ტყის კაცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16:
== მოთხრობის შესახებ ==
1923 წლის დეკემბერის ერთ დღეს [[მიხეილ ჯავახიშვილი|მიხეილ ჯავახიშვილმა]] დაწერა მოთხრობა „ტყის კაცი“, სადაც გააცოცხლა იფნიანის უზარმაზარი ტყე.
 
ეს თემა დიდი ხანია აწვალებდა. ერთ დღეს [[პაოლო იაშვილი|პაოლო იაშვილმა]] უამბო საოცარი ამბავი, რომელიც შემდგომ ამ მოთხრობას საფუძვლად დაუდო. უმალ გაუცოცხლდა თვალწინ იფნიანის ტყე და პავლეს ტრაგედია, რომელიც მისთვის ასე ნაცნობი იყო. კრიტიკოსები თვლიან, რომ მწერალმა პავლეს სახით ნაწილობრივ, თავისი მამა, საბა გამოიყვანა. მოთხრობას მისი სულიერი ტრაგედია ჩააქსოვა, ცოლის დაკარგვით განცდილი. მწერლის ცხოვრების თვალის ერთი გადავლებით იგრძნობა ეს მსგავსება. მას არც შეეძლო, სადღაც, გაკვრით მაინც არ აღენიშნა თავისი მამის განცდები, ოჯახის დანგრევით გამოწვეული.
 
„ტყის კაცში„ ჩვენ საბასა და პავლეს მსგავსება აშკარად თვალნათელია და ჩანს, რომ მწერალმა თავისი მამის ტრაგედია დაასურათა, დანარჩენი კი მოთხრობაში მისი ფანტაზიის ნაყოფია.<ref>http://javaxishvili.blogspot.com/p/blog-page_4682.html</ref>
 
== მოთხრობის სიუჟეტი ==
ტყის მცველ პავლეს ავადმყოფობით ცოლი დაეღუბა. ამის შემდეგ თავის ორ შვილთან ერთად სოფლიდან მოშორებით ტყეში დასახლდება და მუშაობას ახალი ძალებით იწყებს.დრო გადის. მისი უფროსი ვაჟი ნიკა 15 წლისაა, ხოლო გოგია - 4-ის. პავლე ერთ-ერთ ნადირობისას დათვს მოკლავს. მის ორ ბელს კი გასაზრდელად წამოიყვანს. ერთხელ გოგია გაცივდება და პავლე ნიკას ქალაქში წააყვანინებს სამკურნალოდ.გოგიას ექიმი უმკურნალებს, მაგრამ უკან დაბრუნებისას უბედურებას შეეყრებიან. გზაზე ბუღა დაედევნებათ და ნიკას დაჭრის. გოგია კი გაიქცევა, მაგრამ სიბნელეში ქვევრს ვერ დაინახავს და ჩავარდება. ნიკას ეკლესიის დარაჯი მათე ნარიკაშვილი იპოვის. პავლე ამ ამბავს მალე გაიგებს. ჩამოვა და თავის შვილს დაიტირებს, თუმცა როდესაც ბუღას დაინახავს თოფს მოიმარჯვებს და სროლას შეეცდება. იქ მყოფნი ხელს შეუშლიან და მაშინ ხანჯალს ამოიღებს და ცხოველისკენ გაექანება.ბრძოლის შემდეგ პავლე დაიჭრება, თუმცა ბუღას მაინც მოკლავს.
 
პავლე მალე გამომჯობინდება და ნიკასთან ერთად სოფელში დაბრუნდება. თანდათანობით პავლე ძალიან გამოიცვლება. მალე ნიკაც დაავადდება და მოკვდება. ამის შემდეგ ტყის კაცი საერთოდ შეიშლება. დახმარებისთვის მეტყევე დათას დაიქირავებს. ერთ ღამეს პავლეს მოლანდებები დაეწყება და სიგიჟისგან თავის სახლ-კარს ცეცხლს გაუჩენს. დათა თავს უშველის და გაიქცევა.
 
Line 43 ⟶ 46:
[[კატეგორია:მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებები]]
[[კატეგორია:ქართული მოთხრობები]]
[[კატეგორია:ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებილიტერატურა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყის_კაცი“-დან