ედიშერ ჭელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სურათი
ცვლილების წაშლა
ხაზი 1:
'''ედიშერ ჭელიძე''' ( დ. 1959 წლის 4 აგვისტოს ქ. ოზურგეთში.) - ქართველი თეოლოგი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), თეოლოგიის დოქტორი (2013), პროფესორი (1999). თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე.
 
<nowiki>[[ფაილი: 46516460 1936214813129470 870284107882430464 n.jpg|მინი|დაბ. თარიღი 4 აგვისტო, ქალაქი ოზურგეთი]]</nowiki>
 
== ბიოგრაფია ==
1975 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა (1980წ.) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებაში. 1984 წლიდან ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელია. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “გრიგოლ ნოსელის კოსმოგონიური თხზულების “პეტრეს მიმართ ძმისა თვისისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათვის” ძველი ქართული თარგმანი” და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში კითხულობს პატროლოგიის კურსს. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია.” 1998 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგეა. 2010 წლის თებერვალში დაინიშნა პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგედ. 2012 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დააჯილდოვა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2013 წლის 14 იანვარს მსოფლიოს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა საბჭომ მიანიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1995-96 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი "გზა სამეუფო", 2000-2001 წლებში გაზეთი "საეკლესიო სიწმინდენი", ხოლო 2011-12 წლებში ჟურნალი "გული გონიერი" (I- IV ნომერი).<ref>[http://tsas.ge/ge/?page_id=446 პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრა]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედიშერ_ჭელიძე“-დან