გიორგი ავალიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
სწავლა-განათლება რუსეთში მიიღო. 1784-1801 წლებში იყო [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის სამეფოს]] წარმომადგენელი რუსეთის იმპერატორის კარზე. აქტიური როლი ითამაშა რუსეთთან საქართველოს შეერთების საქმეში. 1791 იმოგზაურა ირანის აზერბაიჯანში. 1819-1820 დიპლომატიური მისიით იყო ოსმალეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში. ავალიშვილს ქართული დრამატურგიის მამამთავრად მიიჩნევენ ([[ავალიშვილის თეატრი]]). მას მიეწერება ორიგინალური დრამა "მეფე თეიმურაზი" (1791), რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მანვე პირველმა თარგმნა [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] [[სუმაროკოვი, ალექსანდრე|ა. სუმაროკოვის]] [[პიესა|პიესები]]. ავტორია ლირიკული ლექსების, რომლებიც სამშობლოს გარეთ მცხოვრები მამულიშვილის განცდებსა და სულისკვეთებას გადმოსცემენ. შეადგინა პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც თავი მოუყარა ძირითადად თავისი დროის პოეტების თხზულებებს.
 
მეტად მნიშვნელოვანია ავალიშვილის ღვაწლი მთარგმნელობითს სფეროში. თარგმნა [[ერაზმ როტერდამელი|ერაზმ როტერდამელის]], [[ვოლტერი|ვოლტერის]], [[მილტონი, ჯონ|ჯ. მილტონის]], [[ლომონოსოვი, მიხეილ|მ. ლომონოსოვის]], ა. სუმაროკოვის, [[დერჟავინი, გავრილა|გ. დერჟავინის]], [[ხერასკოვი, მიხეილ|მ. ხერასკოვის]], მ. ჟანლისის და იმ დროს ევროპასა და რუსეთში პოპულარული ფრანგი, გერმანელი და სხვა ავტორების თხზულებები. ავალიშვილის სამოგზაურო დღიურები - "მგზავრობაჲ თბილისით იერუსალიმისადმი საბერძნეთსა ზედა; უკუქცევაჲ იერუსალიმით თბილისისადმივე კიპრის ჭალაკისა, მცირისა აზიისა და ანატოლიის ძალით" მრავალმხრივ საინტერესო ნაშრომია. იგი განსაკუთრებით ძვირფასია ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორიისათვის. მოგზაურობის მარშრუტი იყო: თბილისი-დასავლეთ საქართველო-ყირიმი-კონსტანტინოპოლი-ალექსანდრია-კაირო-იერუსალიმი-კ. კვიპროსი-თარსუსი-კაისერი-არზრუმი-ყარსი-შულავერი-თბილისი. ნაშრომში განხილულია საქართველოს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ზოგი საკითხი, ეგვიპტის და ოსმალეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. არაბებისა და თურქების ყოფა. მოცემულია საინტერესო ცნობები ეგვიპტეში მცხოვრები ქართველების შესახებ.
 
ავალიშვილი იშვიათი კალიგრაფიც იყო. ამას მოწმობს ზემოაღნიშნული ნაშრომი, რომელიც კალიგრაფიული მხედრულით არის დაწერილი. წიგნს ერთვის ნახატები, რომელთა ავტორის ვინაობა დაუდგენელია.