მონეტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Pikria-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს Felizdenovo-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
{{ვიკი}}
'''მონეტა''', ([[ლათ.]] moneta), [[ლითონი]]ს [[ფულის ერთეული]]; ლითონის რომელიმე სახეობისაგან მოჭრილი ფული, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფორმა, წონა, სინჯი და ღირებულება. თავდიპრველად სიტყვა „მონეტა“ იყო ქალღმერთ [[იუნონა]]ს ერთ -ერთი ეპითეტი და ნიშნავდა დამრიგებელს. სახელი მომდინარეობს კაპიტოლიუმის ბორცვზე (ქ. რომი) იუნონა - მონეტას ტაძარში მოთავსებული ზარაფხანისაგან, სადაც იჭრებოდა ლითონის ფული. მონეტის სამშობლოდ მიჩნეულია ლიდია. ძვ. წ. VII ს-დან მონეტამ მრგვალი ფორმა მიიღო და მისი სრულფასოვნების გარანტიას სახელმწიფო იძლეოდა. მონეტის შემოღებამდე მიმოქცევაში იყო ლითონის სხვადასხვა ფორმის ზოდები. მონეტის მოჭრა საქართველოში ძვ. წ. VI ს–დან დაიწყო და სისტემატურად გრძელდებოდა 1834 წლამდე. ტერმინი მონეტა ძველ ქართულ წყაროებში არ იხსენიება. სამონეტო საქმიანობა საქართველოში განახლდა 1995 წლიდან. მონეტის მოჭრის უფლება, როგორც წესი, სახელმწიფოს კომპეტენციაა; ამდენად, მონეტა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საბუთია.
 
 
== '''სად და როდის მოიჭრა პირველი მონეტები''' ==
 
ოთხი-ხუთი ათასი წლის წინ ადამიანისათვის ჯერ კიდევ უცნობი იყო ფული. იმ დროს უკვე იყოფოდნენ სამიწათმოქმედო და სამესაქონლოე ტომებად, წარმოიშვა ხელოსნობა. ადამიანი ხელოსნურ ნაკეთობაზე ცვლიდა პირუტყვს, მარცვლეულს, ცხოველთა ტყავს. გაცვლისას ფასეულობის საზომად თავდაპირველად იყენებდნენ ცხოველთა ტყავს ან საქონელს.
 
გაცვლის განვითარებასთან ერთად მოსახერხებელი საზომი გახდა ლითონი. ძველ საბერძნეთში ამ მიზნით ზოგჯერ რკინის წკნელებს იყენებდნენ; მაგრამ ისინი ძალიან მძიმე იყო. ასეთი ფულის შესანახად საკუჭნაოებს აგებდნენ, ბაზარში ფული ურმით მიჰქონდათ. მალე საფასურად ძვირფასი ლითონების, უპირველეს ყოვლისა, ვერცხლის გამოყენება დაიწყეს. იგი ძვირი იყო და ამიტომ სავაჭრო საქმეების მოგვარებისას მათი შედარებით მცირე რაოდენობა იყო საჭირო. გაჩნდა ასაწონი ფული – ზოდები ან გარკვეული წონის რგოლები. ძველ აღმოსავლეთში ასეთ წონით ფულს ძვ. წ. VII ს – ში გამოიყენებდნენ. ბაზრებზე წონიდნენ არა მარტო შესასყიდ სურსათს, არამედ ფულსაც. ძველ ეგვიპტეში შუა მეფობის ხანაში (ძვ. წ. 2200 - 1710 წწ.) წონითი ფულები ვერცხლის რგოლების სახით იყო. შემონახულია ნახატები, თუ როგორ წონიან ვერცხლის რგოლებს.
 
პირველი მონეტები გაჩნდა ლიდიაში, მცირე აზიაში ძვ. წ. VII ს – ში. ეს იმით აიხსნება, რომ ლიდიაზე გადიოდა სავაჭრო გზები საბერძნეთსა და აღმოსავლეთ ქვეყნებში. აქ ადრე გახდა საჭირო სავაჭრო საქმეების გამარტივება, ხშირად ძნელი საცნობია მცირე, უფორმო ნატეხის მონეტა. მაგრამ მასში იყო მთავარი – ჰქონდა ნიშანი მისი გამომშვები ქალაქისა, რომელიც მონეტის წონის გარანტიას იძლეოდა.
 
პირველი ბერძნული მონეტები გაჩნდა კუნძულ ეგინაზე ძვ. წ. VII ს – ში. ეგინურ დრაჰმებზე გამოსახული იყო კუ, მეორე მხარეს კი აჩნდა ნაჭდევის კვალი, რითაც იგი მარაგდებოდა ჭრის დროს, იწონიდა დაახლოებით 6 გრამს.
 
