პლეისტოცენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 59 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q25546
No edit summary
ხაზი 1:
{{მეოთხეული}}
[[ფაილი:Pleistocene north ice map.jpg|მინი|მყინვარული საფრის მაქსიმალური დონე ჩრდილოეთ პოლუსის სივრცეში]]
'''პლეისტოცენი''' (სიმბოლო P<sub>S</sub><ref>{{cite web |url=http://pubs.usgs.gov/of/1999/of99-430/of99-430_sec38.pdf |accessdate=2011-06-22 |title=Geologic Age Symbol Font (StratagemAge) |publisher=USGS |id=99-430}}</ref>; [[ძველი ბერძნული ენა|ძვ. ბერძნ.]] πλεῖστος – მრავალრიცხოვანი და καινός – ახალი) — დედამიწის ისტორიის [[მეოთხეული პერიოდი]]ს შუა ეპოქა, რომელიც დაიწყო 2,588 მლნ. წლის წინათ და დამთავრდა 11,7 ათ. წლის წინ. მოსდევს [[ჰოლოცენი|ჰოლოცენს]] და წინ უსწრებს [[პლიოცენი|პლიოცენს]]. [[1839|1839 წელს]] ტერმინი „პლეისტოცენი“ [[მეცნიერება]]ში დაამკვიდრა ინგლისელმა გეოლოგმა [[ჩარლზ ლაიელი|ჩარლზ ლაიელმა]], რომელმაც კუნძულ [[სიცილია]]ზე კვლევების შედეგად გამოავლინა ფენა, სადაც ინახებოდა მოლუსკების ფაუნის დაახლოებით 70%. ამან განასხვავა აღნიშნული ფენები [[პლიოცენი|პლიოცენური]] ეპოქისაგან, რომელსაც ლაიელი მანამდე მიაკუთვნებდა ყველაზე ახალგაზრდა ნამარხ ფენებს. მოგვიანებით ლაიელმა პლეისტოცენი გამოყო დამოუკიდებელ ეპოქად, რომელსაც პოსტპლიოცენური უწოდა. ჯერ კიდევ [[XX საუკუნე]]ში ტერმინი პლეისტოცენი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა მეოთხეული პერიოდის ან ანთროპოგენის სინონიმს. პლეისტოცენი არის მეოთხეული პერიოდის პირველი ეპოქა ან [[კაინოზოური ჯგუფი]]ს მე-6 ეპოქა. პლეისტოცენი არსებითად ყინულოვანი ეპოქაა. [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] თვალსაზრისით, დაახლოებით ემთხვევა ძველი ქვის ხანას, ეგრეთ წოდებულ [[პალეოლითი|პალეოლითს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლეისტოცენი“-დან