ქართველები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 83:
|related-c = [[ლაზები]]<br />[[აფხაზები]]<br />[[ჩეჩნები]]<br />[[ინგუშები]]
}}
'''ქართველები''' — [[ერი]], [[ეთნიკური ჯგუფი]] ([[ეთნოსი]]), [[კავკასია|კავკასიის]] [[აბორიგენი (ტომი)|აბორიგენი]] ([[ავტოქთონი|ავტოქთონური]]) მოსახლეობა, საქართველოს მკვიდრი, უძველესი ადგილობრივი წარმოშობის ხალხი — 3,5 მილიონი ადამიანი, შეადგენენ [[საქართველო]]ს მოსახლეობის 83,8 %-ს. ეკუთვნიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს. მსოფლიოში საერთო რაოდენობა დაახლოებით 7 200 000-ზე მეტი.
 
ქართველები საქართველოს ყველა გეოგრაფიულ ზოლში (მთა, ბარი, ზეგანი) ცხოვრობენ, დასახლების უკიდურეს ზღვარშიც: ერთი თემი სვანეთში, უშგულში, დასახლებულია ზღ.დ. 2250 მ. სიმაღლეზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე საშუალოდ 51 კაცს უდრის, დამუშავებული ფართობის მიხედვით - 255 კაცს 1 კვ. კმ-ზე.
 
==ცნების განმარტება==
ხაზი 110:
 
==ქართველთა ანთროპოლოგია==
საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული პალეოანთროპოლოგიური მასალა ენეოლითის ხანისაა. თავის ქალების შესწავლით ჩანს, რომ [[ენეოლითი]]ს მოსახლეობაში ადამიანის ორი ტიპი არსებობდა. კერძოდ, ფართოსახიანი (მეზოკრანული) და ვიწროსახიანი (დოლიქოკრანული). პირველ ტიპს არა აქვს ანალოგი კავკასიის თანამედროვე მოსახლეობაში, ხოლო მეორე ტიპი ფართოდ არის გავრცელებული მომდევნო ადრე[[ბრინჯაოს ხანა]]ში. ეს იყო ერთი ანთროპოლოგიური ფენა, მკვეთრად გამოხატული დოლიქოკრანული ფორმის თავის ქალით, მაღალი ქალა-სარქველით, საშუალოზე ვიწრო და საშუალოზე მაღალი, მკვეთრად პროფილირებული სახით, წინ მკვეთრად წარზიდილი ვიწრო და საშუალო სიმაღლის ცხვირით. ასეთი იყო ძირითადი ტიპი, რომელიც საერთო სუბსტრატია კავკასიის აბორიგენული მოსახლეობისათვის.
 
მოსახლეობა წარმოადგენდა ძირითადად ერთ ანთროპოლოგიურ ტიპს. ეს სუბსტრატი იყო იმდენად დიდი და მძლავრი, რომ გაუძლო სხვადასხვა ინფილტრაციას, შესაძლოა შერევებს. ამ ტიპის ასეთი ხანგრძლივი დროით თითქმის უცვლელი სახით დაკონსერვება, ალბათ, მოხერხდა იმიტომაც, რომ საქართველოს მოსახლეობას კონტაქტი უხდებოდა ძირითადად ევროპეიდებთან, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრეცელებულნი სამხრეთით [[ტიგროსი]]თა და [[ევფრატი]]თ დაწყებული, [[ირანი]]ს შიდა ოლქებით გაგრძელებული და [[ანატოლია|ანატოლიით]] დამთავრებული.
 
გარდა შინაგანი (გარდაუვალი) პროცესებისა, მოსახლეობამ პარალელურად განიცადა კიდევ სხვადასხვა პროცესების ინფილტრაციის, შერევის (მაგალითად: საქართველოში [[ყივჩაღები]]ს [[ასიმილაცია]]) ზემოქმედება, რომელიც დღესაც იგრძნობა საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის სხვადასხვა [[ეთნოსი|ეთნოსებს]] შორის სომატოლოგიურ, სეროლოგიურ თუ დერმატოგლიფიკურ ნიშნებში.
 