ძველბერძნებს მონეტათა საკუთარი საზომი ჰქონდათ. წვრილი ვერცხლის ფულს ობოლი ერქვა. ექვსი ობოლი შეადგენდა დრაჰმას, ორი დრაჰმა კი – სტატერს. მაგრამ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქალაქში ამ მონეტებს წონაც სხვადასხვა ჰქონდა.
 
საბერძნეთის ადრეულ მონეტებს წარწერები არ ჰქონდა, ხოლო გამოსახულება მხოლოდ წინა პირზე აჩნდა. ქალაქთა სახელების წარწერა დაიწყეს ძვ. წ. VI ს – ის შუა წლებიდან, ხოლო ძვ. წ. V ს – ში საბერძნეთში ისწავლეს ორივე მხარეზე სხვადასხვა გამოსახულებებიანი მონეტების გამოჭრა. მაგალითად, ათენში იჭრებოდა მონეტა, რომლის შუბლზე გამოსახული იყო ქალღმერთ ათენას თავი, ზურგზე კი – ბუ (ათინას ფრინველი).
 
ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშია ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულებზე მდებარე ბოსფორის სამეფოს ბერძნული ოქროს მონეტები. წინაპირზე გამოსახული იყო ზღაპრული არსების სილენის თავი, ხოლო მეორე მხარეზე კბილებში შუბგარჭობილი ფანტასტური გრიფონი.
 
პირველი ბერძნული ოქროს მონეტები გამოუშვა მაკედონიის მეფემ ფილიპემ (ალექსანდრე მაკედონელის მამამ) და ეწოდებოდა „ფილიპიკები”.
 
ალექსანდრე მაკედონელი თავის უზარმაზარ მონარქიაში ჭრიდა ერთნაირი გამოსახულებისა და წონის მონეტებს – ეს იყო ტეტრადრაქმები (4 დრაქმა), რომლის წინაპირზე გამოსახული იყო თვით ალექსანდრე გმირ – ჰერაკლეს თავსაბურით, მეორე მხარეზე კი – ზევსი. ალექსანდრე მაკედონელის ტეტრადრაქმებს მისი სიკვდილის შემდეგაც დიდხანს ხმარობდნენ.
 
ტეტრადრაქმებს პონტოს სახელმწიფოს მეფე მითრიდატე VI უშვებდა. წინაპირზე გამოსახული იყო მეფის თავი დიადემით, მეორეზე კი ირემი საძოვარზე.
 
ძვ. წ. IV ს – ში მონეტათა ჭრის ხელოვნებამ საბერძნეთში უმაღლეს აყვავებას მიაღწია, განსაკუთრებით ქ. სირაკუზში. აქ ჭრიდნენ მონეტებს, რომელთა წინაპირზე გამოსახული იყო სირაკუზის მფარველი ქალღმერთი, ხოლო მეორეზე – ექვსცხენიანი ეტლი. ამ მონეტებს ჭრიდნენ შესანიშნავი ოსტატ – მხატვრები.
 
ძველ რომში თავდაპირველად იხმარებოდა წონითი მონეტები – ბრინჯაოს ზოდები, რომლებზეც მოგვიანებით გაჩნდა ხარის, ხომალდის, ცხვრის და სხვა გამოსახულებები.
 
ვერცხლის მონეტების მოჭრა დაიწყეს რომში ძვ. წ. III ს – ის 60 – იან წლებში. ძირითადად გავრცელებული იყო ვერცხლის მონეტა – დენარი. მისი თავდაპირველი წონა 4, 37 გრ. სხვადასხვა დროს იცვლებოდა. ამას გარდა, რომში ჭრიდნენ ბრინჯაოს, შემდეგ კი ოქროს მონეტებს. რომში პირველი ზარაფხანა მდებარეობდა ქალღმერთ იუნონა – მონეტას ტაძარში, აქედან მოდის ტერმინი „მონეტა”. რესპუბლიკის ეპოქის რომაული დენარიების წინაპირზე მოთავსებული იყო ღმერთების გამოსახულება; მეორე მხარეს კი – ორი გაჭენებული ცხენოსნის, ზარაფხანის სამუშაო იარაღების – გრდემლის, უროსა და მარწუხის და სხვათა გამოსახულებანი.
 
იმპერატორები ოქროსა და ვერცხლის მონეტებს თავისი გამოსახულებებით უშვებდნენ. ასეთებია: ახალი წელთაღრიცხვით I ს – ის მონეტები იმპერატორ ავგუსტუსისა, რომელთა ზურგზე გამოსახულია სამსხვერპლო; იმპერატორ ნერონის მონეტების ზურგზე მტრის მკერდზე ფეხდაბჯენილი ლეგიონერის გამოსახულება იყო; IV ს. იმპერატორ კონსტანტინეს მონეტის მეორე მხარეზე გამოსახული იყო შენობა; ამავე დროს სენატი უშვებდა სპილენძის მონეტებს.
 
