ნეიტრონული ვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 136:
ცნობილი ნეიტრონული ვარსკვლავების დაახლოვებით 5% ბინარულ სისტემას წარმოადგენს. ბინარული სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება შესაძლოა რთული პროცესი იყოს. ნეიტრონულ ვარსკვლავებს კომპანიონობას უმეტესად [[მთავარი მიმდევრობა|მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები]], [[წითელი გიგანტი|წითელი გიგანტები]], [[თეთრი ჯუჯა]] ან სხვა ნეიტრონული ვარსკვლავები უწევენ. ბინარული სისტემის ევოლუციის თანამედროვე თეორიების მიხედით, ობიექტის კომპანიონს შესაძლოა შავი ხვრელიც წარმოადგენდეს. გრავიტაციული ტალღების გამოვლენის ძირითადი წყარო შესაძლოა ორი ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელის და ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის შედეგი იყოს.
 
=== რენტგენული ბინარული სისტემები ===
ბინარული სისტემა ხშირად რენტგენული გამოსხივების წყაროა, რასაც ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე აკრეცირებული მეზობელი ვარსკვლავის გარე ფენების ცხელი გაზი და ნივთიერება წარმოადგენს. მძლავრი გრავიტაციით მიტაცებული გაზით ობიექტის მასა შესაძლოა იმდენად გაიზარდოს, რომ კოლაფსირდეს და შავ ხვრელად გადაიქცეს.
 
=== შერწყმა და ნუკლეოსინთეზი ===
ორი ნეიტრონული ვარსკვლავის ერთმანეთის გარშემო მოძრაობით გრავიტაციული ტალღების გამოვლენა შეინიშნება. დროთა განმავლობაში ობიექტები ერთმანეთს ერწყმიან და ერთიანდებიან, რაც მოკლე გამა-გამოსხივების წყაროსთვის მოწინავე მოდელს წარმოადგენს. ამ მოდელისთვის უტყუარი მტკიცებულება კილონოვაზე დაკვირვებამ და შესწავლამ უზრუნველყო, რომელიც მოკლე გამა-გამოსხივებით GRB 130603B იყო გამოწვეული და რაც შემდგომში გრავიტაციული ტალღის GW170817 და მოკლე GRB 170817A გამოვლენა, გრავიტაციული ტალღების ლაზერო-ინტერფერომეტრული ობსერვატორიის (LIGO), ევროპის გრავიტაციული ობსერვატორიის (Virgo) და კიდევ 70 სხვადასხვა ობსერვატორიის ელექტრომაგნიტური სპექტრის ანალიზზე დაკვირვებით დამტკიცდა. სარწმუნოა, რომ კილონოვას სინათლე ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების შედეგად გამოყოფილი მატერიის რადიოაქტიური დაშლით არის გამოწვეული. ეს მატერია განსხვავებით სუპერნოვას ნუკლეოსინთეზის თეორიისა, რკინის შემდეგ შესაძლოა სხვადასხვა ქიმიური ელემენტის წარმოქმნაზე იყოს პასუხისმგებელი.
 
* [http://www.astro.umd.edu/~miller/nstar.html Introduction to neutron stars]