ნანა დედოფალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
[[ფაილი:Tombs of King Mirian III and Queen Nana.jpg|მინი|ნანა დედოფლის და მირიან მეფის საფლავები სამთავროს მონასტერში.]]
'''ნანა დედოფალი''' (დაახლოებით დ. [[285]] — გ. [[335]], [[მცხეთა]]) — [[ქართლი]]ს ([[იბერიის სამეფო|იბერია]]) დედოფალი, მეფე [[მირიან III]]-ის მეუღლე. [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] [[წმინდანი]], ხსენება ძვ. სტილით 1 ოქტომბერს, ახ. სტილით 14 ოქტომბერს ([[მირიან III |მეფე მირიანთან]] ერთად).
 
„[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]]ს“ თანახმად, ნანა იყო „საბერძნეთით, პონტოით, ასული ოლიღოტოსისი“,<ref>ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ.1, თ., 1955</ref>
ხოლო „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“-ს თანახმად, მას დედა სპარსი ჰყოლია. ამ თხზულებაში ნახსენებია ნანას დედის ძმა, „მოგჳ მთავარი სპარსი ხუარა“, რომელიც [[წმინდა ნინო]]მ განკურნა [[მცხეთა]]ში: „და იყო მთავარი იგი დედის ძმაჲ ნანაჲსი, დედოფლისაჲ“.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979</ref>
 
ქართული საისტორიო ტრადიცია გვამცნობს, რომ ნანამ სამეფო ოჯახიდან პირველმა აღიარა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] სარწმუნოება მას შემდეგ, რაც [[წმინდა ნინო]]მ იგი უკურნებელი სენისგან განკურნა. ეს მომხდარა [[წმინდა ნინო |ნინოს]] ქართლში მოსვლიდან მეექვსე წელს (322 წ.).<ref>ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, ზაბილონიდან მირიანამდე, კლიო, 2003, № 17, გვ. 3–67</ref>
 
ნანა დედოფალი იმყოფებოდა [[ბოდი |ბოდში]] და შესწრებია [[წმინდა ნინო]]ს გარდაცვალებას (დაახლოებით 332 წ.). [[მირიან III |მირიან მეფის]] ანდერძის თანახმად, ნანას ქართლის განმანათლებლის საფლავზე ზრუნვა დაევალა: „ხოლო შენ, ნანა, უკუეთუ გეცეს მოცალებაჲ ცხორებისაჲ შემდგომად ჩემსა, განყავ სამეუფოჲ ჩემი ორად და მიიღე სამარხვოსა წმიდისა ნინოჲსსა ჟამთა შეცვალებისათჳს, რაჲთა არა შეირყიოს უკუნისამდე ადგილი იგი, რამეთუ არა მეფეთა საჯდომი არს, მწირ არს ადგილი იგი“.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979</ref>
 
ნანა დადოფლის განკურნების სასწაულს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მეფესა და ხალხზე და წყაროთა ცნობით, სხვა სასწაულებთან ერთად ხელი შეუწყვია მთელი ქართლის გაქრისტიანებისათვის.
 
ნანა დედოფალი გარდაიცვალა [[მირიან III |მირიან მეფის]] გარდაცვალებიდან მეორე წელს (დაახლოებით 334 წ.), დაკრძალულია [[მცხეთა]]ში, [[სამთავრო (ტაძარი)|სამთავროს ტაძარში]] („და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს [[ზემო ეკლესია |ზემოსა ეკლესიასა]] ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა. და მოკუდა მირეან მეფჱ და დაეფლა საშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოჲთ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისა მის ცხოველისაჲ. და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალით კერძო მას-ვე სუეტსა, სადა მირეან მეფჱ დამარხულ იყო“<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979</ref>).
 
==წყაროები==
* [[მოქცევაჲ ქართლისაჲ |მოქცევაჲ ქართლისაჲ]], ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007;
*''[[ლეონტი მროველი]]'', [[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]], წგნ.: [[ქართლის ცხოვრება]], ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ.1, თ., 1955;
* შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
* ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|311|ბოგვერაძე ა.}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:იბერიის სამეფო]]
[[კატეგორია:საქართველოს დედოფლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_დედოფალი“-დან