საიმპერატორო ოქროს მონეტები – შესანიშნავი რეალისტური პორტრეტებიანი აურეუსები, რომის ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოებებს განეკუთვნება.
 
გვიანი ხანის რომის იმპერიაში სამონეტო საქმემ კრახი განიცადა. ვერცხლსა და ოქროში სხვა ნაერთებს ურევდნენ.
 
პორტრეტებსა და სხვა გამოსახულებებს ადრინდელი მხატვრული ფასეულობა არ გააჩნიათ, რაც კულტურის დაცემაზე მეტყველებს.
 
მონეტების შესწავლით მკვლევარი შეიტყობს ძველი ხალხების ცხოვრების სხვადასხვა მხარეს: მეურნეობას, პოლიტიკურ წყობასა და კულტურას, მაგალითად, ტეტრადრაქმის ჭედურობა ამა თუ იმ ქვეყანაში მეტყველებს ალექსანდრე მაკედონელის ბატონობაზე, ხოლო მისი მონარქიის საზღვრებს გარეთ ნაპოვნი ტეტრადრაქმები – იმ დროის სავაჭრო ურთიერთობებზე. ბევრი ანტიკური მონეტა ახლაც არის ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში.
 
== '''ძველებური უცხოური მონეტები''' ==
 
 
[[რომის იმპერიის]] დაცემის შემდეგ ადრეული შუა საუკუნეების ევროპაში ქალაქები უკვე აღარ იყო ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრები. ვაჭრობა ჩაკვდა, ფულის მიმოქცევა დაეცა.
 
ძირითად სამონეტო ერთეულად ძველებურად რჩებოდა რომაული ოქროს სოლიდი (აურეუსი), რომელიც ვერცხლის დენარიების გარკვეულ რიცხვს უტოლდებოდა. მეროვინგებისა და კაროლინგების დროინდელი მონეტები ძალზე წააგავდა რომაულ სოლიდებსა და დენარიებს.
 
ოქროს სოლიდების მოჭრას ბიზანტიელი იმპერატორებიც განაგრძობდნენ.
 
ნატურალური მეურნეობისა და პოლიტიკური დაქსაქსულობის პირობებში ხდება ფულის საქმის სრული დეცენტრალიზაცია. ასე მაგალითად, მეროვინგების დროს (V – VII სს.) ბევრი ეკლესია და მონასტერი არა მარტო გათავისუფლებული იყო გადასახადისაგან, არამედ ზოგჯერ თვითონ ჰქონდა უფლება გადასახადის აკრეფისა და ფულის მოჭრისა. ტრიენსზე – სამი სოლიდი, წინაპირზე გამოსახული იყო მეფე დიადემით, მეორეზე კი – ლათინური ჯვარი. ეს მონეტა გამოუშვა წმ. მარტინის ეკლესიამ საფრანგეთში.
 
სამონეტო საქმის დეცენტრალიზაცია იქამდე მიდიოდა, რომ სოლიდში დენარიების რაოდენობა სხვადასხვა გერმანულ ტომებში სხვადასხვანაირად განისაზღვრებოდა. იმ დროს ფული ცოტა იჭრებოდა, ამიტომ სოლიდი და დენარი იმდენად გადასახდელი საშუალება კი არ იყო, რამდენადაც ფასეულობის საზომი, ე. ი. ანგარიშობდნენ ფულზე, ხოლო, როგორც წესი, გადახდა ნატურით წარმოებდა.
 
VIII – IX სს –ში დასაველთ ევროპაში ძვირფასი ლითონების ნაკლებობის გამო ოქროს სოლიდების ნაცვლად ვერცხლის მოჭრა დაიწყეს.
 
VIII – IX სს – ში დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებით გავრცელებული მონეტა იყო ვერცხლის დენარი. მეორე ნახატზე ვხედავთ ინგლისურ დენარს: მონეტის წინაპირზე გამოსახულია მეფე ეტელრედ II (978 – 1018 წწ.) დიადემითა და ქუდით, მეორეზე კი – ჯვარი. მსხვილი ფეოდალები – ჰერცოგები, ბარონები, არქიეპისკოპოსები – მოგების მიზნით აკლებდნენ მონეტას წონას და ვერცხლის რაოდენობას.
 
ფეოდალური დაქსაქსულობა და სხვადასხვა წონისა და ხარისხის მონეტების სიმრავლე ერთი ქვეყნის ფარგლებშიც კი აძნელებდა ვაჭრობას.
 
ხელოსნობის, ვაჭრობის ზრდასა და ახალი ქალაქების აღმოცენებასთან ერთად იზრდებოდა მონეტებზე მოთხოვნილება. XII – XIII სს – ში ფართოდ გავრცელდა ვერცხლის მონეტები, ე. წ. ბრაკტეატები. მათი გამოჭრის ტექნიკა პრიმიტიული იყო. ვერცხლის თხელი ფურცლიდან ამოჭრიდნენ ფართო მრგვალ ნაჭერს, რომელზეც გამოსახულება მხოლოდ ერთი მხრიდან იყო ამოტვიფრული. ჩვეულებრივ ის საკმაოდ მარტივი იყო: გვირგვინოსანი ლომი დამახასიათებელი რვიანისებური კუდით – ე. წ. ჩეხური ლომი. ბრაკტეატები ძალზე მტვრევადი იყო და მალე ფუჭდებოდა.
 
