მარი ადელაიდა დე ბურბონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''მარი ადელაიდა დე ბურბონი''' ({{lang-fr|Marie Adélaïde de Bourbon}}; დ. [[13 მარტი]], [[1753]] — გ. [[23 ივნისი]], [[1821]]) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ლუი XIV-ის შვილიშვილის, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარისა და მისი ცოლის, მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტეს ქალიშვილი. ძმისა და მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო დიდი ქონება და ტიტულები. საფრანგეთის რევოლუციის დროს იყოიგი პატიმარიცოჯახთან ერთად ჯერ ნორმანდიაში, შემდეგ კი ესპანეთში გაიქცა. 1768 წელს ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ II-ს, რომელიც 1793 წელს გარდაიცვალა. მათი მრავალი შვილიდან აღსანიშნავია საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I. იგი იყო გამოჩენილი პრინცესა დე ლამბალის მული და ბურბონთა დინასტიის პენტიევრის შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი.
 
== ადრეული წლები ==
ხაზი 48:
== რევოლუცია ==
 
=== გაქცევა ესპანეთშიდა პატიმრობა ===
=== გადაყვანა ნორმანდიაში ===
[[ფაილი:The Duke and Duchess of Chartres with Louis Philippe d'Orléans (1773-1850).jpg|მარცხნივ|მინი|309x309პქ|მარი ადელაიდა თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად]]
1789 წლიდან საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც გათავხედებული მონარქებისა და არისტოკრატების დამხობა და რესპუბლიკის შექმნა იქო. აბობოქრებულმა რევოლუციონერებმა მალევე ბევრი არისტოკრატი დააპატიმრეს და დახოცეს, ბევრმა დიდგვაროვანმა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში გაქცევით უშველა თავს. მეფე და დედოფალიც ცდილობდნენ ინგლისში გაქცეულიყვნენ, თუმცა ისინი საზღვარზე იცნეს და დააპატიმრეს. ასევე დააპატიმრეს მარი ადელაიდას ძმის ქვრივი პრინცესა დე ლამბალიც, რომელიც დედოფალ მარია ანტუანეტას უერთგულესი მეგობარი იყო. ასეთ ვითარებაში, 1791 წელს პენტიევრის ჰერცოგმა ლუი ჟან მარი ნორმანდიაში მდებარე მიყრუებულ შატო დე ბიზიში გაიქცა, რომელიც ზღვაში, კუნძულ ვერნოზე იყო აგებული და რევოლუციონერებისაგან შედარებით დაცული იყო. მალევე, მარი ადელაიდამ ქმართან და შვილებთან ერთად დატოვა პარიზი და ნორმანდიაში მამას შეაფარა თავი.
 
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, დატყვევებული მეფე ლუი XVI, დედოფალი მარია ანტუანეტა, პრინცესა დე ლამბალი და სხვა სამეფო ოჯახის წევრები კვლავ შეეცადნენ ინგლისში გაქცევას, რომელთაც ამჯერად უკვე მარი ადელაიდა და მისი ოჯახიც შეუერთდა, თუმცა 20 ივნისს ისინი ვენსენთან დააკავეს. სამეფო ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს და სხვადასხვა საპატიმროებში წაიყვანეს, თუმცა მარი ადელაიდა, მამამისი და მისი ქმარ-შვილი გარკვეული მიზეზების გამო შეიწყალეს და შატო დ'ანეტში დააბინავეს.
=== გაქცევა ესპანეთში ===
 
ანეტში პარიზიდან სულ უფრო და უფრო შემზარავი ამბები მისდიოდათ. 1792 წლის 3 სექტემბერს მხეცურად, ქუჩაში მოკლეს პრინცესა დე ლამბალი, რამაც მარი ადელაიდა შეაძრწუნა. მალევე რევოლუციონერებმა ჯერ მეფე ლუი XVI-ს, შემდეგ დედოფალ მარია ანტუანეტას, შემდეგ კი მათ მეგობრებს გილიოტინაზე თავები მოჰკვეთეს. მათ რიგებს მალევე შეუერთდა მეფის დაც, პრინცესა ელიზაბეტი. ცნობილია, რომ თავისა და ოჯახის გადასარჩენად, ჰერცოგმა ლუი ფილიპემ მეფის სიკვდილით დასჯას ხმა მისცა, თუმცა "დიდი ტერორის" დროს იგი მოღალატედ და დამნაშავედ სცნეს და 1793 წლის 6 ნოემბერს ლუი ფილიპს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. ამ დროს მარი ადელაიდა ლუქსემბურგის სასახლეში იყო გამოკეტილი თავის შვილებთან ერთად, მამამისი კი გარდაცვლილი იყო.
 
