ბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43:
 
[[1501]] წელს, [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ ხათაიმ]] დაიპყრო მთელი შირვანი. ბაქო [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა სახელმწიფოს]] ნაწილი გახდა. [[1578]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] არმიამ დაიპყრო ბაქო. [[1607]] წელს ქალაქი კვლავ სეფიანთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მათი მმართველობის პერიოდში ბაქოში სპილენძის მონეტები გამოიცა. ბაქოსა და აფშერონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დაკავებული იყო ხალიჩების ქსოვით<ref name=":0" />.
 
[[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნეში ბაქოში იყო დიდი სომხური თემი. სომხები მთელ ქუჩებში დასახლდნენ და აქტიურ ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები<ref>Керимов Э. А. Из истории этнографического изучения Азербайджана в русской науке (XV — первая четверть XIX в.) // Азербайджанский этнографический сборник. Вып. 1. — Баку: Изд-во АН Азербайджанской ССР, 1964. — С. 202—204, 210, 217.</ref>. ბაქომ, როგორც სავაჭრო ცენტრმა, დაიწყო რუსეთის სახელმწიფო ყურადღების მიზიდვა. [[პეტრე I დიდი|პეტრე I]]-მა სამხრეთ კავკასიაში ექსპედიცია გაგზავნა. [[1723]] წლის [[26 ივლისი|26 ივლისს]] რუსულმა ჯარებმა ბაქო დაიკავეს, მაგრამ შემდგომ [[განჯის ტრაქტატი|განჯის ტრაქტატის]] მიხედვით [[1735]] წელს დატოვეს.
 
მე -18 საუკუნეში შეიქმნა [[ბაქოს სახანო]]. [[1796]] წელს ბაქო კვლავ რუსებმა დაიპყრეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იმპერატორმა პავლე პირველმა ჯარები გაიყვანა. [[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნის შუა წლიდან ბაქო კავკასიის ერთ-ერთი სამრეწველო და კულტურული ცენტრი გახდა. ბაქოში უცხოური კაპიტალის შემოდინება დაიწყო. გაიხსნა როთშილდის, ძმები ნობელებისა და სხვა ბიზნესმენების ოფისები. ნავთობის მრეწველობის გარდა, განვითარდა ქსოვა, მექანიკური ქარხნები, თამბაქოს ქარხნები, საწარმოები და ა.შ. [[1878]] წელს ქალაქ ბაქოს სათათბირო გაიხსნა. [[1883]] წლის [[8 მაისი|8 მაისს]] ამუშავდა ბაქო-თბილისის რკინიგზა. ქალაქში აყვავდა კულტურული ცხოვრება.  გაიხსნა თეატრები, აშენდა ოპერის სახლის შენობა. ბაქო ცნობილი გახდა, როგორც „კავკასიის პარიზი“<ref>[http://www.bcetyt.ru/travel/cities/nussimbaum.html Лев Нуссимбаум - Эссад Бей - Курбан Саид. История загадки]</ref>.
 
საბჭოთა ეპოქაში ბაქო გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი ადმინისტრაციული, სამრეწველო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი.
 
ბაქოს გენერალური გეგმა და განლაგება შეიქმნა [[1924]]-[[1928]] წლებში, არქიტექტორ ა.ივანიცკის მიერ. [[1941]]-[[1945]] წლების დიდი სამამულო ომის დროს ბაქო იყო მთავარი სტრატეგიული ცენტრი სამხედრო საავიაციო და ჯავშანტრანსპორტიორებისათვის. ომის შემდგომ წლებში ბაქო ასევე იყო საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი ნავთობის რეგიონი, მაგრამ 80-იან წლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საბჭოთა აზერბაიჯანისა და ბაქოს ცხოვრების ახალ რეალობას წარმოშობდა, რამაც გამოიწვია სერიოზული ტრაგედიები და განხეთქილება საზოგადოებაში.
 
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, [[1988]]-[[1989]] წლებში, აზერბაიჯანელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა ბაქოში ჩავიდა<ref>[http://imgsrc.ru/karabakh/3029327.html '''Азербайджанские беженцы, изгнанные из Карабаха…''']</ref>. 1988-1990 წლებში ქალაქში არეულობა იყო.
 
[[1990]] წლის 19-20 იანვრის ღამეს, ანტი-სომხური და ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობის საბაბით, ბაქოში სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები შემოვიდა. ქვეყანაში, ამ მოვლენებს [[შავი იანვარი|შავ ან სისხლიან იანვარს]] უწოდებენ. ამას მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ცდილობდნენ შეაჩერონ ჯარები<ref>«Azerbaijani Militants vowed a 'real guerrilla war' against Soviet forces»/ Wall Street Journal, Bowling Green (Jan 24, 1990)</ref>.
 
დღეს ბაქო ამიერკავკასიის უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ბაქოს რეგიონალური განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს<ref>[http://www.anl.az/down/meqale/exo/2011/mart/161854.htm '''Генплан Гянджи представлен на общественные дебаты''']</ref>. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტია „Baku White City“ (ბაქოს თეთრი ქალაქი), რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნის აღმოსავლეთ ნაწილში აღდგენასა და განვითარებას ითვალისწინებს. [[2010]] წლის [[1 სექტემბერი|1 სექტემბერს]] ბაქოში [[სახელმწიფო დროშის მოედანი (ბაქო)|სახელმწიფო დროშის მოედანი]] გაიხსნა, სადაც აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. [[2012]] წლის [[მაისი|მაისში]] ბაქოში გაიმართა [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2012|57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი]], რომლისთვისაც აშენდა Baku Crystal Hall. 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბაქოში 17 წლამდე ასაკის გოგონების მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდა. 2015 წლის ივნისში ბაქოში [[ევროპული თამაშები 2015|პირველი ევროპული თამაშები]] ჩატარდა.
 
== გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქო“-დან