თანდათან XII საუკუნიდან მოყოლებული იტალიაში, XIII – XIV სს – ში საფრანგეთსა და დასავლეთ გერმანიაში დენარები და ბრაქტეატები განდევნა უფრო სრულფასოვანმა და დიდმა ვერცხლის მონეტა გროშმა, (გროში ლათ, გროსუს – დიდი), მას ერქვა აგრეთვე „გროტურნუა” – ტურნის გროში. გროტურნუას წინა პირზე გამოსახულია ქალაქის ციხესიმაგრე ტრადიციული წარწერით: „ქალაქი ტური”, და 12 შროშანის არშია. ყვავილები მხოლოდ დეკორატიულ როლს კი არ ასრულებდნენ, არამედ მიუთითებდნენ კიდეც, რომ დიდ დენარში – გროშში – 12 დენარი შედიოდა. მეორე მხარეზე გამოსახული იყო ჯვარი, მის ირგვლივ მეფის გვარი და ორი რგოლის მაგვარი ლეგენდა. ეს მონეტა უფრო შეეფერებოდა მზარდ ფულად მიმოქცევას და საერთაშორისო ვაჭრობას, ვიდრე წვრილი დენარი და მტვრევადი ბრაქტეატი, ამიტომ გროშების, ფრანგული მონეტის მსგავსის გამოჭრა ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ დაიწყო.
 
ძალზე გავრცელებული მონეტა იყო პრაღული გროში, რომელსაც XIV ს – ის დასაწყისიდან XVI ს – ის შუაწლებამდე ჭრიდნენ ჩეხეთში.
 
პრაღული გროშები მიმოქცევაში იყო არამარტო ჩეხეთში, არამედ გერმანიის მთელ ტერიტორიაზე, პოლონეთსა და რუსეთში. მონეტების წინაპირზე 250 წლის განმავლობაში გამოსახული იყო ჩეხური გვირგვინი და მეფის სახელი, მეორე მხარეზე კი – ჩეხიის გერბი (ლომი რვიანისმაგვარი კუდით) და მონეტის სახელწოდება – პრაღული გროში. XIV - XV სს – ის მანძილზე გროშის წონამ და ლითონის ხარისხმა იკლო; ხოლო XVI ს - ში გროში წვრილ გადასახურდავებელ მონეტად გადაიქცა.
 
XV ს – ის მეორე ნახევარში სამხრეთ ევროპაში გაჩნდა ახალი დიდი ვერცხლის მონეტები, წონა დაახლოებით – 9,5 გრ., რომლებსაც უწოდებდნენ ტესტონებს (იტალიურად “ტესტა” _ თავი), რადგან ამ მონეტების წინაპირზე გამოსახული იყო მეეფთა პირტრეტები. #6 ნახატზე ფრანგული ტესტონია: წინაპირზე გამოსახულია მეფე ჰენრიხ II (1547 – 1559 წწ.) დაფნის გვირგვინით; მეორე მხარეზე კი ნახევარმთვარე გვირგვინის ქვეშ – ჰენრიხ II – ის პირადი გერბი და მისი დევიზი. XVI ს – ის ზოგიერთ ტესტონზე პორტრეტები მაღალი ხელოვნებით იყო შესრულებული.
 
სამონეტო შტემპელის დამზადებაზე მუშაობდნენ აღორძინების ეპოქის გამოჩენილი ოსტატ – მედალიერები. მაგალითად, პაპის სამონეტო სახელოსნოს ჭედურობის ოსტატის თანამდებობა ერთხანს ეკავა ცნობილ ოქრომჭედელსა და სკულპტორს ბენვენუტო ჩელინის.
 
ტესტონებს ჭრიდნენ შვეიცარიაში, სამხრეთ გერმანიაში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში. XVI – XVII სს – ის ყველაზე დიდი მონეტა ევროპაში იყო ტალერი, ეს სახელი ეწოდა იმ ადგილის აღსანიშნავად, სადაც პირველად მოჭრეს იოაჰიმსტალი ჩეხეთში. ვერცხლის ტალერი 27 – 30 გრამს იწონიდა. XVI – XVII სს – ში ტალერი იჭრებოდა აგრეთვე გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ჰოლანდიაში. მე – 7 ნახატზე ვხედავთ ჰოლანდიურ ლევენდაალდერს – ლომიან ტალერს. წინაპირზე გამოსახულია ფეხზე მდგომი რაინდი გერბიანი ჰოლანდიური ფარით, მეორე მხარეს კი – ლომი.
 
