სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 150:
====შულავერის ოპერაცია====
[[ფაილი:General_Giorgi_Kvinitadze.jpg|მინი|გიორგი კვინიტაძე]]
24 დეკემბრის მიღწეული წარმატების შემდეგ გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა მიზნად შულავერის გათავისუფლება დაისახა, სადაც სომეხთა ძირითადმა ძალებმა მოიყარეს თავი გენერალ დრასტამატ კანაიანის მეთაურობით და საგანგებოდ მოემზადნენ ქალაქის დასაცავად. შულავერის კონტროლს გარდა სამხედრო თვალსაზრისისა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა პოლიტიკური კუთხითაც, რადგან ეს ქალაქი ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. 24 დეკემბერს თბილისიდან ფრონტის ხაზზე დამატებით V ქვეითი პოლკის III და IV ბატალიონები გაემგზავრნენ 1 040 სამხედროს შემადგენლობით. 25 დეკემბრისთვის ომის ეპიცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალები შემდეგნაირად განლაგდნენ: მარცხენა ფლანგს გენერალ ქრისტეფორე ჩხეტიანის მეთაურობით იკავებდნენ, სახალხო გვარდიის [[სამტრედია|სამტრედიის]] რაზმი (500 გვარდიელი), V პოლკის წინწაწეული ბატალიონი, IV საარტილერიო ბატარეა და სადაზვერვო ესკადრონი. ცენტრში განლაგდა სხვადასხვა დასახელების თორმეტი შენაერთი, მათ შორის VI პოლკის ორი2 როტა, ოფიცრების ასეული და მესაზღვრეთა რაზმი, ასევე მოხალისეები, ფრონტის ამ უბანს გენერალ-მაიორი გიორგი სუმბათაშვილი მეთაურობდა.
 
თავის მხრივ სომეხთა სარდლობამ შულავერსა და მის შემოგარენში 4 000-ზე მეტ სამხედროსა და მოხალისეს მოუყარა თავი, ქალაქში შეტანილ იქნა დამატებითი აღჭურვილობა. ამავდროულად IV მსროლელი პოლკის მეთაურმა ალექსანდრ კოროლკოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შულავერის სომხურ მოსახლეობას შეერთებოდნენ სომხეთის არმიას და მათ შემდეგნაირად მიმართა: ''"განცხადება. შულავერის მაცხოვრებლებო. ინგლისელები და ფრანგები ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ. აუცილებელია, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს შულავერი დარჩეს სომხეთის საზღვრებში. იარაღის ტარების უნარის მქონე მთელ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ჯარისკაცების დასახმარებლად გამოვიდეს "დალიქ დაშის" კლდესთან და მოიგერიოს ქართველთა შეტევა, რომლებიც შულავერის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. 27 დეკემბრის საღამოსათვის მათგან ველოდები პარლამენტიორებს. მოხალისეები გამოცხადდნენ რაზმის შტაბთან. შულავერის რაზმის უფროსი, პოდპოლკოვნიკი კოროლკოვი"''. ორივე მხარისთვის ნათელი იყო, რომ ომის გადამწყვეტი ბრძოლა შულავერისთვის უნდა გამართულიყო, ამიტომ როგორც ქართველი ისე სომეხი სამხედროები განსაკუთრებული მონდომებით მოემზადნენ გენერალური ბრძოლისთვის.