ალექსანდრე დიდებულიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
ალექსანდრე დიდებულიძის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო [[1909]] წლიდან, როდესაც იგი, ჯერ კიდევ დიპლომატი, დანიშნეს დამხმარე ასისტენტად რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონიკის ლაბორატორიაში. [[1914]] წლიდან ალექსანდრე რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დავალებით, შეთავსებით კითხულობდა ლექციებს რადიოტელეგრაფიასა და ტელეფონიაში. [[1915]] წელს მას მიანიჭეს დოცენტის წოდება.
 
რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ევაკუაციის შემდეგ, [[1915]] წელს, დიდებულიძე მოსკოვსმოსკოვში გაემგზავრა. მოსკოვის სამრეწველო სასწავლებელსა და შანიავსკის სახელობის სახალხო უნივერსიტეტში იგი ლექციებს კითხულობდა ელექტროტექნიკაში. ამასთან ერთად ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკურ ლაბორატორიას მოსკოვის ტექნიკურ სასწალებელში.
 
[[1916]] წლის დამლევს ალექსანდრე დიდებულიძე [[მოსკოვი]]დან [[ოდესა]]ში გაემგზავრა. იქ იგი უაღრესად სასარგებლო მუშაობას ეწეოდა. ალექსანდრე იყო ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. [[1917]] წლის მარტში მან ოდესის ოლქის მზრუნველს მოხსენებითი ბარათით მიმართა პოლიტექნიკური ინსტიტუტის გახსნის შესახებ. მალე ამ ინსტიტუტის გახსნის პროექტი და მისი ფინანსური გაანგარიშება დიდებულიძეს დაევალა. [[1917]] წელს იგი აირჩიეს დოცენტად ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო [[1918]] წლის აპრილიდან უკვე პროფესორია თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე. პარალელურად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ვექტორულ ანალიზს და თეორიულ ელექტროტექნიკას.
ხაზი 16:
[[1918]] წელს ჯანმრთელობის შერყევის გამო ალექსანდრემ გადაწყვიტა თბლისში დაბრუნება. მან ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დიდი სიყვარული დაიმსახურა და იგი დიდი პატივით გამოაცილეს თანამშრომლებმა. დიდი წვლილი მიუძღვის დიდებულიძეს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] ფიზიკის კათედრისა და პოლიტექნიკური ფაკულტეტის მოწყობის საქმეში. ალექსანდრე დიდებულიძე ლაბორატორიების მოწყობის სურვილით იმდენად იყო გატაცებული, რომ არ ერიდებოდა არავითარ სამუშაოს. ხშირად მთელ დღეს ატარებდა ფიზიკის ლაბორატორიაში და ხელმძღვანელობდა ახალი იარაღების შექმნისა და ძველთა შეკეთების საქმეს. მოაწყო ელექტროსადგური უნივერსიტეტის შენობის გასანათებლად, დააარსა უნივერსიტეტის აფთიაქი, მოაწყო პატარა [[ლითოგრაფია]], სადაც იბეჭდებოდა უნივერსიტეტის პროგრამები, სასწავლო გეგმები და ლექციების კონსპექტები [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]]. შემდეგში მოხერხდა ორი ლითოგრაფიული დაზგის შოვნა, რომლებმაც კიდევ უფრო გააფართოვეს ბეჭდვის საქმე უნივერსიტეტში, მან უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა გამომცემლობა.
 
[[1923]] წლის 20 იანვარს დიდებულიძე თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორად დანიშნეს და ამ მოვალეობას იგი [[1924]] წლის 24 სექტემბრამდე ასრულებდა. [[1932]] წელს სექტემბერში ალ.ალექსანდრე დიდებულიძეს ირჩევენ სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის პრეზიდიუმის წევრად. [[1940]] წლის 30 დეკემბერს ალექსანდრე დიდებულიძემ დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად [[საქართველო]]ს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. [[1932]] წლიდან [[1938]] წლამდე ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის კათედრას ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ინჟინერთა ინსტიტუტში. [[1936]]-[[1939]] წლებში იყო ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წვიმის სექციის მეცნიერული ხელმძღვანელი. [[1936]]-[[1945]] წლებში განაგებდა სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. [[1941]] წელს სამეურნეო და კულტურული მშენებლობის დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის ალექსანდრე დიდებულიძეს მიენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება. საბჭოთა მთავრობამ და პარტიამ მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოს დიდებულიძის ნაყოფიერ და შემოქმედებით მუშაობას — დაჯილდოვდა [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის]] ორი ორდენით და მედლებით.
[[1940]] წლის 30 დეკემბერს ალექსანდრე დიდებულიძემ დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად [[საქართველო]]ს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. [[1932]] წლიდან [[1938]] წლამდე ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის კათედრას ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ინჟინერთა ინსტიტუტში. [[1936]]-[[1939]] წლებში იყო ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წვიმის სექციის მეცნიერული ხელმძღვანელი. [[1936]]-[[1945]] წლებში განაგებდა სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. [[1941]] წელს სამეურნეო და კულტურული მშენებლობის დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის ალექსანდრე დიდებულიძეს მიენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება. საბჭოთა მთავრობამ და პარტიამ მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოს დიდებულიძის ნაყოფიერ და შემოქმედებით მუშაობას — დაჯილდოვდა [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის]] ორი ორდენით და მედლებით.
 
ალექსანდრე დიდებულიძე გარდაიცვალა [[1951]] წლის 18 აპრილს. [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია]]მ და საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა გამოსცა ალექსანდრე დიდებულიძის შრომათა სრული კრებული [[1952]]-[[1955]] წლებში.