XVI – XVII სს – ში ტალერი რუსეთში ცნობილი იყო „ეფიმკების” სახელწოდებით; სიტყვა ტალერისაგან წარმოდგება სახელწოდება – დოლარი.
 
ოქროს მონეტებიდან შუა საუკუნეების ევროპაში ყველაზე ფართოდ გავრცელდა დუკატები, რომლებიც პირველად ვენეციაში გაჩნდა XIII ს – ის დასასრულს, ვენეციური დუკატები იწონიდა დაახლოებით 3,5 გრამს. დუკატის ერთ მხარეს გამოსახული იყო ვენეციელი დოჟი, რომელიც ვენეციის მფარველის წმინდა მარკუსის ხელიდან იღებდა დროშას, მონეტის მეორე მხარეზე გამოსახული იყო ქრისტე. ამ ტიპის მონეტებზე ლათინურად ეწერა სიტყვა „დუკატუსი”, ე. ი. საჰერცოგო (იგულისხმებოდა ვენეცია). აქედან მომდინარეობდა მონეტის სახელწოდება. დუკატის მეორე სახელწოდება – ცეხინი წარმოდგება იტალიური „ცეკადან” – ზარაფხანა. ვენეციურის მიბაძვით ოქროს დუკატებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჭრიდნენ, მაგალითად, ჩეხეთში, უნგრეთში. უნგრული დუკატის წინა პირზე გამოსახული იყო საგერბო ფარი, ირგვლივ კი წარწერა „ღვთის წყალობით, სიგიზმუნდ მეფე უნგრეთისა”, უკანა მხარეზე – წმინდა ლადისლავი.
 
ინგლისში მეფე ედუარდ IV – ის დროს (1461 – 1483 წწ.) დაიწყეს ოქროს მონეტების – როზენობლის მოჭრა – ვარდიანი ნობლი (ნობლი – შესანიშნავი, გამოჩენილი). მონეტის წინა პირზე გამოსახული იყო ხომალდზე მდგომი მეფე; მარჯვენა ხელში მეფეს მახვილი ეპყრა, მარცხენაში – ინგლისისა და საფრანგეთის გერბიანი ფარი. ხომალდზე კი თეთრი ვარდის გამოსახულება. როზენობლის უკანა მხარეზე – საგერბო შროშანისაგან დაწნულ ჯვარზე მზე იყო გამოსახული, ჯვრის სხივებს შორის ოთხი ლეოპარდი, მზის ცენტრში იყო ვარდი. ბუნებრივია, არ შეიძლებოდა ასეთი შესანიშნავი მონეტებისათვის არ მიებაძათ.
 
ევროპის შუა საუკუნეების ქალაქებში ხმარობდნენ დირჰემებს, რომლებიც შემოდიოდა ჩრდილოეთ აფრიკიდან, ესპანეთის არაბული ნაწილიდან და ა. შ., ასევე ბიზანტიურ მონეტებს.
 
მონეტების მრავალფეროვნებამ ქალაქებში გადამხურდავებლები გაამრავლა. გადამხურდავებლების ჯიხური ჩვეულებრივ ქალაქის ბაზრის მახლობლად იდგა. აქ შეიძლებოდა ნებისმიერი უცხოური მონეტის გადახურდავება ადგილობრივზე. გადამხურდავებელი გულდასმით წონიდა მონეტას და ადგენდა მის ხარისხს. გადამხურდავებლები არა მარტო ახურდავებდნენ ფულს, არამედ შესანახადაც იტოვებდნენ, სესხადაც აძლევდნენ ფულს დიდი პროცენტით.
 
შუა საუკუნეების გადამხურდავებლები პირველი ბანკირებია. ხშირად ბანკირების როლს ასრულებდნენ მონასტრები, რომლებიც საიმედოდ ინახავდნენ დიდძალ ფულს თავიანთ კედლებში.
 
 
უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიაზე ხშირად პოულობენ ვერცხლის მონეტებს რომაელი იმპერატორების გამოსახულებით და ლათინური წარწერებით. ეს ძვ. წ. I –III სს – ის რომაული დინარიებია. ვინაიდან იმ დროს სლავებს ვაჭრობა სუსტად ჰქონდათ განვითარებული, მეცნიერები ფიქრობენ, რომ რომაულ დინარიებს იყენებდნენ როგორც სამკაულს ან მასალას ხელოსნებისათვის.
 
რომაული დინარიები უძველესი მონეტებია, რომლებიც კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გვხვდება. VIII – X სს – ის რუსეთში ჩნდება დირჰემები, მსხვილი ვერცხლის მონეტები არაბული წარწერებით. დირჰემებს ჭრიდნენ არაბეთის სახალიფოში, იქიდან კი არაბ ვაჭრებს ისინი კიევის რუსეთის ტერიტორიაზე შემოჰქონდათ. აქ დირჰემებმა რუსული სახელწოდებები მიიღეს. დირჰემს უწოდებდნენ „კუნს” ან „ნოგატას”, „კუნის” ნახევარს _ „რეზანას”. 25 „კუნი” შეადგენდა „კუნების გრივნას”.
 
X ს – ის დასასრულს არაბეთის სახალიფოში ვერცხლის დირჰემებს ნაკლებად ჭრიდნენ და ცოტა რაოდენობით შეჰქონდათ კიევის რუსეთში, ხოლო XI ს – ში საერთოდ შეწყდა. რუსეთში ახლა შემოაქვთ დასავლეთევროპული მონეტები, რომლებსაც ისევე უწოდებდნენ, როგორც ოდესღაც რომაულებს – დინარიებს. ამ თხელ ვერცხლის მონეტებს, მმართველთა პრიმიტიული გამოსახულებით, რუსული მონეტების სახელები ეწოდა – „კუნები” ან „რეზანები”.
 
X ს - ის დასასრულს კიევის რუსეთში საკუთარ ვერცხლისა და ოქროს მონეტებს ჭრიან. პირველ რუსულ მონეტებსაც ოქროსა და ვერცხლს უწოდებდნენ. მონეტებზე გამოისახებოდა კიევის დიდი მთავარი და თავისებური სახელმწიფო გერბი, სამკბილას ფორმისა, ე. წ. „რიურიკოვიჩების ნიშანი”. მთავარ ვლადიმერის (920 – 1015 წწ.) მონეტებზე ეწერა: „ვლადიმერი ტახტზე ზის, ეს კი მისი ფულია”. სიტყვა „ვერცხლი” რუსეთში დიდხანს დარჩა ფულის აღმნიშვნელად.
 
XIII ს – ში რუსეთს თათარ – მონღოლები შემოესივნენ. ქალაქები დაინგრა, ვაჭრობა ჩაკვდა. ამ მძიმე წლებში რუსეთში მონეტებს არ ჭრიდნენ, არც უცხოეთიდან შემოჰქონდათ. XII – XIV სს. „უმონეტობის” სახელწოდებით შევიდა ისტორიაში.
 
ჩვენთვის ცნობილია ამ დროის მონეტის მხოლოდ ერთი სახეობა: ვერცხლის მძიმე ზოდები. მათ ვერცხლის „გრივნები” ეწოდებოდა, მიმოქცევაში იყო გრივნა კიევური დაახლოებით 160 გრ. წონის ექვსკუთხა ზოდები, ნოვგოროდული – დაახლოებით 200 გრ. წონის გრძელი ნაჭრის ფორმისა. მეცნიერებს დღემდე ვერ დაუდგენიათ, რა საგნები ასრულებდნენ ფულის მოვალეობას წვრილი ვაჭრობის დროს უმონეტობის პერიოდში. ცნობილია მხოლოდ, რომ XIV ს – ში რუსეთის დასავლეთ განაპირა ადგილებში ხმარობდნენ ლამაზ მკაფიო ვერცხლის მონეტებს ლომის გამოსახულებით – ჩეხების მიერ მოჭრილ „პრაღულ გროშებს”, ხოლო აღმოსავლეთ განაპირა ადგილებში, დღევანდელი რიაზანის, გორკის, ვლადიმირის ოლქებში, ოქროს ურდოს დირჰემებს – მცირე ვერცხლის მონეტებს გამოსახულების გარეშე, არაბული წარწერებით.
 
მაგრამ სწორედ უმონეტობის პერიოდში გაჩნდა ძირითადი რუსული ფერადი ერთეული – მანეთი. მანეთი უწოდეს ნოვგოროდულ ვერცხლის ზოდს, ხოლო მის ნახევარს – ათშაურიანი.
 
XIV ს – ში ფულის მოჭრა ერთ-ერთმა პირველმა მოსკოვის სამთავრომ დაიწყო ცნობილი მთავრის დიმიტრი დონელის (1359 – 1389 წწ.) დროს. ამ მთავრის მონეტებზე გამოსახული იყო მეომარი ჩუგლუგით ხელში, გვერდით ამოტვიფრული იყო რუსული ასოებით მთავრის სახელი „დიმიტრი“. მეორე მხარე ოქროს ურდოს დირჰემების მსგავსია. XV ს – ში რუსულ მონეტებს უკვე აღარ ეტყობა თათრული წარწერების მიბაძვა.
 
XV ს – ის დასაწყისში რუსეთში 20 – მდე ზარაფხანა იყო. სხვადასხვა სამთავროების მონეტები ერთმანეთისაგან წონითაც განსხვავდებოდა და გარეგნულადაც.
 