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული პალეოანთროპოლოგიური მასალები ცხადყოფს, რომ უძველესი მოსახლეობა ხასიათდებოდა გრძელი და ვიწრო თავით (დოლიქოკრანიით), ვიწრო სახით, ვიწრო და მაღალი ცხვირით, ცხვირისა და ცხვირის უნაგირის მკვეთრი პროფილირებით, სახის მცირე ჰორიზონტალური კუთხით და, საერთოდ, მიეკუთვნებოდა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუაზღვისპირულ]] მედიტერანულ ტიპს.
ხაზი 123:
ცხადია, რომ დღევანდელი სახით ქართველების ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესში ადგილი ჰქონდა მათ შეხებას სხვა ტომების წარმომადგენლებთან, აგრეთვე შიდა გადაადგილებებს, ინფილტრაციებს, რომლის შედეგია დღევანდელი ქართველების ანთროპოლოგიური ნაირსახეობა და გარდამავალი ტიპების არსებობა, მაგრამ მათ, როგორც სჩანს, დიდი გავლენა არ მოუხდენია ქართველთა ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური ნიშნების განაწილება განსახლების მთელ ტერიტორიაზე ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ტერიტორია არასდროს ყოფილა დიდი [[რასა|რასების]] კონტაქტის ზონა, საგრძნობი რომ ყოფილიყო შერევა [[მონგოლოიდური რასა|მონგოლოიდური]] თუ [[ნეგროიდული რასა|ნეგროიდული რასის]] წარმომადგენლებთან.
ყველა ნიშანი ნათლად გვიჩვენებს - სახის ჰორიზონტალური პროფილირება, [[პიგმენტაცია]] თუ სხვა, რომ ქართველები უდავოდ სამხრეთ [[ევროპეიდები]] არიან. საქართველოში ისევე, როგორც ევროპეიდების განსახლების მთელ ტერიტორიაზე გენთა კონცენტრაციაში განსხვავება მინიმალურია ([[ევროპა]]ში), [[საქართველო]]სა და [[კავკასია]]ში დადგენილია ერთი ტიპის შეფარდება, გენი მ 1,5-3–ჯერ სჭარბობს ნ-ს. MN სისტემის მიხედვით ქართველები ამჟღავნებენ, ასევე, ახლო მსგავსებას [[ირანი]]ს, [[ერაყი]]ს, [[იორდანია|იორდანიის]] მოსახლეობასთან, მაგრამ ყველაზე ახლო მსგავსება აღინიშნება [[დაღესტანი|დაღესტნელებთან]].
[[კანი]]ს რელიეფის ძირითადი ნიშნების განაწილება ქართველებს სამხრეთ ევროპეიდების რიგში აყენებს. პოპულაციებს შორის განსხვავება აიხსნება ამ შემთხვევაში სუფთა გენეტიკური პროცესებით, როცა პოპულაციური დონის ცვალებადობა უფრო მაღალია ეთნიკურზე. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ახლო კავშირები ამ მოსახლეობას აკავშირებს წინა და [[შუა აზია|შუა აზიის]] მოსახლეობასთან და რაც ალბათ, გამოვლინებაა სუბსტრატისა, რომელიც უძველესი დროიდან აკავშირებდა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
 
===ქართველთა ფიზიკური ტიპი დღეისათვის===
[[ფაილი:Georgians.png|thumb|left|350px|ქართველები]]ქართველები გარეგნულად ხასიათდებიან, როგორც საშუალოზე მაღლები, ან მაღლები, ათლეტური აღნაგობითა და სწორი აგებულებით. საშუალოზე ღია ფერის თმით (ქერა, მუქი ქერა, ღია წაბლისფერი, თავთუხისფერი-თეთრში გარდამავალი ღია ქერა თმა) და ღია ფერის თვალებით (ცისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ლურჯი, თაფლისფერი);
ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციების [[ტაო-კლარჯეთი]]ს, [[შავშეთი]]ს, სამხრეთ [[აჭარა|აჭარის]], [[ერუშეთი]]სა და [[ჭანეთი]]ს არათურქიზებული ქართველობაც აგრეთვე ღია ფერის თვალებითა და თმით, ასევე მაღალი აღნაგობით გამოირჩევა. ქართველთა უმეტესობა [[სუბბრაქიკეფალი]] და [[ბრაქიკეფალია]].{{ფაქტი}}
 
Line 153 ⟶ 154:
ქართველთა წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ქართველებს [[ინდოევროპელები|ინდოევროპელებად]] მიიჩნევს, სხვანი - უძველესი ხალხების: [[შუმერები]]ს, [[ხეთები]]ს, [[სუბართუ|სუბარელები]]სა ([[ხურიტები]]ს) და ა. შ. შთამომავლებად.
 
