რკინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 80:
|
}}
არისტოტელემ აღწერა მათი ფოლადის მიღების ხერხი: ხალიბები რამდენიმეჯერ გამორეცხავდნენ მათი ქვეყნის მდინარის ქვიშას — ალბათ, ამ ხერხით (ახლა ამას უწოდებენ [[ფლოტაციასფლოტაცია]]ს) ისინი გამოყოფდნენ მადნის მძიმე რკინის შემცველ ფრაქციას, ამატებდნენ რაღაც ცეცხლგამძლე ნივთიერებას, და ადნობდნენ ღუმელში; ამ სახით მიღებული ლითონი იყო მოვერცხლისფრო და უჟანგავი.
 
ფოლადის გამოსადნობ ნედლეულად გამოიყენებოდა [[მაგნეტიტი|მაგნეტიტური]] ქვიშა, რომელიც ხშირად გვხვდება [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე (ახლაც გავრცელებულია ქ.ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზეც მალთაყვაში სოფ. მაგნეტიტი, გრიგოლეთი, ნატანები და სხვა): ეს მაგნეტიტური ქვიშა შედგება [[მაგნეტიტი]]ს, ტიტან-მაგნეტიტის ან [[ილმენიტი]]ს მწვრილი მარცვლების და სხვა ქანების ნამსხვრევების ნარევისაგან, ასე რომ ხალიბების მიერ გამოდნობილი ფოლადი ლეგირებული იყო, ჰქონდა ბრწყინვალე თვისებები.
ხაზი 86:
რკინის მიღების ასეთი თავისებური ხერხი იმაზე მეტყველებს რომ, ხალიბებმა მხოლოდ გაავრცელეს რკინა როგორც ტექნოლოგიური მასალა, მაგრამ მათი მეთოდი არ შეიძლებოდა საყოველთაოდ გამოეყენებინათ რკინის ნაკეთობების საწარმოებლად. მაგრამ ხალიბების წარმოებამ დიდი ბიძგი მისცა რკინის მეტალურგიის შემდგომ განვითარებას.
 
[[კლიმენტ ალექსანდრიელი]] თავის ენციკლოპედიურ ნაშრომში «სტრომატები» აღნიშნავს, რომ ძველი ბერძნული გადმოცემით რკინა (ალბათ მადნიდან გამონადნობი) აღმოჩენილ იქნა მთა იდეზე — ასე ეწოდებოდა მთათა ჯაჭვს [[ტროა]]ს ახლოს ([[ილიადა]]ში ის მოიხსენიება როგორც მთა იდა, საიდანაც [[ზევსი]] თვალყურს ადევნებდა ბრძოლას ბერძნებსა და ტროას შორის). ეს მოხდა [[დევკალიონი]]ს წარღვნიდან 73 წლის შემდეგ, ხოლო ეს წარღვნა [[პაროსის ქრონიკა|პაროსის ქრონიკით]] მოხდა 1528 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, ანუ რკინის გამოდნობის ეს მეთოდი აღმოჩენილი იყო მიახლოებით 1455 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თუმცა კლიმენტის აღწერით გაურკვეველია, ის ამ მთას გულისხმობდა წინა აზიაში (იდა ფრიგიული, ვირგილიუსთან), თუ მთას [[იდა (კრიტიკრეტა)|იდას]] კუნძულ [[კრიტისკრეტას ისტორია|კრიტშიკრეტაში]], რომლის შესახებ რომაელი პოეტი [[ვერგილიუსი]] [[ენეიდა]]ში მოიხსენიებს როგორც ტროელების წინასამშობლოდ:
<poem>«შუა ზღვაში იუპიტერის არის კუნძული კრეტა,
სადაც იდაა მაღალი, იქ არის იმ ტომის აკვანი…»
</poem>
ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ, კლიმენტ ალექსანდრიელი ამბობს ზუსტად ტროასთან მდებარე ფრიგიის იდაზე, რადგანაც იქ ნაპოვნი იქნა ძველი რკინის შუბის პირები და რკინის წარმოების კერები. პირველი წერილობითი წყარო სადაც მოხსენიებულია რკინა არის ეგვიპტის ფარაონის [[ამენჰოტეპ III]]-ის და [[ეხნატონი]]ს არქივის თიხის ფილები, დამიეკუთვნებადა მიეკუთვნება იმავე პერიოდს (1450—1400 წლები ძვ. წ.ა.). იქ მოიხსენიება რკინის დამუშავება [[ამიერკავკასია]]ში, ის ტერიტორია, რომელსაც [[ბერძნები]] უწოდებდნენ [[კოლხიდა]]ს, კოლხეთს (და შესაძლებელია, რომ ეს სიტყვა «kolhidos» მოდიფიცირებულ იქნას, როგორც «halibos» [[ხალიბები]]) — კერძოდ კი, მეფემ [[მითანი]]სა და მმართველმა [[სომხეთი]]სა და ამიერკავკასიისამ ეგვიპტის ფარაონს [[ამენჰოტეპ II]]-ს «318 მონა ქალთან ერთად კარგი რკინის ხანჯლები და ბეჭდები» გაუგზავნა ასეთივე ძღვენს ჩუქნიდნენ ფარაონს [[ხეთები]].
 
