საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
დამფუძნებელ კონფერენციაზე აირჩიეს სეოკის წევრები (171 კაცი), კოისიათა ხელმძღვანელები (სპორტულ ფედერაციებთან მუშაობის - ივანე ყიფიანი, საგამომცემლო-სარედაქციო - ნოდარ გუგუშვილი, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის და პროპაგანდის - ავთანდილ ციბაძე, საერთაშორისო ურთიერთობის - დავით კაკაბაძე), მიიღეს დეკლარაცია და სეოკ-ის წესდება.
 
წესდების მიხედვით, სეოკ-ი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას საქართველოში. სეოკ-ს აქვს განსაკუთრებული უფლება საქართველო წარადგინოს ოლიმპიურ თამაშებზე, სოკ-ის სხვა შეჯიბრებებზე. სეოკ-ი ადგენს და ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციებს, ნიშნავს თავის წარმომადგენელს სოკ-ში, მონაწილეობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამებში, აწყობს ოლიმპიურ დღეს და კვირეულს, სპორტში ძალადობის და დოპინგის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. სეოკ-ი იცავს თავის ავტონომიას და არ ექცევა არავითარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეკონომიკური ზეგავლენის ქვეშ, რომელთაც შეუძლიათ შეაფერხონ ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნათა შესრულება.
 
სპორტის შესახებ საქართველოს კანონის (მიღებულია 1996 წლის 20 სექტემბერს) მესამე თავის მე-9 მუხლის თანახმად:
 
1. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ-ი) არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში. სეოკ-ი იურიდიული პირია.
2. სეოკ-ი ხელმძღვანელობის საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით.
3. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.
4. სეოკ-ს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.
5. სეოკ-ი თანამშრომლობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ეროვნულ ფედერაციებთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. სეოკ-ი მონაწილეობს ოლიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში.