სოფი ფრანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = სოფი ფრანგი |ფოტო = Inconnu d'après J.-M. Nattier, Ma...
 
No edit summary
ხაზი 20:
სოფი დაიბადა 1734 წლის 27 ივლისს ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას მერვე შვილი და მეხუთე ქალიშვილი. იგი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე უფროსი დების ჩრდილში იყო და მისმა ცხოვრებამაც უფერულად გაიარა. 1738-50 წლებში სოფი განათლების მისაღებად და სასწავლებლად გააგზავნეს ფონტერვუდის სააბატოში. მასთან ერთად იქ ასევე იყვნენ მისი დები: [[ვიქტორია ფრანგი|ვიქტორია]], ტერეზა და ლუიზა.
 
იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ, მისი ნათლია კი იყო მისი უფროსი დის, პარმის ჰერცოგინია [[ლუიზლუიზა ელიზაბეტ ფრანგი|ლუიზ ელიზაბეტ ფრანგის]] მეუღლე, პარმის ჰერცოგი [[ფილიპე I (პარმის ჰერცოგი)|ფილიპე I]].
 
მისი სუსტი და დამთმობი ხასიათის გამო იგი სასახლეში საერთოდ არ ჩანდა, სადაც დედოფალ მარია ლეშჩინსკას გარდაცვალების შემდეგ აბსოლუტური ძალაუფლება მის დას, [[მარი ადელაიდა ფრანგი|მარი ადელაიდა ფრანგს]] ჰქონდა აღებული. იგი არასდროს გამოირჩეოდა სილამაზითა და გონიერებით. ცნობილია, რომ მას ძალიან ეშინოდა წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს, რა დროსაც შიშის გასაფანტავად სოფი გაუჩერებლად იწყებდა საუბარს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფი_ფრანგი“-დან