ისტორიულ წყაროებში მრავალი აღმოსავლური თუ დასავლური ქართველური ტომის სახელწოდებაა შემონახული (იბერ-ივერიელები, გუგარები, შავშ-კლარჯები, ტაოელები, მაკრონები, ხალდ-ხალიბები, სკვითინები, მარგველები, მისიმინიალები, პენიოხები და სხვ.), რომლებიც მონაწილეობდნენ ქართველი ერის წარმოქმნაში. აღიარებული მოსაზრებით, [[ეთნოგენეზი]]ს მრავალსაუკუნოვან პროცესში, უძველეს დროშივე, მოხდა ცალკეულ ქართველ ტომთა მიგრაცია სამხრეთით - მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და სამხრეთ-აღმოსავლეთით — შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. ვარაუდობენ, აგრეთვე, რომ ქართველურმა ტომებმა მოახდინეს ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი, სამხრეთში მცხოვრები ხალხების (ხურიტების, ხეთებისა და სხვ.) გარკვეული ნაკადის, ადგილობრივი ჩეჩნურ-ვაინახური, დაღესტნური ტომების ნაწილისა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ინდოევროპული ეთნოსის ასიმილირება, რასაც ლინგვისტური მონაცემებიც უჭერს მხარს.
 
არქეოლოგიური მასალების საფუძველზე დგინდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ხალხებმა განვლეს კაცობრიობის განვითარების ყველა საფეხური, რადგან უძველესი დროიდან ნათლად ჩანს კულტურის განვითარების უწყვეტი ჯაჭვი. [[საქართველო]] უძველესი ადამიანის სამშობლოა. [[დმანისი]]ს ფეოდალური ხანის ნაქალაქარზე აღმოჩნდა უძველესი ადამიანების ნაშთები, რომლებიც მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება. დმანისელი ადამიანი, მორფოლოგიური მონაცემებით, აფრიკის ადამიანის ფორმებს უახლოვდებოდა. ვარაუდობენ, რომ წინარეისტორიული ადამიანი საქართველოს ტერიტორიის განვლით განსახლდა [[ევროპა]]სა და [[აზია]]ში. ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში [[ამიერკავკასია]]ში ყალიბდება საერთო-ქართული ენის მატარებელი დიდი ეთნიკური ერთობა ინდივიდუალური სახით, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული ძველი აღმოსავლეთის კულტურულ წრეში.
Line 163 ⟶ 164:
საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ I-მა გორგასალმა]] (V ს-ის II ნახ.), რომლის სახელთან ქვეყნის გაძლიერებასთან ერთად დაკავშირებულია ქვეყნის დედაქალაქ [[თბილისი]]ს დაარსება.
 
X-XII საუკუნეები გარდამტეხი ეპოქაა ქვეყნის ისტორიაში - პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის ხანა. [[ბაგრატ III]]-ის (975-1014) მეფობის პერიოდში დაწყებული ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა დასრულდა [[დავით IV აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებლის]] (1089-1125) მიერ საქართველოს გაერთიანებით, ქვეყნის განმტკიცებითა და სამეფო ხელისუფლების გაძლიერებით. სახელმწიფოებრივ და კულტურულ აყვავებას საქართველომ [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] (1184-1213) მეფობის წლებში მიაღწია.
 
ძველად ტერმინი „ქართველი“ ეთნოგრაფიული „ქართლის“ მკვიდრს აღნიშნავდა. საუკუნეების განმავლობაში ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად წარმოქმნილ რეალურ კულტურულ-პოლიტიკურ ვითარებას აღარ შეესაბამებოდა ქვეყნის „ქართლის“ სახელწოდებით არსებობა. X საუკუნიდან მას საქართველო ეწოდება, მის მკვიდრს - ქართველი. ეთნოგენეზის პროცესში ყალიბდება ქართული ეთნოსისათვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორც მატერიალურ და სულიერ კულტურაში, ისე ყოფასა და ეთნოფსიქიკაში. XI-XII საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებულია ქართველი ხალხი და ქვეყანა ერთიანი სახელმწიფო ენით, ტერიტორიით, ინტენსიური ეკონომიკური კავშირებით.
 
IV საუკუნიდან საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებამ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, კულტურული და სამოქალაქო განვითარების საქმეში.
 
