იოსებ სტალინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.100.234.76-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა UndDerDie-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 139:

[[ფაილი:Stalin.gif|მინი|300პქ|მარჯვნივ|სტალინი, კადრი ფილმიდან „კომუნიზმი“, 1952.]]
[[სსრკ]]-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და [[დიდი სამამულო ომი]]ს ([[1941]]-[[1945]]) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. [[1941]] წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ [[სახკომსაბჭო]]ს თავმჯდომარედ ([[1946]]-იდან სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), [[1941]] წლის 30 ივნისს - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს - [[სსრკ]]-ის, [[აშშ]]-ისა და [[დიდი ბრიტანეთი]]ს [[თეირანი]]ს ([[1943]]), [[ყირიმი]]სა ([[1945]]) და [[პოტსდამი]]ს ([[1945]]) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში [[პარტია]]მ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს [[საბჭოთა ხალხი]]ს მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში.

== 1935–1938 წლების მასობრივი რეპრესიები ==
ხაზი 149:
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული [[მემარცხენეები]]ს და [[მემარჯვენეები]]ს ფიზიკურად მოსპობა, რაც [[კომუნისტები]]ს მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ [[სამოქალსქო ომი]]ს და [[წითელი ტერორი]]ს მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული.

გამოიყოფა რეპრესიების ორი ტალღა: პირველი დაკავშირებული იყო სოფლებში კოლექტივიზაციის პროექტთან. რეპრესიების ტალღას შეეწირნენ მსხვილი გლეხები, ე. წ. [[კულაკები]].

მეორე ტალღა მოდის 1936–1937 წლებზე. რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, [[სერგეი კიროვი]]ს საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, [[ლენინგრადი|ლენინგრადში]]. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღვაწეების მიმართ.
ხაზი 155:
ამ წლების [[ტერორი]]ს თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიიზკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე, ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.

თავდაპირველად სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე. წ. "[[ტროიკები]]" ("[[სამეულები]]") რომლებსაც ”ოპერატიულად” გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ. შ. სასიკვდილოც).

ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.
ხაზი 239:

[[დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო|„დემოკრატიული საქართველოს“]] ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პირველ არხზე ვლადიმერ პოზნერის საავტორო გადაცემაში მონაწილეობისას წამყვანის კითხვაზე — როგორია პერსონალურად თქვენი დამოკიდებულება სტალინის მიმართ — უპასუხა, რომ ის „გამორჩეული ადამიანი იყო“ და რევოლუციონერებს შორის არც ყველაზე სისხლისმსმელი.

საქართველოში სტალინის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. არიან ადამიანები, რომლებიც მას დიდ პატივს სცემენ და ამაყობენ კიდეც მისი ქართული წარმომავლობის გამო. თუმცა, საკამათოა, რამდენად იყო მასში მხოლოდ ქართული ხასიათი რევოლუცია მაინც გლობალიზაციის ნაწილია. არიან ადამიანები, რომლებიც მას ძალიან აკრიტიკებენ. ვფიქრობ, ის გამორჩეული ადამიანი იყო, არაორდინალური ადამიანი იყო, ის პიროვნება იყო და ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. ის მსოფლიო ისტორიის ლიდერებს შორის არ იყო ყველაზე სისხლისმსმელი, ისევე როგორც ბოლშევიკებს შორის. თუმცა, იმ დროს საშინელი დანაშაულებები ხდებოდა. მაგრამ საკითხავია, ჰქონდა კი მას სხვა არჩევანი? ის საინტერესო პიროვნებაა, თუმცა, როცა დიდ ადამიანზე ვსაუბრობთ, მაინც ვისურვებდი, რომ მათ ბოროტება არ ჩაედინათ“ განმარტა ნინო ბურჯანაძემ.<ref>კუპრაშვილი, ვაკო (14 ნოემბერი, 2017). [http://infonews.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B/ „სტალინი გამორჩეული ადამიანი იყო“ – ბურჯანაძე]. [http://infonews.ge infonews.ge]. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2018.</ref>

* '''[[ედუარდ შევარდნაძე]]''' — [[ქართველები|ქართველი]] [[პოლიტიკა|პოლიტიკოსი]], პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის]] [[სკკპ ცკ|ცენტრალური კომიტეტის წევრი]], [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]] [[საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი|კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის]] [[საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი|პირველი მდივანი]] (1972–1985). [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] საგარეო საქმეთა [[მინისტრი]] და პოლიტბიუროს წევრი (1985–1990). [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს მეორე პრეზიდენტი]] 1995–2003 წლებში:

