არზნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არზნი''' ({{lang-hy|Արզնի}}) — სოფელი და ბალნეოლოგიური კურორტი [[სომხეთი|სომხეთში]], [[კოტაიქის პროვინცია|კოტაიქის პროვინციაში]], მდინარე რაზდანის ხეობაში. ერევნიდან 24 კმ, რკინიგზის სადგური აბოვიანიდან 6 კმ. მდებარეობს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1 420 მეტრზე. [[2008]] წლის მონაცემებით, მოსახლეობა 2 529 ადამიანს შეადგენდა, სიმჭიდროვე 137 ადამიანი კმ²-ზე. ფართობი 18.41 კმ²-ია.
 
ჰავა ზომიერად თბილია. საშუალო წლიური ტემპერატურა 9,3°C. მზის ნათების ხანგრძლივობაა 2236 სთ. წელიწადში. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ნახშირმჟავა ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძრღვთა სისტემის, ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და სხვა. სეზონი — მთელი წელი. სანატორიუმები, პოლიკლინიკა, სააბაზანო, მინერალური წყლის ჩამომსხმელი, მინა-ტარისა და ბროლის ქარხნები. არზნიდან 2 კმ-ზე — არზნის ჰესი. არზნის მახლობლად [[1933]] წელს აღმოაჩინეს გვიანდელი აშელისა და ადრინდელი მუსტიეს ხანის ნამოსახლარი (შეისწავლეს [[1946]]-[[1949]] წლებში).
 
==ლიტერატურა==