უძველეს დროს რკინა ოქროზე უფრო ფასობდა, და [[სტრაბონი]]ს აღწერით, აფრიკელ ტომებს ერთ ფუნტ რკინაში აძლევდნენ 10 ფუნტ ოქროს, ხოლო ისტორიკოს გ. არეშიანის გამოკვლევით [[სპილენძი]]ს, [[ვერცხლი]]ს, [[ოქრო]]ს და რკინის ღირებულების შეფარდება ძველ ხეთებში იყო 1 : 160 : 1280 : 6400. იმ დროს რკინა გამოიყენებოდა როგორც საიუველირო მასალა, მისაგან ამზადებდნენ ტახტებს და მეფობის სხვა რეგალიებს: მაგალითად, ბიბლიურ მეხუთე წიგნში 3,11 აღწერილია რეფაიმის მეფე ოგას «რკინის სარეცელი».
 
[[ტუტანხამონი]]ს სამარხში (მიახლოებით 1350 წელი ძვ.წ.ა.) ნაპოვნი იქნა რკინის ხანჯალი ოქროს მოჭედილობით - შესაძლებელია, დიპლომატიური თვალსაზრისით იყოს ხეთების მიერ ნაჩუქარი. მაგრამ ხეთები არ ცდილობდნენ რკინისა და მისი ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელებას, რაც ჩანს ჩვენს დღემდე მოღწეულ მიმოწერაში ტუტანხამონსა და მის სიმამრს ხეთების მეფეს - [[ხათუსილი|ხათუსილს]] შორის. ფარაონი თხოვს გამოეგზავნა უფრო მეტი რკინა, ხოლო ხეთების მეფე თავის არიდებით პასუხობს, რომ რკინის მარაგი ამოიწურა, ხოლო მჭედლები დაკავებულნი არიან სასოფლოსამეურნეოსასოფლო-სამეურნეო საქმეებით, ამიტომაც ის ვერ შეასრულებს ხელმწიფე სიძის თხოვნას, და აგზავნის მხოლოდ ერთ «კარგი რკინის» (ანუ ფოლადის) ხანჯალს. როგორც ჩანს, ხეთები ცდილობდნენ თავიანთი ცოდნა გამოეყენებინათ სამხედრო უპირატესობისათვის, და სხვებს არ აძლევდნენ გათანაბრების საშუალებას. ამიტომაც, ალბათ რკინის ნაწარმმა ფართო გამოყენება ჰპოვა მხოლოდ ტროას ომის შემდეგ და ხეთების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, როდესაც ბერძნების სავაჭრო აქტივობის გამო რკინის ტექნოლოგია ბევრისათვის გახდა ცნობილი, და აღმოჩენილი იქნა რკინის ახალი საბადოები. ასე რობრომ [[ბრინჯაოს ხანა]] შეცვალა [[რკინის ხანა]]მ.
 
ჰომეროსის აღწერით, თუმცა [[ტროას ომი]]ს დროს (მიახლოებით 1250 წ. ძვ.წ.ა.) იარაღი ძირითადად სპილენძისა და ბრინჯაოსი იყო, მაგრამ რკინა უკვე კარგად ცნობილი იყო და დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, თუმცა უფრო როგორც ძვირფასი ლითონი. მაგალითად, [[ილიადა|ილიადის]] 23-ე სიმღერაში ჰომეროსი აღნიშნავს, რომ აქილმა რკინის დისკოთი დააჯილდოვა, დისკოს მტყორცნელთა შეჯიბრში გამარჯვებული. ამ რკინას მოიპოვებდნენ ტროელები და მათ მიმდებარედ მცხოვრები ხალხები (ილიადა 7,473), მათ შორის [[ხალბები]], რომლებიც ტროას მხარეს იბრძოდნენ, ასევე გამოსასყიდად ოქრო და ვერცხლთან ერთად რკინაა მოხსენიებულია :
ილიადა 378-
<poem>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რკინა“-დან