ნოვგოროდულ მონეტებზე გამოხატული იყო მთელი სცენა: ქალაქის მფარველი წმინდა სოფიო და ნოვგოროდელი, ჰქონდა ლაკონური წარწერა: „დიდი ნოვგორიდი” (ნახ. 11), ნოვგოროდისა და ფსკოვის მონეტებზე არ არის აღნიშნული მთავართა სახელები, რადგან უმაღლესი ძალაუფლება ამ ქალაქებში ვეჩეს ეკუთვნოდა.
 
რიაზანის სამთავროს მონეტებზე გამოსახულია სამთავროს თავისებური გერბი, რომლის მნიშვნელობა ჯერაც არაა ახსნილი, და მმართველი მთავრის სახელი, ტვერის მონეტებზე – ნადირობის სცენა. სუზდალ – ნიჟეგოროდის სამთავროს მონეტებზე, რომელიც ოქროს ურდოს სამფლობელობის მეზობლად მდებარეობდა, უფრო დიდხანს ეტყობოდა თათრული მონეტების გავლენა.
 
XIV – XV სს – ში რუსული ვერცხლის მონეტებს ეწოდებოდა „ფული”. ეს სიტყვა რამდენადმე შეცვლილი დღესაც იხმარება – „დენგი”. ამ სიტყვამ ფართო ხასიათი მიიღო. გარდა ვერცხლის მონეტებისა. ზოგიერთ დიდ ქალაქში იჭრებოდა სპილენძის მონეტებიც – „პულები”; სპილენძის მონეტაზე იყო ფრინველის გამოსახულება და წარწერა: „პოულო მოსკოვური”. ვერცხლისა და სპილენძის მონეტები იჭრებოდა მავთულისაგან, რომელიც გარკვეული წონის (1 გრამზე ნაკლები) ნაჭრებად იკვეთებოდა. გაბრტყელებულ ნაჭრებს ჭრიდნენ საჭრეთელით, რომელზედაც ამოკვეთილი იყო გამოსახულებები და წარწერები.
 
რუსული სამთავროების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებასთან ერთად რუსული მონეტების წონისა და გარეგნული სახის სიჭრელე ვაჭრობას აფერხებდა. 1534 წელს რუსულ ცენტრალიზებულ სახელმწიფოში გატარდა ფულის რეფორმა. დატოვეს სამი ზარაფხანა: მოსკოვის, ფსკოვის, ნოვგოროდის, სადაც იჭრებოდა მხოლოდ ერთი ტიპის საერთო – სახელმწიფო მონეტა. ეს იყო კაპიკიანები, „დენგი” (1/2 კაპიკი) და „პოლუშკები” (კაპიკი). კაპიკიანზე გამოსახული იყო შუბოსანი მხედარი (აქედანაა მისი რუსული სახელწოდება) და წარწერა: „სრულიად რუსეთის დიდი მეფე და მთავარი ივანე!”. ფულზე – მხედარი ხმლით, შემდეგი წარწერით: „მეფე და თავადი დიდი ივანე”. „პოლუშკებზე” – ფრინველი და სიტყვა „ხელმწიფე”. 100 კაპიკი შეადგენდა მანეთს, 50 – ათშაურს, 10 – გრივნას, 3 – ალტინს, მაგრამ ყველა ფულადი ერთეული, გარდა კაპიკიანის, დენგასა და პოლუშკისა მხოლოდ სათვალავი ცნება იყო.
 
1534 წლიდან რუსული მონეტები უცვლელი დარჩა XVII ს – ის დასასრულამდე. მხოლოდ მეფეთა სახელები იცვლებოდა წარწერებში, იმ დროიდან დღემდე შემოინახა საანგარიშო სისტემა (100 კაპიკი შეადგენს მანეთს) და ძირითადი ფულადი ერთეულების სახელწოდება (მანეთი, ათი შაური – 50 კაპიკი, სამი შაური – 15 კაპიკი, ორი შაური – 10 კაპიკი, კაპიკიანი).
 
პოლონეთ – შვედეთის ინტერვენციის წლებში, XVII ს – ის დასაწყისში, რუსულმა ფულადმა სისტემამ მძიმე კრიზისი განიცადა. დამპყრობლებმა რუსეთის მეფედ გამოაცხადეს პოლონელი უფლისწული ვლადისლავი და მოსკოვში ძალზე მცირე წონის მონეტის მოჭრა დაიწყეს მისი სახელით. იაროსლავლში მინინისა და პოჟარსკის სახალხო ლაშქრის ზარაფხანაში ინტერვენტების მონეტების საპირისპიროდ იჭრებოდა მონეტები ჯერ კიდევ 1598 წელს, გარდაცვლილი მეფე თევდორე ივანეს ძის, რიურიკოვიჩების დინასტიის უკანასკნელი „კანონიერი მეფის” სახელით.
 
1613 წელს ტახტზე მიხეილ რომანოვის ასვლის შემდეგ უწინდელი ფულადი სისტემა აღადგინეს.
 
