'''დიდი ერისთავი(ერცჰერცოგი) კარლი, ტეშენის ჰერცოგიერისთავი''' ([[გერმანული ენა|de]]: ''Erzherzog Karl von Österreich, Herzog von Teschen'') (სრული სახელი: კარლ ლუდვიგ იოჰან ჟოზეფ ლორენც ავსტრიელი) ([[5 სექტემბერი]], [[1771]] – [[30 აპრილი]], [[1847]]) იყო ავსტრიელი [[გენერალ-ფელდმარშალი|ფელდმარშალი]], საღვთო რომის იმპერატორის, [[ლეოპოლდ II (სრი)|ლეოპოლდ II]]-ის შვილი და [[ფრანც II (სრი)|ფრანც II]]-ის ძმა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო [[ეპილეფსია|ეპილეფსიით]] დაავადებული, მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ისევე, როგორც სამხედრო მეთაურად, ასევე ავსტრიის არმიის რეფორმატორად. ის მიჩნეულია [[ნაპოლეონ I|ნაპოლეონის]] ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ მეტოქედ.