საქართველოს სამხედრო გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
 
==ისტორიული ცნობა==
XVI საუკუნის რუსეთის გეოგრაფიულ აღწერაში, ცნობილი როგორც «Большой Чертежъ», წერია შემდეგი: „მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს მოედინება მდინარე თერგი, რომელიც მიედინება მთებში, საიდანაც ჩაედინება ხვალიმის (კასპიის?) ზღვაში“. ეს იმის დასტურია რომ რუკის შედგენის დროს რუსეთის იმპერიაში ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ არაგვი-თერგზე გამავალ გზაზე და შესაბამისად შეიძლება იმის ვარაუდიც რომ ადრეულ პერიოდში აღნიშნული გზა არ გამოიყენებოდა აქტიური მიმოსვლისათვის.
 
ძვ. წ. VI საუკუნეში დარიალისა და არაგვის ხეობებზე გავლით ხდებოდა [[სკვითები|სკვითური ტომების]] მიგრაცია ამიერკავკასიაში. [[სტრაბონი]]ს (ძვ. წ. I საუკუნე — ახ. წ. I საუკუნე) მიხედვით, აქ გადიოდა ძალზე ვიწრო და ძნელი გზა, რომელიც მიუდგომელი კედლით თავდებოდა. გზისა და დარიალის კარის კონტროლი ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ [[წინა აზია|წინა აზიის]] დიდი სახელმწიფოები. XII საუკუნის I ნახევარში ამ გზით [[ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში|გადმოასახლა]] [[დავით აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებელმა]] [[ყივჩაყები|ყივჩაყთა]] 45 ათასი ოჯახი საქართველოში.