9 აპრილის ტრაგედია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 3:
 
== წინაპირობა ==
ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში [[1988]] წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა [[1989]] წლის [[18 მარტი|18 მარტს]] ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და [[1921]]-[[1931]] წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ [[სეპარატიზმი|სეპარატიზმს]] იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
 
საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია [[1989]] წლის [[5 აპრილი|5 აპრილს]], როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზირზე]], [[თბილისი|თბილისში]]. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი ([[მერაბ კოსტავა]], [[ზვიად გამსახურდია]], [[გიორგი ჭანტურია]], [[ირაკლი ბათიაშვილი (პოლიტიკოსი)|ირაკლი ბათიაშვილი]], [[ირაკლი წერეთელი]] და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, [[აფხაზები|აფხაზი]] სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.
 
==დარბევა==