საქართველოს სამხედრო გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
 
1802 წლის 8 სექტემბერს ციციანოვი დაინიშნა რა საქართველოს მთავარმართებლად, შეუდგა აღნიშნული იდეის განხორციელებას. 1803 წელს განახლდა თერგზე არსებული ვლადიკავკაზი და სხვა სიმაგრეები, რომელიც აკავშირებდა მათ მოზდოკს. ვლადიკავკაზსა და დარიალს შორის მოეწყო რედუნტები, რომლებიც გათვალისწინებული იყო მგზავრთა მთიელთაგან დასაცავად. დარიალის ხეობაში გზებისა და ხიდების მოსაწყობად გამოთხოვილ იქნა 71 ათასი რუბლი. 1804 წელს თაღაურელმა მმართველმა მახმედ დუდაროვმა სოფელი ლარსი თავისი მიწებით რუსეთის იმპერიას დაუთმო.
 
1809 წელს გენერალ ტორმასოვმა რომელმაც ციციანოვი შეცვალა ბაქოში მისი გარდაცვალების გამო, შეძლო აეშენებინა 18-დან მხოლოდ ორი დროებითი ხიდის აშენება. გზებს იკაფავდნენ კლდეების აფეთქებით, თუმცაღა საქმის მწარმოებლად არ იყვნენ საქმის მცოდნე სპეციალისტები.
 
1811 წელს მოხდა გზების სამმართველოსთვის გადაცემის ცერემონია. ამ დროიდან შეიძლება ითქვას რომ გზები სისტემატიურად იწმინდებოდა და რემონტდებოდა. 1814 წელს გზები უკვე იმდენად გამართული იყო რომ მასზე მოძრაობა შეიძლებოდა მძიმეწონიანი ეკიპაჟითაც. 1827 წელს ერმალოვის დროს დაწესდა ექსტრა-ფოსტა ტფილისსა და მოსკოვს შორის. 1834 წელს კი საფოსტო სადგურებზე შემოტანილი იყო საფოსტო ეტლები.
 
1836 წელს იყო მცდელობა გაეყვანათ შემოვლითი გზა შავ არაგვზე, რომელიც თავიდან ააცილებდა ჯვრის უღელტეხილზე გადასვლას დიდთოვლიანობის დროს. აღნიშნული გზა ხევზე გადადიოდა გუდამაყრის უღელტეხილიდან. 1847 წელს მასზე დახარჯული მილიონზე მეტი ასიგნაციის შემდეგ ვორონცოვმა შეეჩერებინა აღნიშნული პროექტი მისი სიძვირის გამო.
 
1861 წლამდე გზა ტფილისიდან ვლადიკავკაზამდე გზა მიდიოდა ქვიშეთამდე, შემდეგ არაგვზე გადასული აღმართით ადიოდა კაიშაურამდე და იქედან გადადიოდა ჯვრის უღელტეხილზე ზიგზაგების გარეშე ეშვებოდა ბაიდარის ხეობით სოფელ კობში. აღნიშნული გზის შეცვლაზე ფიქრი დაიწყეს ჯერ კიდევ 1855 წელს. ახალი გზა უნდა ასულიყო კაიშაურამდე მლეთის აღმართით. მლეთის აღმართის პარალელურად დაიწყეს დუშეთის მონაკვეთის მოწყობაც, რომელიც მალევე 1859 წლის 1 ნოემბერს გახსნეს. 1861 წლის 30 აგვისტოს დასრულდა ზემო მლეთის აღმართი, მომდევნო წლის 30 აგვისტოს კი გაიხსნა გუდის მთის მონაკვეთი და დასასრულს 1863 წლის 1 ნოემბერს დაიწყო მოძრაობა სადგურ კობამდე. მომდევნო თვეს ვლადიკავკაზსში დაასრულეს თერგზე ოლგინსკი ხიდის მშენებლობა.
 
მლეთის აღმართის ერთ ერთ მონაკვეთზე აღმართული იყო თუჯის დაფა ზედ არსებული სამშენებლო წარწერით:
 
შოსე გაკთდა მეფისნაცვალ კნიაზ ბარიატინსკის დროს, პოდპოლკოვნიკ სტატოვსკის პროექტით და გზების სამმართველოს VIII ოკრუგის მმართველის გენერალ-მაიორი ალბრიანდის მმართველობის პერიოდში.
 
Шоссе сооружено при наместнике князе Барятинскомъ, по проекту подполковника Статсковкаго, во времья управления VIII округомПутей Сообщения генералъ-моиора Альбранда.
 
 
 
ძვ. წ. VI საუკუნეში დარიალისა და არაგვის ხეობებზე გავლით ხდებოდა [[სკვითები|სკვითური ტომების]] მიგრაცია ამიერკავკასიაში. [[სტრაბონი]]ს (ძვ. წ. I საუკუნე — ახ. წ. I საუკუნე) მიხედვით, აქ გადიოდა ძალზე ვიწრო და ძნელი გზა, რომელიც მიუდგომელი კედლით თავდებოდა. გზისა და დარიალის კარის კონტროლი ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ [[წინა აზია|წინა აზიის]] დიდი სახელმწიფოები. XII საუკუნის I ნახევარში ამ გზით [[ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში|გადმოასახლა]] [[დავით აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებელმა]] [[ყივჩაყები|ყივჩაყთა]] 45 ათასი ოჯახი საქართველოში.