ვიკიპედია:სტილის სახელმძღვანელო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
რა თქმა უნდა, კარგი ინფორმაციული და ობიექტური სტატიის დასაწერად, არც ისე აუცილებელია ეს ცოდნა - რადგან კარგი სტატიის დაწერა უფრო რთულია, ვიდრე მისი გაფორმება.
 
== სათაურები ==

=== სტატიების სათაურები ===
* როგორც წესი, ამა თუ იმ სტატიის სათაური უნდა იყოს არსებითი სახელი სახელობით ბრუნვაში (მაგ., ''დიპლომატიური იმუნიტეტი'', და არა ''დიპლომატიური იმუნიტეტის შესახებ'')
* სათაური უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე. სასურველია, ათ სიტყვაზე ნაკლები
* ლათინური სახელების შემთხვევაში, მთავრული ასოთი უნდა იწერებოდეს მხოლოდ პირველი სიტყვის პირველი ასო, შემოკლებაში შემავალი ყოველი ასო და საკუთარი სახელებში (მათ შორის, ფილმების, მუსიკალური ნაწარმოებების და მისთ.) შემავალი სიტყვების პირველი ასოები; ყველა დანარჩენი ასო უნდა იყოს ნუსხური. (მაგ., Back in the U.S.S.R. და არა Back in the U.S.S.R.)
* შეძლებისდაგვარად, არ უნდა გამოიყენებოდეს ნაცვალსახელები (მაგ., ''თქვენ'', ''ისინი'') გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ამა თუ იმ ნაშრომის სათაურის შემადგენლობაში შედიან
* ტექსტში პირველად ნახსენებ სიტყვაზე ბმულის გასაკეთებლად, არასოდეს გამოიყენოთ სათაურები
* არ უნდა გამოიყენოთ, სპეციალური სიმბოლოები, როგორებიცაა დახრილი ხაზი (/), პლიუსის ნიშანი (+) და ფიგურული ბრჩხილები ([ ]). ასევე, ლათინური სახელწოდებების შემთხვევაში, შეეცადეთ ჩაანაცვლოთ ამპერსანდი (&) ამა თუ იმ ენაში არსებული სინონიმებით (მაგ., ინგლისურში ''and''-ით) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნიშანი ფორმალური სახელის შემადგენლობაში შედის
* მოერიდეთ ქართული ანბანის არქაული ასოების: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ, ჶ სათაურებში გამოყენებას
 
'''შენიშვნა:''' ეს წესები აგრეთვე ეხება ქვემოთ მოტანილ ''სექციების სათაურებს''.
 
==სექციები და მათი სათაურები==