შუა საუკუნეებში, პოლიტიკურმა დაქუცმაცებულობამ და მცირე ფეოდალური სამთავროების წარმოშობამ ხელი შეუწყო ცალკეული ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორიალური ერთეულების შექმნას, როგორიცაა აღმოსავლეთ საქართველოში - [[ქართლი]], [[კახეთი]], [[საინგილო]], [[ქიზიყი]]; აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში — [[თუშეთი]], [[ხევსურეთი]], [[ფშავი]], [[მთიულეთი]]-[[გუდამაყარი]], [[ხევი]]; დასავლეთ საქართველოში — [[იმერეთი]], [[გურია]], [[სამეგრელო]]; დასავლეთ საქართველოს მთიანეთში - [[რაჭა]], [[ლეჩხუმი]], [[სვანეთი]]; სამხრეთ საქართველოში — [[სამცხე]], [[ჯავახეთი]], [[აჭარა]]. ამ რეგიონებში მცხოვრები ქართველები იწოდებიან რეგიონის სახელწოდების მიხედვით: თუშეთში [[თუშები]] ცხოვრობენ, ხევსურეთში - [[ხევსურები]], ფშავში — [[ფშავლები]], სამეგრელოში — [[მეგრელები]], სვანეთში — [[სვანები]], კახეთში — [[კახელები]] და ა. შ.
 
XIX საუკუნის II ნახევარში კაპიტალიზმის განვითარების შედეგად წარმოიქმნა თანამედროვე ქართველი ერი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო ისტორიული ბედი, კულტურა, ეკონომიკა, ძირითადი ფსიქოლოგიური თვისებები და ხასიათი.
Line 305 ⟶ 306:
საქართველოში ვაზის მოშინაურება [[ენეოლითი]]ს ხანიდან იღებს სათავეს. მრავალსაუკუნოვანი შრომის შედეგია 500-მდე კულტურული ვაზის ჯიშის დადასტურება საქართველოს ტერიტორიაზე, ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მევენახეობის ფორმების შემუშავება ([[დაბლარი]], [[მაღლარი]], [[ოლიხნარი]], [[ტალავერი]]), ვაზის მოვლა-მოშენების ემპირიული წესების, ღვინოების დამზადების ნაირგვარი ტექნოლოგიის მიგნება. ქართული ღვინის დაყენების ხელოვნება იცნობს არამარტო თეთრი ([[რქაწითელი]]) და წითელი ([[საფერავი]]), არამედ ბუნებრივად ტკბილი ([[ხვანჭკარა]], [[ტვიში]], [[უსახელოურო]], [[ქინძმარაული]]) და ცქრიალა ([[ატენური]], [[ჩხავერი]]) ღვინოების დამზადება-შენახვის წესებს.
 
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილია საღვინე სახლის//მარნის ღია (დასავლეთ საქართველოში) და დახურული (აღმოსავლეთ საქართველოში) ტიპი. დახურული ტიპის [[მარანი]] ქვის ნაგებობაა და საცხოვრებლის კომპლექსში შედის. მასში თავსდება ყველა სახის იარაღ-ჭურჭელი, რომელიც [[მეღვინეობა]]ში იხმარება. ღია მარანი // [[ჭური]]ს თავი, ის ადგილია, სადაც ღია ცის ქვეშ თავმოყრილია მიწაში ჩაფლული სხვადასხვა ზომის [[ქვევრი|ქვევრები]] [[ტალავერი]]თ ან ხეებით დაჩრდილულ საგანგებოდ შემოღობილ მიწის ნაკვეთზე. განვითარებულ მევენახეობას შეესაბამება ასევე განვითარებული საღვინე ჭურჭლისა და ინვენტარის მრავალსახეობა.
 
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღვინის დაყენების ურთიერთგანსხვავებული წესებია გამომუშავებული (ღვინის დაყენება [[ჭაჭა]]ზე, დედით დაყენება, ღვინის დაყენება უჭაჭოდ და უკლერტოდ, ჭარმაგი ღვინის დაყენება, შუშხუნა ღვინის დაყენება და ა. შ.), მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ღვინის დაყენების კახური წესი. მისი სპეციფიკა ის არის, რომ თეთრი ღვინის დადუღება მთელ ჭაჭაზე ხდება, მაშინ როდესაც საქართველოს სხვა კუთხეებში ტკბილი დუღს უჭაჭოდ ან დაწურული ყურძნის ჭაჭის უმნიშვნელო რაოდენობაზე. სპეციალისტების აზრით, ჭაჭაზე ღვინის დაყენება ადგილობრივი ტექნოლოგიური წესია.
Line 321 ⟶ 322:
ქართველები ოდითგან მისდევდნენ [[მეხილეობა]]ს და მიწათმოქმედების სხვა დარგებთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. VI-IV საუკუნეების უძველესი ბერძნული ცნობებიც მიუთითებს საქართველოში მეხილეობის ფართოდ გავრცელებაზე. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ნაშრომში მთელი იმდროინდელი საქართველო, ველებიდან დაწყებული ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ადგილების ჩათვლით, ვენახ-ხილიან ზოლად არის წარმოდგენილი. ქართველმა ხალხმა თავის ბაღ-ხილნარს „მტილ-სამოთხეები“ და „ბაღ-წალკოტები“ უწოდა.
 
