ქეთევან ხუციშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = ქეთევან ხუციშვილი |მშობსა...
(განსხვავება არ არის)

08:57, 9 იანვარი 2019-ის ვერსია

ქეთევან ხუციშვილი (დ. 1 აგვისტო, 1967) — ქართველი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ქეთევან ხუციშვილი
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1967 (1967-08-01) (56 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი

ბიოგრაფია

ქეთევან ხუციშვილი დაიბადა 1967 წლის 1 აგვისტოს, მხატვარ გოგი ხუციშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.[1]

ქეთევან ხუციშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი; მისი კვლევის ინტერესებია: რელიგიები, ეთნიკური ჯგუფები, კონფლიქტები. არის სამი მონოგრაფიის, ექვს ათეულზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამი წიგნისა და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი. 5 ათეულზე მეტი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე. ათეულობით საველე ეთნოგრაფიული ექსპედიციის მონაწილე საქართველოში, კავკასიასა და თურქეთში. თსუ-ში მუშაობს 1993 წლიდან. სხვადასხვა დროს ისტორიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიჰყავდა და ამჟამადაც კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: ეთნოლოგიური კვლევის მეთოდები, შესავალი ეთნოლოგიაში, რელიგიების ისტორია, რელიგიის ანთროპოლოგია ძირითადი ანთროპოლოგიური სკოლები, ძალადობის ანთროპოლოგია, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია.[2]


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ქეთევან ხუციშვილი - ბიოგრაფია. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2019.
  2. ქეთევან ხუციშვილი - თსუ. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2019.