რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
== საომარი მოქმედებები ==
=== ბალკანეთის ფრონტი ===
{{მთავარი|რუსეთ-ოსმალეთის ომის ბალკანეთის ფრონტი (1877-1878)}}
საომარი მოქმედებები თავიდანვე დაიწყო ორ ფრონტზე – [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთსა]] და [[კავკასია]]ში. ოსმალეთის არმია ომის დასაწყისისათვის 450 ათას კაცს ითვლიდა, აქედან 338 ათასი ბალკანეთის ფრონტზე იმყოფებოდა, ხოლო 70 ათასი – კავკასიის ფრონტზე. რუსეთის მხარეს იბრძოდა [[ბულგარეთი]] და [[სერბეთის სამეფო]]. 1877 წლის აპრილში რუსეთის არმიამ გადალახა მდინარე [[პრუტი]] და [[რუმინეთი]]ს ტერიტორიაზე შევიდა. 1877 წლის მაის–ივნისში მიმდინარე ცხარე ბრძოლების შემდეგ რუსებმა ბულგარელ მოლაშქრეებთან ერთად მდინარე [[დუნაი]] გადალახეს და დაიკავეს სისტოვო. ამის შემდეგ რუსეთის არმია სამ ნაწილად გაიყო: გენერალ [[იოსებ გურკო]]ს კორპუსს უნდა გადაელახა [[ბალკანეთის მთები]] და გადასულიყო ოსმალეთის არმიის ზურგში ადრიანოპოლის რაიონში. გენერალ [[ნიკოლოზ კრიდერი]]ს კორპუსს უნდა ემოქმედა რუსეთის არმიის მარჯვენა ფლანგზე და დაეკავებინა მნიშვნელოვანი სიმაგრე [[პლევნა]]. ტახტის მემკვიდრის [[ალექსანდრე III (რუსეთი)|ალექსანდრე ალექსანდრის ძის]] კორპუსს უნდა ემოქმედა რუსეთის არმიის მარცხენა ფლანგზე და დაეკავებინა მნიშვნელოვანი სიმაგრე [[რეშჩუკი]]. იოსებ გურკოს კორპუსმა სწრაფი შეტევა განახორციელა, დაიკავა [[ბულგარეთი]]ს ძველი დედაქალაქი [[ტირნოვო]] და შეუდგა ბალკანეთის მთებზე გადასვლას.