშუალოდ ჩასულიყო და აეღო პრემია. ნობელის ლექცია სტოკჰოლმში მან მოგვიანებით 1919 წლის 6 დეკემბერს წაიკითხა. ატომური მასების კვლევის შესახებ მან თქვა: {{ციტატა|უპირველეს ყოვლისა მქონდა ფილოსოფიური სწრაფვა შემესწავლა მატერიის ფუნდამენტალური ბუნება და მისი კავშირი ენერგიასთან. მოგვიანებით უფრო და უფრო ნათლად გავაცნობიერე, რომ მატერიის „ქცევის“ შესწავლამ... კაცობრიობას უნდა მისცეს საშუალება მართოს სიცოცხლე.}}
 
რიჩარდსის ნაშრომები უმნიშვნელოვანესია თეორიულ ქიმიაში. თავისუფალ დროს ის ანდომებდა ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას, ხატვას, გოლფს და ცურვას იალქანით.
 
==სქოლიო==
Line 8 ⟶ 32:
{{ნობელის პრემია ქიმიაში}}
{{DEFAULTSORT:რიჩარდსი, თეოდორ უილიამ}}
 
[[კატეგორია:ამერიკელი ქიმიკოსები]]