ფინურ-უნგრული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Lenguas finougrias.png|მინი|ფინურ-უნგული ენები]]
'''ფინურ-უნგრული ენები''', ''უნგრულ-ფინური ენები'', ''ფინურ–მადიარული ენები'' — [[ურალური ენები|ურალურ ენათა ოჯახი]]ს ერთ-ერთი შტო. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში (სკანდინავიიდან ურალამდე), ვოლგა-კამის აუზის უდიდეს ნაწილში, შუა და ქვემო ობის აუზში, დუნაის აუზის მცირე ნაწილში. ფინურ-უნგრულ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 24 მლნ-ს აღწევს. უნგრულ, ფინურ და ესტონურ ენებს მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა და ლიტერატურული ტრადიციები აქვთ. სხვა ფინურ-უნგრულ ენების უმრავლესობა ახლადდამწერლობიანი ენებია, ხოლო ზოგიერთი ბალტიისპირულ-ფინური ენა უდამწერლობოა. ფინურ-უნგრული ენების ნათესაობის დამადასტურებელია ამ ენებში არსებული ძველი სიტყვების საერთო ფენა, ასევე სიტყვის მორფოლოგიური მწარმოებლებისა და კუთვნილების აღმნიშვნელი სუფიქსების სისტემა. მათი ტიპოლოგიური მახასიათებლებია აგლუტინაცია, სინჰარმონიზმი, მჟღერი თანხმოვნების სიღარიბე, 2 და მეტი თანხმოვნის შეუთავსებლობა პირველ მარცვალში და ა. შ. აქვთ კუთვნილებისა და ჯერადობის (ზმნაში) აღმნიშვნელი ბოლოსართების მდიდარი სისტემა.
 
ფინურ-უნგრული ენები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
:'''1'''. ბალტიისპირულ-ფინური ენების შტოები:
*[[ფინური ენა|ფინური]]
*იჟორული
*კარელიური
*ლიუდიკიური
*ვეფსური
*ვოდური
*[[ესტონური ენა|ესტონური]]
*ლივური
 
:'''2'''. ვოლგისპირული ენების შტოები:
*მორდვული
**ერზია
**მოქშა
*მარიული
**აღმოსავლურ-დაბლობის
**მთის
**ჩრდილო-დასავლური
 
:'''3'''. პერმული ენების შტოები:
*ზირიანული
*პერმული
*უდმურტული
 
:'''4'''. უნგრული ენების შტოები:
*უნგრული
*უნგრული ენები
**მანსი ენა
**ხანტი ენა
 
:'''5'''. საამების ენები
 
 
ფინურ-უნგულ ენებს ორ, ფინურ და უნგრულ ენათა შტოდ ჰყოფენ, ხოლო ფინურ-უნგულ [[ენა|ენებზე]] მოლაპარაკეთ კი ფინურ-უნგრელ [[ხალხი|ხალხებს]] უწოდებენ.