სარდიონ თევზაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სარდიონ თევზაძე''' (დ. [[1882]], [[წიაღუბანი|წიაღუბანი]], [[ქუთაისის მაზრა]] — გ. [[30 აგვისტო]], [[1924]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკოსი, [[საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები|საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი]].
 
==ბიოგრაფია==
სარდიონ თევზაძე დაიბადა [[1882]] წელს, [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[წიაღუბანი|წიაღუბანში]].
 
[[1898]] წლიდან ეწეოდა მიწათმოქმედებას, იყო [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] წევრი [[1904]] წლიდან; [[1907]]-[[1908]] წწ. წლებში იყო პარტიის ტფილისის ერთ-ერთი რაიონის კომიტეტის წევრი. [[1908]] წელს დააპატიმრეს ტრამვაიში მუშაობის დროს თბილისში; ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ გაასახლეს თბილისის გუბერნიის საზღვრებიდან, სამხედრო წესების მოხსნამდე. [[1911]] წელს კვლავ დააპატიმრეს და მეფისნაცვლის განკარგულებით კავკასიის საზღვრებიდან გაასახლეს. [[1917]] წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. [[1917]] წელს იყო [[ტფილისი|ტფილისის]] მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. [[1917]] წლის [[ნოემბერი|ნოემბერში]] აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. [[1918]] წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ტფილისის კომიტეტის წევრი. [[1921]] წელს ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში. [[1924]] წლის [[10 ივნისი|10 ივნისს]] [[საქართველოს სსრ]] საგანგებო კომისიამ (ჩეკამ) დაკავების ორდერი გასცა, კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდების გამო. [[1924]] წლის [[28 აგვისტო|28 აგვისტოს]], ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტეს თბილისში, სავარაუდოდ 30 აგვისტოს ღამით.
 
==ლიტერატურა==
* ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 247, თბ., 2016
 
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}}
ხაზი 13:
 
[[კატეგორია:დაბადებული 1882]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 30 აგვისტო]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1937]]
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]