წმინდა ხილის ბაღები საქართველოში გავრცელებული იყო ქართლში, იმერეთში, [[სამცხე]]ში. ქართველმა მეურნემ შემოქმედებითი ძიების გზით, „გლეხურ ლაბორატორიულ პრაქტიკაში“ შეძლო მიეღწია [[ხეხილი]]ს ჯიშთა მრავალფეროვნებისა და სიმრავლისათვის. ამაზე მეტყველებს ნიადაგის შერჩევის ცოდნა, უმცირესი მიწის ნაკვეთების მომზადება საშენად რამდენიმე წესის გამოყენებით: [[ტერასები]]ს მოწყობით, [[ჭაობი]]ს დაშრობით, შემობარვითა და ა. შ.; ხეხილის მოვლის წესები, მყნობის ტრადიციული წესები, ხილის საკრეფი ხელსაწყო-იარაღების მრავალფეროვნება და ა. შ. ქართული ხილის ცნობილი ჯიშებია: მეფის [[ვაშლი]], [[თურაშაული]], კალოს [[მსხალი]], გოგრა [[ბალი]], ხიდისთაური სახრავი, [[ალიბურახი]] და ა. შ. სამცხეში, განსხვავებით საქართველოს სხვა რეგიონებისაგან [[თუთა|თუთის ხის]] გამოყენების მრავალმხრივი პრაქტიკაც დასტურდება.
 
ისტორიულად ქართველი ხალხი საოჯახო მეურნეობაში ფართოდ გამოიყენებდა ველურად მზარდ ტყის ხილეულს სამკურნალოდ, სამღებროდ და საკვებად. სხვადასხვა რეგიონში დასტურდება „ტყის მეხილეობის“ არსებობაც, რომლის ძირითადი ნიშანია უშუალოდ ტყეში, სანამყენე ხეზე, იმავე სახეობის შინაური ხეხილის ტოტის დამყნობა და ამით ამ ადგილის დასაკუთრება. აქვე მისდევდნენ მცენარეულის კულტივირებასა და სასარგებლო მცენარეების შერჩევა-დანერგვას.
Line 333 ⟶ 334:
მესაქონლეობის განვითარების ინტენსიურ ხასიათზე მიუთითებს ქართველი ხალხის საჯიშე-სანაშენე საქმიანობაც, რომელმაც მოგვცა ცნობილი მეგრული ხარი, ხევსურული ძროხა, თუშური ცხვარი, მეგრული თხა, კახური ცხენი. ჯერ კიდევ კლასიკური ეპოქის ავტორები აღნიშნავდნენ უპირატესობას კოლხური დაბალტანიანი ძროხისა, რომელიც მაღალი წველადობით გამოირჩეოდა. საქართველოში ბუნებრივ ზონალობას ემორჩილება მესაქონლეობის ფორმები: მთური და ბარული. მესაქონლეობის ამ ორ ფორმას ბინადარი მოსახლეობა მისდევდა და აქედან გამომდინარეობდა მათი ცხოვრების წესიც (ფსიქიკა, სოციალური ინსტიტუტი, საწარმოო ჩვევები, შრომის ორგანიზაციის ფორმები, ადათობრივი სამართალი, სოციალური და მატერიალური კულტურა). ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რძის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიური ხერხების ([[ნაღები]]ს მიღების, კვეთის შემზადების, რძის შეყველების ტემპერატურის დაცვის, სიმჟავის ნორმალური დოზის შენარჩუნების...), სარძეო მეურნეობისათვის გამოსადეგი ჭურჭლის მასალის (ხე, [[თიხა]], [[სპილენძი]]) ვარგისიანობის, ყველის შესანახი ჭურჭლის ([[გუდა]], თიხა, ხე) მრავალსახეობისა და სხვ. მიგნება-გამოყენებაში. ქართველებმა [[კარაქი]]ს მისაღებად შექმნეს თიხის [[სადღვებელი]], ნაპოვნია ძვ. წ-აღ IV ათასწლეულის დროინდელი მისი ნიმუში, და დღესაც, ეს სადღვებელი იმავე ფორმით განაგრძობს არსებობას აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (ქართლ-კახეთში), რაც მოსახლეობის ბინადარი წესის უტყუარი მატერიალური ნიშანია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ზოლში სადღვებლად გამოყენებულია მთლიანი ხის „ვარია“ და „ჩხუტბრუნელი“. ხევსურეთში ხის ვარიასთან ერთად სპილენძის ვარიასაც იყენებდნენ.
 