1794 წლიდან საფრანგეთში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. ამ დროს ხელისუფლება რობესპიერის ხელში გადავიდა, რომელმაც 1796 წელს მარი ადელაიდა გაანთავისუფლა, მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი ამერიკაში გადასახლდებოდა, შვილებს კი სამუდამოდ დაემშვიდობებოდა. თუმცა მარი ადელაიდამ შვილებთან ერთად შვეიცარიაში გაქცევა მოახერხა, საიდანაც უკვე გერმანიაში გადავიდა. გერმანიაში მან თავშესაფარი ჰესენ-როტენბურგის ლანდსაგრაფოში მიიღო, სადაც იგი მისი რძლის, პრინცესა დე ლამბალის დეიდამ, კაროლინა ჰესენ-როტენბურგელმა შეიფარა, თუმცა მალევე რევოლუციონერებმა მისი და მისი შვილების უკან, საფრანგეთში დაბრუნება მოახერხეს.
 
=== გაქცევა ესპანეთსა და იტალიაში ===
[[ფაილი:1776 painting of Louise Marie Adélaïde de Bourbon (Duchess of Orléans) by Charles Lepeintre.jpg|მინი|334x334პქ|მარი ადელაიდა დე ბურბონი]]
1797 წლის 4 სექტემბერს მომხდარი ე.წ. "18 ბრიუმერის გადატრიალების" შემდეგ, ხელისუფლება ყველა ბურბონს ავალდებულებდა საფრანგეთის დატოვებას. მარი ადელაიდამ თავშესაფარი სთხოვა ამ დროისათვის უკვე ესპანეთში მცხოვრებ თავის მულ ბატილდ ორლეანელს. მალევე მარი ადელაიდა მასთან ჩავიდა. ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ ქალაქ სურიაში.
 
დევნილობაში მარი ადელაიდამ გამანადგურებელი ამბავი შეიტყო: საფრანგეთში დარჩენილი მისი ორი ვაჟი ავადმყოფობისაგან გარდაცვლილიყო.
 
1804 წელს საფრანგეთის იმპერატორი ხდება ნაპოლეონ I ბონაპარტე, რომელმაც ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან ომები წამოიწყო. 1808 წელს ნაპოლეონი ესპანეთშიც შეიჭრა, ტახტიდან ჩამოაგდო ასევე ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი მეფე კარლ IV (რომელიც ოჯახთან ერთად იტალიაში გაიქცა, ცოლის სამშობლოში) და მის ნაცვლად ტახტზე თავისი ძმა ჟოზეფი დასვა. აქედან გამომდინარე, მარი ადელაიდა უკვე ესპანეთშიც ვეღარ დარჩებოდა, რის გამოც იგი სიცილიის ქალაქ პალერმოში გადასახლდა. 1809 წლის 25 ნოემბერს კავშირის შესაქმნელად მარი ადელაიდამ თავისი უფროსი ვაჟი ლუი ფილიპე დააქორწინა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ის ასულ მარია ამალია ნეაპოლელზე, რომლის დედაც, დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი რევოლუციისას მოკლული დედოფალ მარია ანტუანეტას და იყო, რის გამოც მას სძულდა ფრანგი რევოლუციონერებიცა და ნაპოლეონიც. ამრიგად რევოლუციონერთა წინააღმდეგ ნამდვილად კარგი ალიანსი შეიქმნა, თუმცა ორი წლის თავად მარი ადელაიდასა და მის ვაჟს შორის ჩამოვარდა უთანხმოება.
 
== საფრანგეთში დაბრუნებული ქვრივი ==