თბილისის ფუნიკულიორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ყველაფერი კარგად გავაკეთე
ხაზი 1:
'''თბილისის ფუნიკულიორი''' — სამთო-საბაგირო [[რკინიგზა]] ქვედა და ზედა სადგურებით, კულტურისა და დასვენების კომპლექსი [[მთაწმინდის პლატო]]ზე. გზის სიგრძე - 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე - 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი - 0,98 მ. ვაგონში 60 კაცი ეტევა. ფოლადის ბაგირის დიამეტრი 33 მმ. გზის შუა ადგილზე მოწყობილია 70 მ სიგრძის სპეციალური ბაქანი, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს. აქედან უკავშირდებიან მგზავრები [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის პანთეონს]]. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ.
 
==ისტორია==
 
1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ [[მთაწმინდის პლატო]]ზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის [[ალფონს რობი]]ს ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა
 
[[ფაილი:Tbilisi Funicular Railway.JPG|250px|მინიატიურა|მარცხნივ|თბილისის ფუნიკულიორის ხედი შუა სადგურიდან <br /><center><small>ზვიად ავალიანის ფოტო</small></center>]]
 
[[ფაილი:Tbilisi Funicular From Above.JPG|250px|მინიატიურა|მარცხნივ|თბილისის ფუნიკულიორის შუა სადგური სატელევიზიო კოშკიდან <br /><center><small>ზვიად ავალიანის ფოტო</small></center>]]
 
1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს: მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზის თვითმმართველობისათვის გადაცემას, 5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარებლებისა და პოლიცია-ჟანდარმერიის უფასო მგზავრობას. ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ხელშეკრულებაში ნავარაუდევი იყო აგრეთვე მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.
Line 13 ⟶ 5:
[[სურათი:Pirosmani. Tbilisi Funicular.jpg|მინი|200პქ|„ფუნიკულიორი“, [[ფიროსმანი]].]]
 
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა [[ალექსანდრე შიმკევიჩი|ა. შიმკევიჩმა]]. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა [[ნიკო ნიკოლაძე]]მ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.
 
ფუნიკულიორი გაიხსნა [[1905]] წლის [[27 მარტი|27 მარტს]]. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა [[ფიროსმანი|ნიკო ფიროსმანმა]]. მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.