ოქროს საწმისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სასვენი ნიშნები ისწავლე და მერე წერე.
გარეკანის ცვლილება
ხაზი 4:
ფრიქსემ [[კოლხეთი]]ს სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი [[აიეტი|კოლხეთის მეფეს]] უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა.თესალიის მეფემ პელიამ თავის ძმისწულს [[იასონი]] ს სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი “არგო”, ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ [[ფასისი]]ს (მდინარე [[რიონი]]) შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას ([[ქუთაისი]]ს) მიადგნენ.აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი [[მედეა]]ს დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყაებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის [[კრეონტი]]ს ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი [[ჰერა]]ს ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.
 
== იხილეთ აგრეთვე პერსონაჟები. ==
<br />
 
* [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტი]]
* [[აფსირტე]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოქროს_საწმისი“-დან