სარძევე მეურნეობის განვითარების მაღალი კულტურის შედეგია ისეთი მიღწევები მესაქონლეობაში, როგორიცაა თუშური [[ყველი]], მეგრული [[სულგუნი]], იმერული ყველი, ხევსურული [[ერბო]], აჭარული კარაქი. მესაქონლეობის ცალკეული დარგების გავრცელება ზონალობასა და რელიგიურ რწმენებს ექვემდებარებოდა. [[ცხვარი]] ყველგან ჰყავდათ, მეთხეობა ძირითადად - გურია-სამეგრელოში, კამეჩი მხოლოდ საქართველოს ბარში იყო გავრცელებული, მეღორეობა - კახეთსა და სვანეთში. ღორს, რელიგიური მოსაზრებით, არ აშენებდნენ [[აჭარა]]სა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. საკვებად არ გამოიყენებოდა უსურმაგის (ცხენის, ჯორის, [[ვირი]]ს) ხორცი.
 
მესაქონლეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართველი ხალხის რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში. მეურნეობის ამ დარგის ინტერესებს შეესატყვისებოდა უძველესი სამეურნეო [[კალენდარი]]ც. საახალწლო რიტუალში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეჭირა მეკვლის მიერ ცეცხლში მუგუზლის „შეჩიჩხინებას“, ნაპერწკლების ასავარდნად, რასაც მოსდევდა საქონლის გამრავლების სურვილის გამომხატველი ფრაზა: „ამდენი ცხენი, ამდენი ძროხა“. იცოდნენ რიტუალური კვერების გამოცხობა, საახალწლოდ საქონელზე მილოცვა და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ციკან-ბატკნის ბეჭის ძვლით მკითხაობდნენ ოჯახის დოვლათიანობაზე. მთელი რიგი ცერემონიებისა დაკავშირებული იყო მეწველი და მუშა საქონლის, წველადღვების, გუთნის გატანისა და ა. შ. გათვალვის წინააღმდეგ.
Line 340 ⟶ 341:
 
===მეთევზეობა===
[[მეთევზეობა]]ს, როგორც სამეურნეო ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს, შორეულ წარსულში აქვს ფესვები გადგმული. არქეოლოგიური მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ ზედა [[პალეოლითი]]ს შემდგომ ეპოქაში [[მონადირეობა]]სა და [[შემგროვებლობა]]სთან ერთად განვითარებული ფორმით გვევლინება მეთევზეობაც. მეთევზეობის განვითარებაზე მიუთითებენ უძველესი ისტორიული წყაროები. ბერძენი ისტორიკოსი [[სტრაბონი]] (Iს.) აღნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართველ ტომთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო დარგი მეთევზეობაა. მეთევზეობა ძველი დროიდანვე განვითარებული იყო ტბებსა და მდინარეებში, რაც [[ლეონტი მროველი]]ს [[წმიდა ნინო]]ს ცხოვრებიდანაც ჩანს. როცა წმ. ნინომ „მოაწია მთასა ჯავახეთისასა, სადა იგი მიემთხვა ტბასა დიდსა... რომელსა ჰქვიან ფარავნა... და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდეული მეთევზურთაგან“. საქართველოს მდინარეებში თევზის სიმრავლეზე მიუთითებენ უცხოელი მოგზაურებიც. [[ჟან შარდენი]]ს ცნობით, „მტკვარში მრავალ თევზს იჭერენ“. გერმანელი მოგზაური [[იოჰან გიულდენშტედტი]] აღნიშნავს, რომ მდ. მტკვარზე მეთევზეები ხის სათევზაო „გოდრებითა“ და „კალათებით“ იჭერდნენ თევზს. გვიანდელი ფეოდალური ხანის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ყველა ფეოდალს ჰყავდა ყმა-მეთევზეები, მეფეთა კარზე სპეციალური თანამდებობაც არსებობდა - [[მებადური]]სა. ცნობილია თევზის ჭერის სხვადასხვა წესი: კონით, [[ფაცერი]]თ, ოჩხით, გოდრით, ჩანგლით, ბადით, აგრეთვე [[ხელაობა]], ყინულში [[თევზჭერა]] და ა. შ. მტკვრის ხეობაში თევზს, ძირითადად, ბადით იჭერდნენ, განსაკუთრებით გავრცელებული იყო სასროლი ბადე და ნავტიკი. ზღვაზე მასობრივი თევზაობის შემთხვევები არ გვხვდება, უფრო ინდივიდუალურად და მცირერიცხოვან ჯგუფებად თევზაობდნენ ნავებში მსხდარნი.
 
