საკეისრო კვეთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
==ოპერაცია და გაუტკივარება==
ოპერაციის მსვლელობისას იხსნება მუცლის წინა კედელი, ამის შემდეგ კეთდება განაკვეთი საშვილოსნოზე, ამოჰყავთ ახალშობილი, წღიან ჭიპლარს და ბავშვს გადასცემენ ბებიაქალს. ბოლოს საშვილოსნოდან იღებენ პლაცენტას. საშვილოსნო იკერება სპეციალური ძაფით, რომელიც 3-4 თვეში გაიწოვება, ხოლო მუცლის კედლის ჭრილობა შრეობრივად იკერება. ოპერაცია, მდგომარეობის შესაბამისად, გრძელდება 20-40 წუთი.
 
არსებობს საკეისრო კვეთის დროს მისი გაუთკივარების ორი გზა: ზოგადი (ენდოტრაქიული ნარკოზი) და რეგიონული (ეპიდურული და სპინალური ანესთეზია).
 
წამყვანი კლინიკები უპირატესობას ანიჭებენ ეპიდურულ და სპინარულ ანესთეზიას როგორც დედისა და ნაყოფისთვის გაუტკივარების ყველაზე სასურველ და დამზოგველ მეთოდს. რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ ნაწილში, მაგრამ პაციენტის ცნობიერება გამოთიშული არ არის. რეგიონული გაუტკივარების მეთოდს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიას. ამ დროს ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალება, რაც იწვევს ინექციის ადგილის ქვევით ტკივილის, შეხებისა და მოძრაობის დროებით გამოთიშვას.
 
დღეს ეპიდურული და სპინალური ანესთეზია ფართოდ გამოიყენება გაუტკივარებისთვის როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს. სპინალური გაუტკივარება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საკეისრო_კვეთა“-დან