სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
 
===ეთნიკური პროცესები XIX-XX საუკუნეების საქართველოში===
[[ფაილი:Democratic Republic of Georgia map.jpg|მინი||282x282px|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკას]] გაუჩნდა ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსთან. პრეტენზიის მიზეზი სომხეთის ხელისუფლებაში მოსული ულტრანაციონალისტური პარტია [[დაშნაკცუთიუნი|დაშნაკცუთიუნის]] ლიდერების პოლიტიკური შეხედულებები გახდა. მათი მოსაზრებით სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონი სადაც შესამჩნევი ოდენობით წარმოდგენილი იყო [[სომხები|სომხური]] მოსახლეობა, მათი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო. [[XIX საუკუნე|XIX]]-[[XX საუკუნე|XX საუკუნეებში]] [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ხელისუფლების უშუალო ხელშეწყობით [[ირანი|სპარსეთიდან]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთიდან]] ათობით ათასი სომხური ოჯახი გადმოსახლდა [[საქართველო|საქართველოში]]. რუსეთ-ოსმალეთის და რუსეთ-სპარსეთის ყოველ ომს სომეხი ახალმოსახლეების ტალღები მოჰყვებოდა, მიგრაცია არ შეწყვეტილა მშვიდობიან პერიოდშიც. [[1795]]-[[1827]] წლებში [[ერევნის სახანო|ერევნის სახანოდან]] დაახლოებით 20 000 სომეხი გადმოსახლდა [[აღმოსავლეთი საქართველო|ქართლ-კახეთში]]<ref>''George A. Bournoutian.''The Politics of Demography: Misuse of Sources on the Armenian Population of Mountainous Karabakh. «Journal of the Society for Armenian Studies». — Society for Armenian Studies, 1999. — Vol. 9. — P. 99—103.</ref>. [[1797]] წელს გულისტანიდან 400 სომხური ოჯახი გადმოსახლდა [[შაუმიანი (დაბა)|შულავერში]] (დღევანდელი დაბა [[შაუმიანი (დაბა)|შაუმიანი]])<ref>[http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/chamosaxlebebi_qvemoqartlshi.html ჩამოსახლებები ქვემო ქართლში]</ref>, [[1799]] წელს ხაჩენიდან გადმოსახლებული 68 ოჯახიდან 43 სოფელ [[დაღეთი|დაღეთში]] დამკვიდრდა, 25 სოფელ [[ბოლნისი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)|ბოლნისში]]<ref>[http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/chamosaxlebebi_qvemoqartlshi.html იქვე]</ref>. [[1809]]-[[1811]] წლებში [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] კიდევ 428 სომხური ოჯახი (2 140 ადამიანი) ჩამოსახლდა [[ყარაბაღის სახანო|ყარაბაღის სახანოდან]]<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX საუკუნეებში]</ref>, [[1820]] წელს სომეხი ახალმოსახლეები დამკვიდრდნენ სოფელ [[სამშვილდე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდეშიც]]<ref>[http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/chamosaxlebebi_qvemoqartlshi.html ჩამოსახლებები ქვემო ქართლში]</ref>. სომხებისთვის, განსაკუთრებით ვაჭრებისა და ხელოსნებისთვის მიმზიდველი იყო [[თბილისი]]. საქართველოს დედაქალაქში, რომელიც 1795 წელს [[აღა-მაჰმად-ხანი|აღა-მაჰმად-ხანის]] [[კრწანისის ბრძოლა|შემოსევის]] შემდეგ დაინგრა და როგორც [[ქართველები|ქართული]] ისე არაქართული მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაიცალა, XIX საუკუნეში ნომერ პირველ ეთნიკურ ჯგუფად ოსმალეთიდან და სპარსეთიდან გადმოსახლებული სომხები იქცნენ. ქალაქში მათი მიგრაცია რუსეთის იმპერიის მიერ [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის სამეფოს]] ანექსიის შემდეგ პრაქტიკულად მყისიერად დაიწყო, [[1804]] წელს დედაქალაქში 2 000 სომეხი გადმოსახლდა ერევნის სახანოდან<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX საუკუნეებში]</ref>, [[1807]]-[[1808]] წლებში მათ კიდევ 338 ოჯახი (1 906 ადამიანი) დაემატა<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf იქვე]</ref>, გადმოსახლება არც შემდეგ შეწყვეტილა. [[1897]] წელს სომხები ქალაქის მოსახლეობის 29,53% (47 133) შეადგენდნენ, ქართველები 26,44% (42 200)<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=525 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]</ref>.