თავფეხიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ.
ხაზი 1:
'''თავფეხიანები''' (Cephalopoda), [[უხერხემლოები|უხერხემლოთა]] კლასი [[მოლუსკები]]ს ტიპისა. კარგად აქვთ განვითარებული სისხლის მიმოქცევის სისტემა, [[თავის ტვინი]], გრძნობის ორგანოები (განსაკუთრებით თვალები). თავზე, პირის ირგვლივ 8 ან 10 კუნთოვანი საცეცი ("ხელები") აქვთ მისაწოვრებით, ზოგჯერ - რქოვანი კაუჭებით. მოძრაობენ რაკეტის პრინციპით. მანტიის რღუში წყალი კუნთების შეკუმშვით გადაიდენება კუნთოვან ძაბრში, წარმოიქმნება ბიძგი და ცხოველი უკუსვლით მოძრაობს. თანამედროვე თავფეხიანებიდან გარეგანი ნიჯარა აქვს მხოლოდ [[ნაუტილუსი|ნაუტილუსს]]. დანარჩენების სხეული შიშველია, ზოგს ნიჟარის ნარჩენები კიროვანი ფირფიტების სახით კანქვეშ აქვს შემორჩენილი. თავფეხიანების ზომა 1 სმ-იდან 18 მ-მდე აღწევს.
 
თავფეხიანები ცალსქესიანი ცხოველებია. კვერცხიდან უკვე ფორმირებული პატარა ცხოველი გამოდის. ცხოვრობენ უმთავრესად თბილი ზღვების სანაპიროებთან, აგრეთვე დიდ სიღრმეზე, მტაცებლებია, იკვებებიან უმტავრესად თევზებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, თვითონ კი ზღვის ძუძუმწოვრებისა (განსაკუთრებით კაშალოტის) და ფრინველების საკვებს წარმოადგენენ. მრავალი თავფეხიანები ([[კალმარები]], [[სიპინი]], [[რვაფეხა]]) რეწვის ობიექტია.
 
თანამედროვე ფაუნაში თავფეხიანების 600-მდე სახეობა 2 ქვეკლასშია გაერთიანებული: [[ოთხლაყუჩიანები]] (Tetrabranchia), რომელთაც მხოლოდ ნაუტილუსი და, შესაძლებელია, ამომწყდარი თავფეხიანების - ამონიტების დიდი ჯგუფი მიეკუთვნება და [[ორლაყუჩიანები]] (Dibranchia), რომელთაც სიპინი, კალმარი, რვაფეხა, აგრეთვე ამომწყდარი ჯგუფი - [[ბელემნიტები]] - ეკუთვნის.
 
უძველესი თავფეხიანების ნამარხები (1000-მდე სახეობა) ცნობილია კამბრიული ნალექებიდან. ფართო გავრცელების, სახეობათა სიმრავლისა და მათი სწრაფი ცვლის გამო თავფეხიანები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯგუფია პალეოზოური და მეზოზოური შრეების სტრატიგრაფიისათვის.
ხაზი 11:
*Жизнь животных, т. 2, М., 1968
* ქსე, ტ. 4, გვ. 570, თბ., 1979
 
[[კატეგორია:მოლუსკები]]
 
[[bg:Главоноги]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავფეხიანები“-დან