საქართველოს სამხედრო გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
თერგის მონაკვეთის უკონტროლოდ დატოვება ძვირი დაუჯდა საქართველოს. 1795 წელს როდესაც აღა-მახმად ხანი შემოესია ირანიდან საქართველოს, რეუსეთიდან დასახმარებლად გამოსული რაზმი პოლკოვნიკ სიროხნევის მეთაურობით მხოლოდ დაგვიანებით შესძლო ჩამოსულიყო თბილისში, რომელიც მას უკვე განადგურებული დახვდა.
 
1799 წელს საქართველოში დაინიშნა მინისტრის ტიტულით რუსეთის მუდმივი რეზიდენტი კოვალენსკი. არმიის სახით მას თან ახლდა მე-17 ეგერის რაზმი გენერალ-მაიორი ლაზარევის მეთაურობით. 1799-1801 წლების მოვლენების გათვალისწინებით რუსეთის იმპერიის ხელმძღვანელობა მივიდა იმ დასკვნამდე რომ უფრო მეტი კომუნიკაციისატვის აუცილებელი იყო სატრანსპორტო კორიდორის არსებობა, რომელზედაც თავისუფლად და სწრაფად იმოძრავდებდა საჯარისო შენაერთები. ამასთანავე ამიერკავკასიაში არსებულ რუსეთის რამოდენიმეატასიან არმიისათვის რეგიონში არ არსებობდა საკმარისი საკვები პროდუქტი, და თუ იყო მხოლოდ ძვირი.
 
1800 წლისათვის დარიალსა და ჯვრის უღელტეხილს შორის იყო 27 ხიდი, აქედან მარტო 13 მდებარეობდა დარიალსა და ბალთას შორის. მოძრაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, რადგანაც გაზაფხულზე თერგი დიდდებოდა, ხოლო ზამთარში კი დიდთოვლობდა აფერხებდა მიმოსვლას.
 
1802 წელს გენერალ-ლეიტენანტ კნორინგსა და თაღაურის მოსახლეობას შორის დაიდო შეთანხმება რომ ისინი გზის გაკეთების სანაცვლოდ უფლებას მიიღებდნენ აეკრიფათ გარკვეული საბაჟო გადასახადი მგზავრებისაგან.
 
გზამ მოზდოკიდან ტფილისამდე ჯეროვანი ყურადღება მიიპყრო რეგიონში თავად ციციანოვის გამოჩენისთანავე. მან გაათვიცნობიერა რომ გზის არანაირი გაწმენდა გაუმჯობესება ვერ გახდიდა მგზავრობას უსაფრთხოს თუ არ დააშოშმინებდა მთიელ მოსახლეობას თავდასხმებისაგან.
 
1802 წლის 8 სექტემბერს ციციანოვი დაინიშნა რა საქართველოს მთავარმართებლად, შეუდგა აღნიშნული იდეის განხორციელებას. 1803 წელს განახლდა თერგზე არსებული ვლადიკავკაზი და სხვა სიმაგრეები, რომელიც აკავშირებდა მათ მოზდოკს. ვლადიკავკაზსა და დარიალს შორის მოეწყო რედუნტები, რომლებიც გათვალისწინებული იყო მგზავრთა მთიელთაგან დასაცავად. დარიალის ხეობაში გზებისა და ხიდების მოსაწყობად გამოთხოვილ იქნა 71 ათასი რუბლი. 1804 წელს თაღაურელმა მმართველმა მახმედ დუდაროვმა სოფელი ლარსი თავისი მიწებით რუსეთის იმპერიას დაუთმო.
 
ძვ. წ. VI საუკუნეში დარიალისა და არაგვის ხეობებზე გავლით ხდებოდა [[სკვითები|სკვითური ტომების]] მიგრაცია ამიერკავკასიაში. [[სტრაბონი]]ს (ძვ. წ. I საუკუნე — ახ. წ. I საუკუნე) მიხედვით, აქ გადიოდა ძალზე ვიწრო და ძნელი გზა, რომელიც მიუდგომელი კედლით თავდებოდა. გზისა და დარიალის კარის კონტროლი ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ [[წინა აზია|წინა აზიის]] დიდი სახელმწიფოები. XII საუკუნის I ნახევარში ამ გზით [[ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში|გადმოასახლა]] [[დავით აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებელმა]] [[ყივჩაყები|ყივჩაყთა]] 45 ათასი ოჯახი საქართველოში.