გასტრიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 2:
'''გასტრიტი''' — კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი ჩივილები, შეიძლება განსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.
 
==მწვავე გასტრიტი==
 
განასხვავებენ მწვავე გასტრიტის რამდენიმე ფორმას. ერთ-ერთი ფორმა მედიკამენტებით განპირობებული პათოლოგია. ზოგიერთი პრეპარატი, მაგ. ასპირინი, კუჭ-ქვეშა ჯირკვლის ფერმენტები და ა.შ., მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცველ ფუნქციას. იქმნება მწვავე ანთებითი პროცესების განვითარების პირობები. ამიტომ ამ პრეპარატების მიღება მიზანშეწონილია კვების შემდეგ და ხანმოკლე დროის განმავლობაში.
 
მწვავე გასტრიტი შეიძლება გამოიწვიოს [[ბაქტერია]]მ, რომლის ლათინური სხელწოდებაა [[ჰელიკობაქტერ პილორი|ჰელიკობაქტერ პილორი.]] ეს ბაქტერია სპირალური ფორმისაა და მრავლობითი შოლტი აქვს. განაპირობებს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, ასევე კუჭისა და [[თორმეტგოჯა ნაწლავი]]ს წყლულის განვითარებას. კუჭში [[მიკრობი]] ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული.
 
მიკრობით განპირობებული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ბაქტერიის აღმოჩენის მიზნით კუჭის ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილს ([[ბიოფსია]]) და შეისწავლიან. გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად გამოიყენება ე.წ. უარეაზული ცდა. ზოგჯერ იკვლევენ მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც.
 
==დიაგნოსტიკა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გასტრიტი“-დან