მეთევზეობის დაწინაურებაზე, ეთნოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, მიგვითითებს ქართული ზღაპრული ეპოსი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ [[ამირანი]]ს მამის სახელი სულკალმახი, საქართველოში ოდესღაც არსებული [[თევზი]]ს კულტის ნაშთია. იმერეთში დამოწმებულიაა თევზის მფარველი ღვთაება ლარსა. ქართველი ხალხის რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში თევზი ითვლება ნაყოფიერების სიმბოლოდ, რაც მრავალი ეთნოგრაფიული ფაქტითაა დადასტურებული, როგორიცაა საქორწინო თარფი თევზით, [[კალმახი]], როგორც საკურთხის აუცილებელი ატრიბუტი [[სამეგრელო]]ში, ლოცვა-ვედრება თევზისადმი შვილიერების შეთხოვნის მიზნით; [[გურია]]ში კალმახის დაკვლა საკალანდო ქვევრის თავზე, მაგიური დანიშნულება ჰქონდა წყლის აუზს ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიასა და თრიალეთის სოფ. ჰოლიანქში, სადაც ეკლესიაში სასულიერო პირებს მოშენებული ჰყავდათ კალმახები, რომელთაც, ადგილობრივთა რწმენით, სასწაულების მოხდენა შეეძლოთ.
 
===ხალხური ტრანსპორტი===
ქართული სინამდვილისათვის დამახასიათებელი ხალხური ტრანსპორტი, რომელშიც ცოცხალი გამწევი ძალაა გამოყენებული, სამ ჯგუფად იყოფა, რაც ქვეყნის სამეურნეო-გეოგრაფიული გარემოს თავისებურებებით არის განპირობებული: უბორბლო საზიდი [[მარხილი]] (მთის ზოლში), ბორბლიანი [[ურემი]] (ბარის ზოლში) და გარდამავალი - შერეული ტიპის საზიდი (ბოლოთრია, აჩაჩა ურემი, სელი, თუში). ეს უკანასკნელი საქართველოს პირობებშია წარმოშობილი და სპეციალურ ლიტერატურაში შეფასებულია, როგორც ქართული მატერიალური კულტურის ერთ-ერთი მონაპოვარი. ამ სახეობის კონსტრუქციულ თავისებურებას წარმოადგენს ორი სრულიად განსხვავებული სამოძრაო პრინციპის — ბარის ზოლის ურმის გორვა-ბრუნვისა და მთის ზოლის მარხილის თრევა-სრიალის მოწყობილობათა - კომბინირებული გამოყენება. მის დასამზადებლად საყურადღებო ტექნოლოგიური ხერხები გამოიყენება.
 
===წყლის ტრანსპორტი===
Line 355 ⟶ 356:
 
