თბილისის ქვაბული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ.
ხაზი 1:
'''თბილისის ქვაბული''', [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობის მონაკვეთი მუხადგვერდის ვიწრობის ბოლოდან (ზემო ავჭალა) [[თელეთის ქედი]]ს ბოლომდე ([[ფონიჭალა]]). შემოსაზღვრულია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან [[თრიალეთის ქედი]]ს განშტოების - საწკეპელის, მსხალდიდის, მთაწმინდის, თაბორისა და თელეთის ფერდობებით; აღმოსავლეთიდან - ივრის ზეგნის ჩრდილოეთი ნაწილით; ჩრდილოეთიდან - [[საგურამოს ქედი]]ს კალთებით. სიგრძე 21 კმ, სიგანე 7 კმ. ქვაბულის ფსკერის დონე 350-450 მ ფარგლებში იცვლება. კალთები ზოგან 1500 მ აღწევს. აგებულია უმთავრესად ტერიგენული და ტუფოგენური ქანებით. სამხრეთ ნაწილში განვითარებულია შუა ეოცენის ვულკანოგენური წყება. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მეოთხეულ (მდინარეულსა და ტბურ) ნალექებს. ქვაბულის ჩრდილოეთი ნაწილი ალუვიური ვაკეა, ცნობილია დიღმის ვაკის სახელწოდებით. უფრო სამხრეთით, მტკვრის ხეობაში კარგადა გამოხატული ტერასული საფეხურები, რომელზეც გაშენებულია ქ. თბილისი. ქალაქის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის პარალელურად, გაჭიმულია მტკვრის ძვ. ხეობა, სადაც ადრე მცირე მლაშე ტბები იყო, ახლა კი, სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ, თბილისის წყალსაცავია. თბილისის ქვაბულში მტკვრის მარჯვნიდან ერთვის მდინარეები [[დიღმისწყალი]], [[ვერე (მდინარე)|ვერე]] და [[წავკისისწყალი]], მარცხნიდან - [[გლდანისხევი]]. ტბებიდან აღსანიშნავია ლილისა და კუს ტბები. თბილისის ქვაბული ოდესღაც ტყით იყო შემოსილი, რომელიც ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მთის კალთების მაღალ, ძნელადმისადგომ ნაწილებში, ქვაბულის ფსკერი კულტურული მცენარეულობას უჭირავს, გავრცელებულია აგრეთვე ჯაგეკლიანი სტეპი. აქა-იქ ტუგაის ტყეებია.
 
==ლიტერატურა==
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 616, თბ., 1979
 
[[კატეგორია:თბილისი]]
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]