პლატონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎შრომები: clean up, replaced: რათქმაუნდა → რა თქმა უნდა using AWB
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 15:
პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა [[პლატონის ფორმათა თეორია]]ში; [[ანაქსაგორა|ანაქსაგორას]] მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ [[სოკრატე|სოკრატეს]] ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; [[პარმენიდე|პარმენიდეს]] მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა.
 
== ნაშრომები ==
== შრომები ==
[[ფაილი:Plato-raphael.jpg|thumb|left|[[რაფაელი]]ს პლატონი ''ათენის სკოლის'' ფრესკაზე, შესაძლოა [[და ვინჩი, ლეონარდო|ლეონარდო და ვინჩის]] მსგავსად. პლატონი ზეცისკენ მიუთითებს, რაც მის ფორმათა მრწამსს განასახიერებს.]]
სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა [[არისტოკრატია]]ს, [[დემოკრატია]]ს, [[მონარქია]]ს, [[ოლიგარქია]]ს და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე „ბუნება აღზრდის პირისპირ“ დებატების დაწყებამდე, [[ჰობსი, ტომას|ტომას ჰობსისა]] და [[ლოკი, ჯონ|ჯონ ლოკის]] დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლატონი“-დან