2008 წლის 25 იანვარს უკრაინულ გაზეთში „ფაქტები და კომენტარები“ ({{lang-ru|"ФАКТЫ и коментариикомментарии"}}) გამოქვეყნდა ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან, სადაც ჟურნალისტი რობერტ ვასილი ({{lang-ru|Роберт Василь}}) — სტალინისა და ბერიას საკითხს ეხება. ქვემოთ მოყვანილია ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან:
— დიდი სამამულო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში წამყვანი პოსტები ეკავათ ქართველებს — სტალინს და ბერიას, რას გვეტყოდით მათ შესახებ და როგორ აფასებთ მათ მოღვაწეობას?
— მიმაჩნია, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. სტალინი გენიალური მოაზროვნე იყო, თუმცა, ამასთან, სასტიკიც, ანდა, უფრო სწორი იქნებოდა — მკაცრი. მე ახლაც ინტერესით ვიკვლევ მის ნაშრომებსა და ბიოგრაფიას. მიუხედავად იმისა, რომ მის განვლილ ცხოვრებაში იყო ნეგატიური მომენტები, იგი მაინც დიდ სახელმწიფო მოღვაწედ წარმოგვიდგება. ომში ხომ სწორედ მან გაიმარჯვა. იგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის მთავრობას — იყო უმაღლესი მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მოკლედ, მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო. 1941 წლის მიწურულს, მაშინ, როდესაც ჰიტლერელები უკვე მოსკოვის მისადგომებთან იყვნენ, სტალინმა დედაქალაქში 7 ნოემბრის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმის ჩატარების განკარგულება გასცა. მოსკოვის სამხედრო ოლქის სარდალი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ის ამბობდა, რომ თუ სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგება, ერთი ბომბიც კი საკმარისი იქნება მის გასანადგურებლად, ხოლო მის გარეშე ქვეყანაც განწირული იქნებოდა დაღუპვისთვის. მიუხედავად ასეთი საფრთხისა, სტალინმა მაინც ჩაატარებინა აღლუმი და მისი ბრძანებით ორგანიზებული მოსკოვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის გაძლიერებული რეჟიმის პირობებში, როგორც ცნობილია, არცერთი ბომბი აღლუმის მსვლელობის დროს არ ჩამოვარდნილა“. <ref>Василь, Роберт (25 იანვარი, 2008). [http://fakty.ua/25433-eduard-shevardnadze-quot-stalin-byl-genialnym-myslitelem-pravda-zhestokim-ili-skoree-zhestkim-ya-i-sejchas-s-interesom-izuchayu-ego-trudy-i-biografiyu-quot Эдуард шеварднадзе: «сталин был гениальным мыслителем. Правда, жестоким или, скорее, жестким. Я и сейчас с интересом изучаю его труды и биографию»]. Сталин был гениальным мыслителем. Правда, он был жестоким человеком. Или, скорее, жестким. Я и сейчас с интересом изучаю его труды и биографию. И хотя были в его жизни негативные моменты, он рисуется великим государственным деятелем. [http://fakty.ua fakty.ua]. წაკითხვის თარიღი: 26 მაისი, 2018.</ref>

ქვემოთ მოყვანილია აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფრაგმენტი 2008 წლის სატელევიზიო პროგრამიდან — „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ ({{lang-ru|"В гостях у Дмитрия Гордона"}}), სადაც გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ეკითხება ედუარდ შევარდნაძეს:
— სტალინის პიროვნება თქვენი შეხედულებით, ვინ იყო იგი — ტირანი, დესპოტი, იმპერიის დიადი აღმშენებელი, დიდი პიროვნება, არაფრით გამორჩეული პიროვნება, პარანოიკი — ვინ იყო ის სინამდვილეში?
— არა, თქვენ ახლა საკმაოდ ბევრი რამ ჩამოთვალეთ, სხვადასხვაგვარი შეფასების აღმნიშვნელი სიტყვები თუ გამოთქმები, მაგრამ... ეს იყო დიდი ადამიანი!
— ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად?
— ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად — დიდი ადამიანი! <ref>В гостях у Гордона (16 იანვარი, 2014). [http://www.youtube.com/watch?v=8nsYpWGbIPk Шеварднадзе: Берия – преступник, а Сталин – великий человек]. Фрагмент программы "В гостях у Дмитрия Гордона" с экс-президентом Грузии Эдуардом Шеварднадзе. 2008 год. [http://www.youtube.com youtube.com]. წაკითხვის თარიღი: 26 მაისი, 2018.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_სტალინი“-დან