1654 წელს დაიწყო მსხვილი ნომინალების – მანეთების, ათშაურიანების, სამშაურიანების – მოჭრა, რადგან მსხვილი სავაჭრო გარიგების დროს წვრილი მონეტები სახმარად მოუხერხებელი იყო. მანეთიანები ვერცხლისაგან იჭრებოდა, მათი მსგავსი ათშაურიანები – სპილენძისაგან, ხუთშაურიანები – ვერცხლისაგან. შემდეგ გაჩნდა ე. წ. „ნიშნიანი ეფიმკები” – დასავლეთ ევროპული ტალერები, მათზე დამატებით ამოჭრილი იყო კაპიკიანის შტემპელი და თარიღი – 1655. მოსახლეობა უხალისოდ სარგებლობდა მისთვის უჩვეულო ფულით, მათი მოჭრაც ძნელი იყო.
 
მალე დაიწყო სპილენძის კაპიკიანების მოჭრა, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდნენ ვერცხლისაგან. მთავრობის ბრძანებით სპილენძის კაპიკიანები ვერცხლისას გაუტოლდა. ეს ძალზე ხელსაყრელი იყო ხაზინისათვის და საზარალო ხალხისათვის. იმ ხანებში მიმდინარეობდა ომი პოლონეთთან, ხალხი გაღარიბდა, ფული გაუფასურდა, სურსათი ძალზე გაძვირდა, დაიწყო შიმშილობა. 1622 წელს მოსკოვში სახალხო აჯანყებამ იფეთქა, რომელიც ისტორიაში „სპილენძის ბუნტის” სახელითაა შესული. შეშინებულმა მთავრობამ 1663 წელს გააუქმა ახალი ფული. განახლდა ვერცხლის კაპიკიანების, დენგისა და პოლუშკების მოჭრა.
 
მხოლოდ XVIII ს – ის დასაწყისში, პეტრე პირველის დროს, ბოლოს და ბოლოს რუსული მონეტები შეიცვალა. 1700 – 1704 წლებში დაიწყო ვერცხლის მანეთების, ათშაურიანების, ხუთშაურიანების, გრივნების, ალტინების, სპილენძის კაპიკიანების პოლუშკებისა და ნახევარპოლუშკების მოჭრა. ოქროდან თუმნიანები იჭრებოდა. ისინი მავთულისაგან კი არ იჭრებოდა, როგორც XIV – XVII სს – ში, არამედ საგანგებო სამონეტო ნამზადებზე – რგოლებზე. ამ სახით რუსულმა ფულადმა სისტემამ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე იარსება XXI საუკუნემდე.
 
== '''მონეტების პირველი კოლექციონერები''' ==
ანტიკური მონეტებით გატაცება დაიწყო იტალიაში რენესანსის (აღორძინების) ეპოქაში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ნაბიჯი მეცნიერული ნუმიზმატიკის შექმნის საქმეში კოლექციონერობა, მონეტების შეგროვება იყო. ამდენად, ნუმიზმატიკის, როგორც მეცნიერების ისტორია საწყის ეტაპზე ფაქტობრივად მონეტების შეგროვების ისტორიაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის იგივეობის ნიშანი დავსვათ, პირიქით, მათ შორის პრინციპული სხვაობაა.
 
ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი იყო ცნობილი ჰუმანისტი პოეტი პეტრარკა (1304-1374 წწ.), რომელმაც რომაული მონეტების ბრწყინვალე კოლექცია შეაგროვა.
 
ანტიკური მონეტების შესანიშნავი კოლექციები შეაგროვეს ფლორენციელმა მეცენატმა კოზიმო მედიჩიმ (1389-1464 წწ.) და ნეაპოლის მეფემ ალფონს არაგონელმა.
 
XV საუკუნეში ეს გატაცება იტალიის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. ევროპის სახელმწიფოს თითოეული მმართველი ცდილობდა რაც შეიძლება კარგი და მრავალრიცხოვანი კოლექცია შეეგროვებინა.
 
კოლექციონერობით გატაცებული იყვნენ ავსტრიისა და საფრანგეთის იმპერატორები და მეფეები მაქსიმილიან პირველი (1459-1519 წწ.), ანრი IV (1589-1610 წწ.), ლუი XIV (1661-1715 წწ.) და მაკგრაფი გეორგ ვილჰელმი (1619-1640 წწ.).
 
ასე იქმნებოდა ე. წ. მიუნცკაბინეტები (მონეტის კაბინეტები), სადაც დაცული იყო შეგროვილი მასალა და წარმოებდა მათი შესწავლა. XVIII ს-ში ხუთი ასეთი ცენტრი შეიქმნა: სამეფო ან საიმპერატორო ნუმიზმატიკური ცენტრები ვენაში, ბერლინში, პარიზში, ლონდონსა და პეტერბურგში.
 
{{ნუმიზმატიკა}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონეტა“-დან