===მელითონეობა===
ქართველებს მელითონეობის დარგშიც გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი მსოფლიო კულტურის საგანძურში. რკინის დამუშავებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს, ღრმა სიძველით ხასიათდება. ამ მხრივ, არქეოლოგიური კვლევა-ძიება მეტად მნიშვნელოვან მასალას იძლევა. ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე XIV საუკუნიდან საქართველოში იწყება რკინის [[მეტალურგია|მეტალურგიის]] ჩასახვა-განვითარება, რასაც ხელს უწყობდა რკინის [[საბადო]]ების სიმრავლე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში (ჩათახის (აღმ. საქართველო), წედისის (რაჭა), კურსების (იმერეთი), ჯიშრის (აფხაზეთი), შხიბარის (სვანეთი), სარკინეთის (ქართლი) და სხვა საბადოები). ქართველებს ძველი კულტურული სამყარო თვლის განთქმულ [[მელითონე]]ებად, ნაქებ რკინის მოხელეებად. ბერძენი ტრაგიკოსი [[ესქილე]] (ძვ. წ-აღ. V ს.) ხალიბებს (ზოგიერთ მკვლევარს ისინი ქართველთა წინაპრებად მიაჩნია) გამომგონებლად თვლის, ხოლო [[ხალიბები]]ს ქვეყანას „რკინის დედას“ უწოდებს. ქართველთა წინაპრები ფლობენ უჟანგავი რკინისა და მაღალი ღირსების [[ფოლადი]]ს მიღების თავისებურ ხერხებსა და საიდუმლოებას, რის გამოც მათი ნახელავი დიდად გამოირჩეოდა და შორს ჰქონდა სახელი გავარდნილი. ჯერ კიდევ [[ჰომეროსი]] ძველი ქართველი ტომების ალიბების (იგივე ხალიბების), [[ჭანები]]ს ქვეყანას იცნობდა, როგორც ლეგენდარულ „ვერცხლის ქვეყანას“ (თანამედროვე გიუმიშხანე). ხალიბები გვევლინებიან რკინის დამუშავების საუკეთესო ოსტატებად. ამ დროს წინა აზიისთვის [[კავკასია]] იყო [[ლითონი]]ს ნედლეულის მიმწოდებელი. ასურეთში ხალიბების [[რკინა]]ს „ხაბალკინუ“ რქმევია. სპეციალური კვლევით დადგენილია, რომ [[ქრისტეშობა]]მდე, IX-VII საუკუნეებში, ამ ხალხთა მეტალურგიულმა ოსტატობამ მანამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. ამ ვითარებას კარგად ესადაგება ბერძნული მითიც, რომლის მიხედვითაც მჭედლობის ღვთაების - [[ჰეფესტო]]ს - სამოქმედო არე კავკასიაა. საქართველოს მიწა-წყალზე მიმობნეული მრავალრიცხოვანი ნაშთი: დაგროვილი რკინაწიდა, რკინის საბადოები და სხვ. მოწმობენ, რომ რკინის წარმოებას ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. საქართველოს ეთნოგრაფიულმა სინამდვილემ შემოინახა ძველი მელითონეების საწარმოო გამოცდილება და რწმენა-წარმოდგენები, რაც ხალხური მჭედლობის სიძველეზე მიუთითებს. ამ მიმართებით, ქართული მეტალურგიის ტრადიციების მატარებლად და ტიპიურ სახედ წარმოგვიდგა რაჭის [[სარკინეთი]] (ზემო რაჭა), რომელთა მცხოვრებთ „რკინის კაცებს“ ეძახდნენ. დადგენილია საუკეთესო ფოლადის მიღების საიდუმლოც, რკინის მადანში სადუღარი მიწის „ფაშას“//[[პიროლუზიტი]]ს შერევის წესი, რომელიც ძველი ქართველი ტომების ([[ხალიბები]]სა და [[მოსინიკები]]ს) რკინის დამზადების წესის ანალოგიურია.
 
მელითონეობის ძველი კულტურის კვალი ატყვია არა მხოლოდ მატერიალურ წარმოებას, იგი ხალხის ცნობიერებამაც აღბეჭდა როგორც მაგიური ძალის შემცველი. [[მჭედლობა]]ს ჰყავდა თავისი მფარველი ღვთაება: სოლანი - სვანეთში, სოლომი — სამეგრელოში, შაშა — აფხაზეთში. ამასვე ადასტურებს რაჭული თქმულება „სირა მჭედელზე“, რომელიც ახლოს დგას მჭედლობის მფარველ ღვთაებებთან. თვითონ სამჭედლო წმიდა ადგილად იყო მიჩნეული, ხოლო [[მჭედელი]] — ზეკაცური ბუნების მქონე არსებად. საქართველოში დღემდე დადასტურებული მელითონეობის მდიდარი და მრავალფეროვანი ტერმინოლოგია, ამ ტერმინთა ქართული წარმოშობა, ძველი ქართული მელითონეობის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს.
Line 384 ⟶ 385:
დასავლეთ საქართველოში, ქართული [[კოსტიუმი]]ს თავისებური სახეა რაჭული ტანსაცმელი, ასევე აჭარულ-გურული და ლაზური სამოსი ჩაქურა, რომლის შემადგენელი ელემენტია [[ყაბალახი]]. საერთო ქართული ჩაცმულობისათვის დამახასიათებელი იყო [[ნაბადი]] და ცხვრის ქურქისგან შეკერილი ჩასაცმელი. ეროვნული კოსტიუმის მრავალფეროვნებას კარგად შეესაბამება თავდახურვაც: თუშური, ხევსურული, სვანური, იმერული და მეგრული ქუდი, ყაბალახი, [[ფაფანაკი]]; საზამთრო ქუდებიდან: ყალმუხის ქუდი, [[გალიბანდი]], ბუხრის ქუდი, დაბალი [[ბოხოხი]].
 
XIX საუკუნიდან ტანსაცმლის ძირითად მასალად ფაბრიკული ქსოვილების გამოყენებამ დააკნინა შინამრეწველობა და კუსტარული შინა[[რეწვა]], რამაც ზეგავლენა მოახდინა ქართული ჩაცმულობის ტრადიციულ ფორმებზე. საქართველოში ვრცელდება ევროპული [[მოდა]]. სოფლის მოსახლეობა ჩოხას რუსულ მაზარაზე ცვლის, მაღალი კლასის წარმომადგენლები - ევროპულ [[ფრაკი|ფრაკებსა]] და კოსტიუმებზე.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართველები“-დან