საქართველოს სამხედრო გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
[[1771]] წელს როდესაც აკადემიკოსმა [[იოჰან გიულდენშტედტი|იოჰან გიულდენშტედტმა]] სცადა მოზდოკიდან ტფილისში გადმოსულიყო, ისარგებლა აღნიშნული გზით. მას თან ახლდა 24 კაზაკი და 100 ოსი თავდაცვისათვის, რომლებიც რუსეთის სამსახურისათვის ადგილობრივმა თავადმა გადასცა. მას ხიდების აღდგენისა და გაუვალი გზების გადასალახავად დასჭირდა 2 კვირა, რათა გაევლო აღნიშნული გზა. [[1772]] წელს გიულდენშტედტისთვის უკანდაბრუნება უფრო რთული აღმოჩნდა, რადგანაც [[სტეფანწმინდა]]ში მისულს ყველა ხიდი მდინარისაგან განადგურებული დახვდა. ამას თან ერთვოდა ის, რომ ადგილობრივი მთის მოსახლეობა ცდილობდა მის გაძარცვას. სპეციალურად მის გასაცილებლად მოზდოკიდან გამოგზავნილი იყო 600 კაციანი რაზმი მაიორ ფონ კრიუდნერის მეთაურობით.
 
აღნიშნული გზის რთულირთულ და სახიფათო მონაკვეთად ითვლებოდა თერგის ხეობა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო არაგვის მონაკვეთზე. რუსეთის მხრიდან მთის მოსახლეობის მხრიდან დაბრკოლებას ბოლო მოეღო მას შემდეგ, რაც [[1783]] წლის 24 ივლისს გეორგევსკის[[გეორგიევსკის ტრაქტატი|გეორგიევსკის ტრაქტატს]] მოეწერა ხელი მოეწერა. ორმხრივი შეთანხმება გულისხმობდა საქართველოსათვის სამხედრო დახმარებისათვის რუსეთის ჯარების თავისუფალ გადაადგილებას საქართველო-რუსეთის მონაკვეთზე საქართველოსათვის სამხედრო ძალის მისაშველებლად. ამ მიზნისათვის [[1784]] წელს მოზდოკიდან ლარსამდე აშენდა რამოდენიმე სამხედროგამაგრებული ნაგებობაპუნქტი. იმავე წელს გზა გადმოლახა რუსეთის ორმა ბატალიონმა პოლკოვნიკ ბურნაშოვის მეთაურობით, რომელიც გაემართა ერეკლე მეფის დასახმარებლად ავარელი [[ომარ-ხანისახანი]]სა და ახალციხელი [[სულეიმან-ფაშისფაშა]]ს წინააღმდეგ საბრძოლველად.
 
თერგის მონაკვეთის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევა წინააღმდეგობაში მოვიდა ჩეჩენი მთიელებისათვის, რადგანაც ამ გზით მათ გადმოჰყავდათ საქართველოდან მოტაცებული ტყვეები, რომელთაც ისინი შემდეგ სხვადასხვა ბაზარზე ყიდდნენ. 1785 წელს ჩეჩნეთი შეიხ-მანსურის წინამძღოლობით აღსდგა აღნიშნული გზის წინააღმდეგ. 1786 წელს რუსეთის მცირერიცხოვანი არმია იძულებული შეიქმნა დაეთმო მის მიერ ახლადაშენებული გამაგრებები (პოტიომკინა, გრიგორიპოლი და ვლადიკავკაზი).