მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 31:
ამ მოვლენებმა ლუი აიძულა [[1267]] წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისმა პირადმა ისტორიკოსმა წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად [[ტუნისი|ტუნისზე]] გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში მარცხით დასრულდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ [[ესპანეთი|ესპანეთთან]] და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.
 
ლუი [[აფრიკა|აფრიკის]] მიწაზე [[1270]] წლის ივლისში გადავიდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიაში სასმელი წყლის დაბინძურების გამო ეპიდემიამ იფეთქა, ხოლო თავად ლუი იმავე წლის [[25 აგვისტო]]ს კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში, „კუჭის ქრონიკული აშლილობით” გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, მისი ბოლო სიტყვა „იერუსალიმი” იყო. ამის შემდეგ კარლმა მეფედ ლუის ვაჟი [[ფილიპ III (საფრანგეთი)|ფილიპ III]] გამოაცხადა, მაგრამ ახალი მეფის მცირე ასაკის გამო, ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.
 
ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]] სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის, ქალაქში მშვიდობიან ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა [[ინგლისი]]ს უფლისწული ედუარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა [[აკო]]ზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო სიმაგრე იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე [[მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობად]] ითვლება.