'''ვალიკო ანთიმოზის ძე ჯუღელი''' (დ. [[1887]], [[სვირი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)|სვირი]] —– გ. [[აგვისტო]], [[1924]], [[თბილისი]]) — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია|სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან]], [[საქართველოს სახალხო გვარდა|საქართველოს სახალხო გვარდიის]] სარდალი, [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი|„დამკომის“]] წევრი. უშუალო მონაწილე [[1918]]-[[1921|21]] წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლისა. გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა [[1920]] წლის ანტისახელმწიფოებრვი აჯანყება [[ცხინვალი]]ს რეგიონში. [[1921]] წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა [[1924]] წლის [[აგვისტოს აჯანყება|აჯანყების]] მოსამზადებლად, მაგრამ [[საგანგებო კომისია|„ჩეკამ“]] დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში დახვრიტეს. გამოცემული აქვს საკუთარი მოგონებები — დღიური („მძიმე ჯვარი“, ტფილისი, 1920 წელი).